მრავალმნიშვნელოვანი From Wikipedia, the free encyclopedia
ექსპანსიონიზმი — იდეა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და მთავრობა აფართოებს საკუთარ ტერიტორიებს ძალუფლების, სიმდიდრის, ეკონომიკური გავლენის ან სამხედრო აგრესიის მეშვეობით იმპერიის აშენების ან კოლონიალიზმის მიღწევის მიზნით.
ანარქია, გაერთიანება და პანნაციონალიზმი ხშირად გამოიყენება ექსპანსიონიზმის გასამართლებლად. ზოგიერთი იდელოლიგიის მიზედვით, როგორიცაა მაგალიტად Manifest destiny, ტრიტორიები ნებისმიერ შემთხვევაში დამპყრობელს დარჩება.[1]
იბნ ხალდუნმა დაწერა რომ ახლად ჩამოყალიბებულ დინასტიებს, რადგანაც მათ აქვსთ სოციალური თანხვედრა ან ასაბაიამი (არაბ. عصبيّة), შეუძლიათ „ექსპანსიონიზმის ლიმიტამდე მიყვანა“.[2]
საბჭოთა ეკონომისტი ნიკოლაი კონდაირევმა ივარაუდა რომ კაპიტალიზმი ვითარდება 50 წლიანი ექსპანსიურ/სტაგნაციური ციკლებით, რაც ტექნოლოგიური ინოაციებითაა გამოწვეული. დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია და ჩინეთი უკვე იყვნენ მსგავსი თანმიმდევრული ტალღების წინა ფრონტზე.
კრეინ ბრაიტონმა რევოლუციის ანატომიაში დაწერა რომ რევოლუცია არის ექსპანსიონიზმისს მთავარი გამომწვევი მიზეზი, მაგალითად: სტალინისტური სსრკ, აშშ და ნაპოლეონის იმპერიები
კრისტოფერ ბოკერს სჯერა რომ ილუზიას შეუძლია შექმნას ექსპასიონიზმის „ოცნების ფაზა“, ისეთი როგორც ევროპის კავშირში, რომელიც არასტაპილური და ხანმოკლეა.
ცარი ნიკოლოზ I-ის მილიტარისტულ და ნაციონალისტურ მმართველობას (1825–1855 წლებში) მოჰყვა დაპყრობითი ომების სპარსეთის (1826-1828 წლებში) და თურქეთის (1828-1829 წლებში) წინააღმდეგ. კავკასიის რეგიონში ჩახშობილი იქნა აჯანყებები. ასევე დაუნდობლად იქნა ჩახშობილი ნოემბრის პოლონერი აჯანყება. 1848 წელს რუსეთის ძალები ავსტირია-უნგრეთის იმპერიაში შევიდნენ უნგრული რევოლციის ჩასახშობად. რუსიფიკაციის პოლიტიკები იქნა გატარებული ეთნიკური უმცირესობების დასუსტების და საბოლოო განადგურებიათვის. ნიკოლასმა ასევე ააშენა კრემლის სასახლე და ახალი საკათედრო ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მაგრამ საბოლოოდ პანსლავიზმმა და დიდმა ამბიციებმა ოსმალეთის იმპერიასთან კიდევ ერთი ომი გამოიწვია 1853 წელს, სადაც რუსეთის იმპერია დამარცხდა მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ყირიმში შეიჭრნენ. ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს რომ ნიკოლასი დამარცხების შემდეგ მიღებული მწუხარებით გარდაიცვალა.[3]
გერმანიის მეორე რაიხმა (1871-1918 წლები), ოტო ფონ ბისმარკის მეთაურობით გაიარა ინდუსტრიულ რევოლუციაში, ასევე მოხდა არმიის რეფორმაცია და გაფართოება. მოხდა პოლონელების და კათოლიკეების დევნა. დაარსდა გერმანიის კოლონები აფრიკაში, ჩინეთში და წყნარ ოკეანეში. 1890 წელს კაიზერმა ვილჰელმ II-მ დაითხოვა ბისმარკი და მსოფლიო დონის საზღვაო ძალების აშენება გადაწყვიტა, რამაც შეარაღების რბოლა გამოიწვია ბრიტანეთის იმპერიასთან და საფუძველი ჩაუყარა ბრტანეთის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმას.[4]
1933 წლიდან მესამე რაიხმა ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, მოახდინა ვერსალის ხელშეკრულების შემდეგ დემილიტარიზირებული რაინლანდის რე-მილიტარიზაცია 1936 წელს, სუდატენლანდის ოკუპაცია და ავსტრიასთან გაერთიანება (ანშლუსი) 1938 წელს და ჩეხოსლავაკიის ჩეხური ნაწილის ანექსირება და სლოვაკურ ნაწილში მარიონეტული მთავრობის განწესება 1939 წელს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა და იოსებ სტალინმა გაანაწილეს პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ს შორის 1939 წელის სექტემბერში. აღმოსავლეთით ზეწოლის მიხედვით, რომელიც ლებენსრაუმის მისახწევად იყო შექმნილი, ნაცისტური გერმანია შეიჭრა სსრკში 1941 წელს. [5]
კოლონიალიზმი არის ექსპანსიონიზმის ფორმა, სადაც სახელმწიფო ცდილობს გააფართოვოს ან შეინარჩუნოს ძალაუფლება სხვა ხალხზე ან ტერიტორიაზე, ძირითადად კოლონიზირებული ტარიტორიების რესურსების გამოყენებით კოლონისტი სახელმწიფოს განვითარების მიზნით.[6] ევროპის კოლონიური პერიოდი იყო ერა, რომელიც XV საუკუნიდან XX საუკუნის შუა პერიოდამდე გაგრძელდა, როდესაც ევროპულმა სახელმწიფოებმა მოახდინეს სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის და ოკეანიის კოლონიზირება.
ექსპანსიონისტური ნაციონალიზმი არის ნაციონალიზმის აგრესიული და რადიკალური ფორმა რომელიც პატრიოტულ განწყობას აერთიანებს ეკსპანსიონისტურ იდეებთან. ტერმინი გამოიყენეოდა XIX საუკუნის ბოლოს ევროპული სახელმწიფოების გულგრილობის დაახასიათებლად აფრიკისთვის ბრძოლაში, თუმცა უფრო მეტად ასოცირდება XX საუკუნის მილიტარისტულ სახელმწიფოებთან იტალიის სამეფოს, ნაცისტური გერმანიის, იაპონიის იმპერიის, ალბანეთის (დიდი ალბანეთი), ბულგარეთის სამეფოს (დიდი ბულგარეთი), ხორვატიის (დიდი ხორვატია), უნგრეთის (დიდი უნგრეთი), რუმინეთის (დიდი რუმინეთი) და სერბეთის (დიდი სერბეთი) ჩათვით.
1812 წლის ომის შემდეგ ამერიკულ პოლიტიკაში დომინანტი იდეოლოგიური მოძრაობა Manifest Destiny გახდა, რომელიც აშშ-ს დასავლეთისაკენ გაფაერთოებას მოუწოდებდა. მოძრაობამ გააერთიანა ექსპანსიონიზმი და კონტინენტალიზმი, მექსიკა-ამერიკის ომი 1846-1848 წელბში მთლიანად Manifest Destiny-ის დაეთმო.[7]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ადანაშაულებენ ექსპანსიონიზმით, ვიეტნამის კუთვნილი კუნძულების მითვისებისათვის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.[8]
ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა 1948 წლის 14 მაისს პალესტინის ომის მიმდინარეობისას, მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ. ისრაელის მთავრობამ ტერიტორიების და ძალაუფლების გაფართოება 1981 წელს გოლანის მაღლობების ანექსირებით სცადა.[9][10]
ირანმა, რომლიც მსოფლიოს უდიდესი შიიტი სახელმწიფოა, გააფართოვა გავლენის სფეროები ერაყში, ლიბანში, სირიაში, იემენში და ავღანეთში ადგილობრივი პარტიზანული მებრძოლების შეიარაღებით და მხარდაჭერით.[11]
რუსეთი „პოზირება“ აგრესიული 2008 და 2014 წლების შემდეგ გახდა.[12] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა მოახდინა საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ოკუპირება აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ხოლო 2014 წელს რუსეთი სამხედრო ძალით ჩაერია უკრაინაში, დონბასის ომის შემდეგ და მოახდინა ყირიმის ანექსირება. რუსეთი ასევე აქტიურად არის ჩართული სირიის სამოქალქო ომში.
აშშ-მ, ჯორჯ უოლკერ ბუშის მეთაურობით, დაიწყო ავღანეთის ომი 11 სექტემბრის ტერაქტზე საპასუხოთ. [13] და საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად,[14] შეიჭრა ერაყში, არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ერაყში არსებობდა მასობრივი განადგურების იარაღები.[15]
აშშ-მ ემბარგო დაადო ისეთ სახელმწიფოებს როგორიცაა კუბა;[16] ააშენა სამხედრო ბაზები მთელი მსოფლიოს ირგვლივ, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებში[17] და მხარი დაუჭირა ოპოზიციის დაჯგუფებებს არაბული გაზაფხულისას და სირიის სამოქალაქო ომში, სირიასა და ლიბიაში.[18][19]
აშშ დოლარის საერთაშორისო დომინაციამ გაზარდა ამერიკული სანქციების გავლენა.[20] საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების შესასრულებლად აშშ-მ სანქცები დაადო ისეთ სახელმწიფოეს როგორებიცაა თუქრეთი,[21] რუსეთი,[22] ვენესუელა[23] და ირანი.[24]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.