From Wikipedia, the free encyclopedia
პაატა ზაქარეიშვილი (დ. 4 აგვისტო, 1958, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილებით. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე,[1] საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.[2]
პაატა ზაქარეიშვილი | |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2014 – 1 აგვისტო, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ქეთევან ციხელაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 1 იანვარი, 2014 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ეკა ტყეშელაშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 4 აგვისტო, 1958 თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს რესპუბლიკური პარტია |
რელიგია | მართლმადიდებელი |
1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი.[1]
1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი. 1998-2012 იყო „შერიგების რესურსების“ (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და „შლაინინგის პროცესის“ ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი[3]. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).[1] 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.