From Wikipedia, the free encyclopedia
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (ინგლ. Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)) — აშშ-ის კონგრესის მიერ დაარსებული და დაფინანსებული რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გადასცემს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ გადაცემებს იმ ქვეყნებში, სადაც „ინფორმაციის მიღების თავისუფლება სრულად არაა უზრუნველყოფილი, ან შეზღუდულია მთავრობის მიერ“.[1]
რადიოსადგური დაარსდა 1949 წელს, როგორც ანტი-კომუნისტური ინფორმაციის წყარო ცივი ომის დროს. მისი სათავო ოფისი ქალაქ მიუნხენში მდებარეობდა 1949-1995 წლებში, 1995 წლის შემდეგ კი იგი პრაღაშია განთავსებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მაუწყებლობის მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა, სანაცვლოდ კი ახლო აღმოსავლეთი იქცა რადიოსადგურის უპირატეს ზონად. პრაღის სათავო ოფისის გარდა, „რადიო თავისუფლებას“ გააჩნია 20 ადგილობრივი ოფისი სამაუწყებლო რეგიონის ქვეყნებში და კორპორაციული შტაბ-ბინა ქალაქ ვაშინგტონში. მაუწყებლობა ხორციელდება 28 ენაზე 21 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში.[2]
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პირველი გადაცემა ეთერში 1953 წლის 3 მარტს გადაიცა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.