ალექსანდრე ლომაია

From Wikipedia, the free encyclopedia

ალექსანდრე ლომაია
Remove ads

ალექსანდრე (კახა) ლომაია (დ. 27 ივლისი, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2004–2007 წლებში.[1]

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომაია.
სწრაფი ფაქტები თანამდებობაზე ყოფნის დრო, პრეზიდენტი ...
Remove ads
Remove ads

ბიოგრაფია

1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით, ხოლო 1992 წელს — მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა.[2] არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.[3] 1985–1987 წლებში მუშაობდა „თბილჰიდროპროექტის“ ინსტიტუტში ინჟინრად; 1989-1992 წლებში იყო მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი. 1991 წელს მოსკოვში დაინიშნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ, შემდეგ წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად. 1995–2000 წლებში მუშაობდა ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორად, ხოლო 2000-2002 წლებში ამავე ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორად.

2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაციის „დიმოკრასი ქოალიშნის“ რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში;

2003-2004 წლებში — ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, ხოლო 2007 წლის 19 ნოემბერს — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2009 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 27 ოქტომბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიან წარმომადგენელი.[4][5]

როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ალექსანდრე ლომაიამ 50-ზე მეტ სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

2011 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.[6]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads