იაუნდე (ფრანგ. Yaoundé) — კამერუნის დედაქალაქი. ცენტრალური რეგიონისა და მფუნდის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. დედაქალაქის თითქმის მთელი ტერიტორია უკავიათ რაიონებს, რომლებიც მდებარეობენ ცენტრალური ქუჩის — კენედის ავენიუს გასწვრივ და ასევე მასთან მიმდებარე ბორცვებს.

სწრაფი ფაქტები დედაქალაქი, ქვეყანა ...
დედაქალაქი
იაუნდე
ფრანგ. Yaoundé
Thumb
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
რეგიონი ცენტრალური რეგიონი
კოორდინატები 3°52′00″ ჩ. გ. 11°31′00″ ა. გ.
დაარსდა 1888
ფართობი 180 კმ²
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 1 817 524 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 10 097,36 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
Thumb
იაუნდე
დახურვა

გეოგრაფია

მდებარეობს კამერუნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კამერუნის მთიანეთზე, ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზე. კლიმატი სუბეკვატორულია. არსებობს ორი გრძელი ნოტიო და ორი მოკლე მშრალი სეზონი (იანვარ-თებერვალი და ივლისი). ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურაა იანვარში + 23 °C, ივლისში + 21 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა — დაახლოებით 1600 მმ. წვიმების სეზონია სექტემბერი-ნოემბერი და აპრილი-ივნისი.

ისტორია

Thumb
ბელგიის ჯარის ნაწილები შედიან იაუნდეში. 1915 წელი.
Thumb
სპორტის სასახლე იაუნდეში.

ქალაქი დაარსდა გერმანიის პროტექტორატის პერიოდში 1888 წელს[1] და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა გერმანიის კოლონიური ადმინისტრაციის ცენტრს. 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქში შევიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის სამხედრო ნაწილები და მოახდინეს მისი ოკუპაცია. 1919 წელს კამერუნი დაანაწილეს ბრიტანეთისა და საფრანგეთის გავლენის სფეროებად, ხოლო 1922 წელს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი გადავიდა საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ და იაუნდე გახდა ფრანგული კამერუნის დედაქალაქი.[1]

1940—1946 წლებში დედაქალაქი იყო დუალა, მაგრამ 1960 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იაუნდე გახდა აღმოსავლეთ კამერუნის დედაქალაქი. 1972 წლიდან გაერთიანებული კამერუნის დედაქალაქია.[1].

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება

2005 წლის აღწერის მონაცემებით იაუნდეს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 817 524 ადამიანს[2][3] ქალაქში ცხოვრობენ ბამილეკეს (ქალაქის მთელი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი), ფულანის (დაახლოებით 10 %), ასევე ფანგის, დუალას, ფულბეს ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. სახელმწიფო ენებია ინგლისური და ფრანგული, ასევე გავრცელებულია სხვადასხვა აფრიკული ენები (პირველ რიგში ბანტუს ენები). დედაქალაქის მოსახლეობის მორწმუნეთა ნახევარი — კათოლიკეა, დანარჩენი — ისლამის და ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის მიმდევარია.

მეტი ინფორმაცია აღწერის თარიღი ...
მოსახლეობის რაოდენობა წლების მიხედვით[4]
აღწერის თარიღი 1976 1979 1987 2005
მოსახლეობის რაოდენობა 313 706 400 000 649 252 1 817 524
დახურვა

ეკონომიკა

Thumb
ავტობუსები იაუნდეში.

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი დედაქალაქში თავმოყრილია სამოქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში და დიპლომატიურ სამსახურებში. ასეთი ცენტრალური სტრუქტურების გამოისობით დედაქალაქი გამოირჩევა შედარებით უფრო მეტი უსაფრთხოებით და დიდი ცხოვრების დონით, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონები.

იაუნდეში მრეწველობის ძირითადი დარგებია თამბაქოს ნაწარმი, რძის პროდუქტები, ლუდი, თიხა, შუშის ნაკეთობები და ხე-ტყის ნაწარმი. დედაქალაქი ასევე წარმოადგენს ყავის, კაკაოს, კოპრის, შაქრის ლერწმის და კაუჩუკის რეგიონალურ გამანაწილებელ ცენტრს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქის პირობებში დაკავებულები არიან მიწათმოქმედებით. დედაქალაქში მოსახლეობას სავარაუდოდ ჰყავს "50 000 სული ღორი და მილიონზე მეტი წიწილა".[5]

ჯანდაცვა

ქალაქის ყველაზე უფრო დიდი საავადმყოფოა იაუნდეს ცენტრალური საავადმყოფო 650 საწოლით[6]. 1985 წელს აშენებულ იაუნდეს საერთო საავადმყოფოში დგას 302 საწოლი[7].

განათლება

1962 წელს იაუნდეში გაიხსნა უნივერსიტეტი[1]. ქალაქში არსებობს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიც: უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა, უმაღლესი ეროვნული პოლიტექნიკური სკოლა, უმაღლესი პედაგოგიური სკოლა, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი[1]. უდიდესი საზოგადოებრივი ბიბლიოთეკებია ეროვნული[1] და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ქალაქში მდებარეობს კამერუნის სახელმწიფო არქივი[1].

1996 წელს აქ გაიმართა აფრიკის ჩემპიონატი მძლეოსნობაში.

ღირსშესანიშნაობები

  • განთქმული საეკლესიო შენობა — ნჯონგ მელენის ეკლესია (N’Djong Melen)
  • იაუნდეს ცენტრში მდებარე ბენედიქტელების მონასტერი, ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ღირსშესანიშნაობა.
  • მონასტერიდან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარე კამერუნის ხელოვნების მუზეუმი. მისი ექსპოზიციები შეიცავენ კამერუნისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს.
  • შავი აფრიკის ხელოვნების მუზეუმი, რომლის ექსპოზიციები გარკვეულ ინტერესს იწვევს.
  • ხელნაკეთობათა ცენტრი, რომლის მონახულებითაც შესაძლებელია კამერუნის კუსტარული წარმოებისა და დეკორატიული ხელოვნების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.
  • იაუნდედან ჩრდილოეთით, ქალაქ ობალასთან სიახლოვეს, მდებარეობს ლუნა-პარკი.
  • იაუნდეს არქიეპისკოპოსის რეზიდენცია — ნოტრ-დამ დე ვიქტორის ტაძარი[8].
  • კამერუნში პირველი მისიონერული ეკლესიის ადგილას აშენებული მარი-რენე დე აპოტრის ბაზილიკა[9].

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.