Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
აქ მოყვანილია აშშ-ის პრეზიდენტების სია. ეს სია მოიცავს მხოლოდ იმ პიროვნებებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დამტკიცდა აშშ-ის კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ, 1789 წლიდან. რატიფიცირებამდე ამერიკის ლიდერთათვის იხილეთ კონტინენტური კონგრესის პრეზიდენტები. ეს სია არ მოიცავს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლებს აშშ-ის კონსტიტუციის XXV ჩასწორების მიხედვით.
თანმიმდევრული ვადები ნუმერაციით ითვლება ერთ პრეზიდენტობად (მაგ. ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც აირჩიეს ორი ვადით ზედიზედ, იყო პირველი პრეზიდენტი და არა პირველი და მეორე). ჯერალდ ფორდმა პრეზიდენტობა მიიღო რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ და დაასრულა ნიქსონის პრეზიდენტობის მეორე პერიოდი. ის ფაქტი, რომ ფორდი ამ პოსტზე არჩეული არ ყოფილა, ნუმერაციაზე გავლენას არ ახდენს და მას 38-ე პრეზიდენტად ხდის. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ორჯერ არა ზედიზედ იყო პრეზიდენტი არის გროვერ კლივლენდი. ითვლება, რომ ის იყო 22-ე და 24-ე პრეზიდენტი. ამიტომ სიაში არის 46 პრეზიდენტი, მაგრამ მხოლოდ 45 ადამიანი.
უპარტიო ფედერალისტი დემოკრატ-რესპუბლიკელი დემოკრატი ვიგი რესპუბლიკელი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.