ტყიბულის წყალსაცავი

წყალსაცავი საქართველოში, იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

ტყიბულის წყალსაცავი

ტყიბულის წყალსაცავიწყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსიმალური სიღრმე 12,5 მ, საშუალო სიღრმე 6,9 მ. ფართობი 12,1 კმ². წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³.

სწრაფი ფაქტები ტყიბულის წყალსაცავი, ქვეყანა ...
ტყიბულის წყალსაცავი
Thumb
კოორდინატები: 42°17′44″ ჩ. გ. 42°55′45″ ა. გ.
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
სიგრძე 8,1 კმ
სიგანე 3,2 კმ
ფართობი 12,1 კმ²
მოცულობა 0,084 კმ³
უდიდესი სიღრმე 12,5
საშუალო სიღრმე 6,9
Thumb
Thumb
დახურვა

საზრდოობს მდინარე ტყიბულასა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1750 მმ წელიწადში). წყალსაცავის ქვაბული და მიმდებარე სერები აგებულია იურული და ცარცული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, მერგელოვანი კირქვებით. სანაპირო ძირითადად დაბალი და დამრეცია.

წყალსაცავში წყლის დონე ყველაზე მაღალია აგვისტო-სექტემბერში, დაბალია – თებერვალ-მარტში. დონეების საშუალო წლიური ამპლიტუდა 575 სმ. მდიდარია თევზით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.