ეკა ტყეშელაშვილი

From Wikipedia, the free encyclopedia

ეკა ტყეშელაშვილი

ეკა ტყეშელაშვილი (დ. 23 მაისი, 1977, თბილისი, საქართველო) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში.

სწრაფი ფაქტები თანამდებობაზე ყოფნის დრო, პრეზიდენტი ...
ეკა ტყეშელაშვილი
Thumb
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2010  25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური
ვანო მერაბიშვილი
წინამორბედითემურ იაკობაშვილი
მემკვიდრეპაატა ზაქარეიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 დეკემბერი, 2008  20 ნოემბერი, 2010
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიგრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური
წინამორბედიალექსანდრე ლომაია
მემკვიდრეგიგა ბოკერია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მაისი, 2008  6 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრივლადიმერ გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედიდავით ბაქრაძე
მემკვიდრეგრიგოლ ვაშაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო, 2007  5 მაისი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
ვლადიმერ გურგენიძე
წინამორბედიგია ქავთარაძე
მემკვიდრენიკა გვარამია

დაბადებული23 მაისი, 1977 (1977-05-23) (47 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიადიპლომატი
დახურვა

ბიოგრაფია

1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად. 2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში. 2002-2004 წლებში მუშაობდა IRIS-საქართველოს იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის 5 მაისს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.

2010 წლის ნოემბერში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად.[1]

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.