From Wikipedia, the free encyclopedia
ცისარტყელა კალმახი (ლათ. Oncorhynchus mykiss) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. ქმნის რამდენიმე ქვესახეობას. გამსვლელი და მტკნარი წყლის ფორმებია. ბუნებრივ წყალსატევებში მისი სხეულის სიგრძეა 40–50 სმ, წონა 0,8–1,6 კგ (ქვესახეობა კამჩატკური ცისარტყელა კალმახის წონა 12 კგ-ს აღწევს). სიცოცხლის ხანგრძლივობა 14 წელი.[1]
ცისარტყელა კალმახი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ცისარტყელა კალმახი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Oncorhynchus mykiss Parasalmo mykiss | |||||||||||||||
|
მამლებს შორის გვხვდება ჯუჯა ფორმებიც. კომერციული ჯიშების გარდა, ცნობილია ცისარტყელა კალმახის რამდენიმე დეკორატიული ფორმა, მათ შორის: ალბინოსი, ყვითელი, წინწკლებიანი, თეთრი და ცისფერი, რომლებიც ძირითადად, ხელოვნურად გაშენებულ პოპულაციებში გვხვდება. ცისარტყელა კალმახი ახლოს დგას ჩრდილოეთის ორაგულთან, რომლისგანაც გარეგნულად განსხვავდება წვრილი შავი ლაქებით კუდის ფარფლზე, გვერდითი ხაზის გასწვრივ მოვარდისფრო ზოლის არსებობითა და ლაყუჩების სარქველის მოვარდისფრო შეფერილობით.[1]
ცისარტყელა კალმახი გვხვდება წყნარი ოკეანის სანაპიროებთან; ჩრდილოეთ ამერიკაში — ალასკიდან კალიფორნიამდე, აზიაში — ძირითადად კამჩატკის ნაპირებთან, ერთეულებად ოხოტის ზღვის დასავლეთ ნაწილში, კომანდორის კუნძულებთან, მდინარე ამურის შესართავში. მდინარეებში შედის შემოდგომაზე; ტოფობს მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე. ქვირითს მარხავს ჩქერებზე აგებულ ბუდეებში. ყრის 3,3-იდან 124 ათასამდე მსხვილ ქვირითს, რომელთა დიამეტრია 5 მმ.[1]
ახალგაზრდა თევზი 2–3 წელი ცხოვრობს მდინარეში და იკვებება ბენთოსით, მწერებით და სხვა. ტოფობს 5-ჯერ. ადგილობრივი რეწვის, აკლიმატიზაციის, აკვაკულტურისა და სპორტული თევზჭერის ობიექტია.[1]
ცისარტყელა კალმახი საქართველოში 1936–1940 წლებში რუსეთის ტერიტორიიდან კურსკის ოლქიდან შემოიყვანეს მოსაშენებლად. პირველად, ეს სახეობა შავწყალას საკალმახე მეურნეობაში მოაშენეს, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობებში.[2]
ცისარტყელა კალმახის მთავარი მწარმოებლები არიან: ევროკავშირი, ჩილე, ნორვეგია, თურქეთი და ირანი. 2014 წლის ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრის მონაცემების მიხედვით, კალმახის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: ნორვეგია, შვედეთი, დანია, იტალია და ესპანეთი, მთავარი იმპორტიორები კი — რუსეთი, ბელარუსი, ფინეთი და პოლონეთი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.