Remove ads
ქართველი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი (გიგა) ბოკერია (დ. 20 აპრილი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2017 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფილი დეპუტატების პარტიის — „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე 2021 წლის 10 აპრილიდან.
გიორგი (გიგა) ბოკერია | |
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ნოემბერი, 2010 – 21 ნოემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | ეკა ტყეშელაშვილი |
მემკვიდრე | ირინე იმერლიშვილი |
დაბადებული | 20 აპრილი, 1972 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ევროპული საქართველო |
მამა | ლევან ბოკერია |
დედა | ნანა ალექსანდრია |
მეუღლე | თამარ ჩერგოლეიშვილი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლისტერის უნივერსიტეტი |
პროფესია | ისტორიკოსი, იურისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | აგნოსტიციზმი[1] |
გიგა ბოკერია დაიბადა ცნობილი არქიტექტორის ლევან ბოკერიას და საქართველოს ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას ოჯახში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1996 წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში — უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო.
1989-1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ 7 დღე ჟურნალისტი (1992), გაზეთ მიმომხილველის პოლიტიკური რედაქტორი (1992-1993), სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის „პიკის საათი“ ჟურნალისტი (1993), რადიო თავისუფლების ჟურნალისტი (1994), „არგუმენტი“ (პოლიტიკური რედაქტორი 1995-1996), სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სადისკუსიო პროგრამის „აქცენტები“ წამყვანი (1996).
2003 წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით სერბეთში სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. 2008 წლის 19 თებერვალს ბოკერიამ განაცხადა რომ საქართველო არ ცნობდა კოსოვოს დამოუკიდებლობას. [2]
2005-2008 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი.
2008 წლის აპრილში ცნობილი გახდა რომ ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნებოდა. [3] 2008-2010 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ბოკერია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მიერ დსთ-ის დატოვებას. [4] 2009 წელს შეიქმნა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო. [5]
2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.[6] 2013 წელს ბოკერია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი აქციის ჩაშლას გამოეხმაურა და აქციის მონაწილე სასულიერო პირები გააკრიტიკა. [7]
2013-2016 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თანამოაზრეებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“.[9] 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.
2017 წლის 18 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გიგა ბოკერიას „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება მიანიჭა. [10] ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი გამოხატა ნაირა გელაშვილმა რომელმაც 20 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისში დატოვა მისთვის მინიჭებული „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო. [11]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკი-ფოთი-ხობში.[12] მიიღო 3796 ხმა (6,24%). [13]
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე 2021 წლის 10 აპრილიდან.
გიგა ბოკერიას მეუღლე 2006 წლიდან არის ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჰყავს ორი შვილი: ლევანი (დ. 1991) და კესარია (დ. 2006).[14]
გიგა ბოკერიას თქმით, იგი აგნოსტიკოსია, თუმცა თავს „ქრისტიანული კულტურის ნაწილად“ მიიჩნევს. [15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.