გოგოლესუბანი

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia

გოგოლესუბანი

გოგოლესუბანისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული გოგოლესუბანი).

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი
გოგოლესუბანი
ქვეყანა  საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი გოგოლესუბანი
კოორდინატები 42°01′34″ ჩ. გ. 42°13′28″ ა. გ.
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ადრეული სახელები ქვემო ფარცხმა
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 858[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %, სომხები 0,4 %, რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ტერასულ ვაკე-დაბლობზე, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2,5 კმ, საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 21 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა.[2]

ისტორია

სოფლის ძველი სახელწოდებაა ქვემო ფარცხმა და შედიოდა ფარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. 1908 წელს ეწოდებოდა გოგოლესუბანი, თუმცა ამ სახელით იხსენიებოდა უკვე 1898 წელს.[3] 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ. 1954-1986 წლებში ეკუთვნოდა შუაგანახლების სასოფლო საბჭოს.

გოგოლესუბნის განძი

სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XII-XI სს.) სპილენძის ნივთების განძი. ნაპოვნი მასალა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 858 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[4]470
1911[5] 1165
2002[6] 1051515536
2014[1] 858438420
დახურვა

ცნობილი ადამიანები

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.