აშშ-ის მე-19 პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
რეზერფორდ ბირჩარდ ჰეისი (ინგლ. Rutherford Birchard Hayes; დ. 4 ოქტომბერი, 1822 — გ. 17 იანვარი, 1893) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და სამხედრო. აშშ-ის მე-19 პრეზიდენტი 1877-1881 წლებში, რესპუბლიკელი.
რეზერფორდ ბირჩარდ ჰეისი Rutherford Birchard Hayes | |
აშშ-ის მე-19 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1877 – 4 მარტი, 1881 | |
ვიცე-პრეზიდენტი | უილიამ უილერი |
წინამორბედი | ულისე გრანტი |
მემკვიდრე | ჯეიმზ გარფილდი |
ოჰაიოს 32-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 იანვარი, 1876 – 2 მარტი, 1877 | |
ოჰაიოს 29-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 1868 – 8 დეკემბერი, 1872 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1865 – 1867 | |
დაბადებული | 4 ოქტომბერი, 1822 დელავერი, ოჰაიო |
გარდაცვლილი | 17 იანვარი, 1893 ფრიმონტი, ოჰაიო |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ლუსი უებ ჰეისი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
ჰეისმა იურიდიული განათლება მიიღო, მან კენიონ კოლეჯი და ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა. ლოუერ სენდასკიში სამართლის ხუთწლიანი პრაქტიკის შემდეგ ცინცინატში ადვოკატად მუშაობდა, სადაც სახელი გაითქვა როგორც ახალგაზრდა ვიგების ადვოკატმა. როგორც აბოლიციონისტი იგი სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთის ჯარებს მოხალისედ შეუერთდა და მალე ბრიგადის გენერალი გახდა. ომის შემდეგ იგი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ოჰაიოდან, ასევე ოჰაიოს გუბერნატორი 1868-1872 და 1876-1877 წლებში. იგი 1876 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც აშშ-ის ყველაზე საკამათო არჩევნები იყო, რესპუბლიკელთა ნომინაციით მონაწილეობდა. არჩევნებში მოსახლეობის ხმების უმრავლესობა დემოკრატთა კანდიდატმა სემუელ ტინდენმა მიიღო, თუმცა კონგრესის კომისიის გადაწყვეტილებით ამომრჩეველთა კოლეგიის 20 სადავო ხმა ჰეისს მიენიჭა, რამაც მას არჩევნებში ერთი ხმით გაამარჯვებინა.
პრეზიდენტობის დროს მან ომის შემდგომი რეკონსტრუქცია დაასრულა. ჰეისი სამხრეთში ფერადკანიანთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, მაგრამ ამასთანავე „ბრძნული, გულწრფელი და მშვიდობიანი ადგილობრივი თვითმმართველობის“ აღდგენასაც მოუწოდებდა. მისი ბრძანებით იუნიონის ჯარებმა სამხრეთის შტატები დატოვეს. ჰეისმა წინასწარ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ვადით იმსახურებდა. 1880 წლის არჩევნებში მას მეორე ვადით პრეზიდენტობა არ უცდია. 1881 წელს სპიგელ გროუვის საკუთარ სახლში, ოჰაიოში გადავიდა საცხოვრებლად. 1893 წელს ჰეისი გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.