Remove ads

ამერიკის სამოქალაქო ომი (1861-65), აგრეთვე ცნობილი როგორც ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის — ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის თერთმეტი მონათმფლობელური შტატი აშშ-ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა. ჯეფერსონ დეივისის მეთაურობით ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის (იუნიონის) წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.

სწრაფი ფაქტები აშშ-ის სამოქალაქო ომი, თარიღი ...
აშშ-ის სამოქალაქო ომი
Thumb
თარიღი 12 აპრილი, 1861 – 9 მაისი, 1865[georgian 1][1]
მდებარეობა აშშ, ატლანტის ოკეანე
შედეგი ჩრდილოეთის გამარჯვება:
  • კონფედერაციის დაშლა
  • აშშ-ის ტერიტორიული ერთიანობის შეანრჩუნება
  • მონათმფლობელობის გაუქმება
  • რეკონსტრუქციის ერის დაწყება და შესწორებების შეტანა კონსტიტუციაში
მხარეები
აშშ კონფდერაცია
მეთაურები
აბრაამ ლინკოლნი
ულის გრანტი
ჯეფერსონ დეივისი
რობერტ ლი
ძალები
სულ: 2 200 000 სამხედრო[georgian 2]
698 000 სამხედრო (პიკი)[2][3]
სულ: 750 000–1 000 000 სამხედრო რომელმაც იმსახურა[georgian 2][4]
360 000 სამხედრო (პიკი)[2][5]
დანაკარგები
  • 110 000+ ბრძოლაში მოკლული
  • 230 000+ უბედური შემთხვევით და დაავადებით გარდაცვილი[6][7]
  • 25 000–30 000 გარდაცვლილი კონფედერაციის საბყრობილეებში[2][6]

სულ: 365 000+ გარდაცვლილი[8]

  • 282 000+ დაჭრილი[7]
  • 181 193 ტყვედ ჩავარდნილი[2]

სულ: 828 000+ დანაკრგი

  • 94 000+ ბრძოლაში მოკლული[6]
  • 26 000–31 000 გარდაცვილილი ჩრდილოეთის საბყრობილეებში[7]

სულ: 290 000+ გარდაცვლილი

  • 137 000+ დაჭრილი
  • 436 658 ტყვედ ჩავარდნილი[2]

სულ: 864 000+ დანაკარგი

  • 50 000 გარდაცვლილი თავისუფალი მშვიდობიანი მოქალაქე[9]
  • 80 000+ მოკლული მონა (დაავადებით)[10]
  • სულ: 616 222[11]–1 000 000+ გარდაცვლილი[12][13]
აშშ-ის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში
დახურვა
Thumb
შტატების სტატუსები 1861 წელს.
   1861 წლის 15 აპრილამდე გამოყოფილი შტატები
   1861 წლის 15 აპრილის შემდეგ გამოყოფილი შტატები
   გაერთიანებული შტატები სადაც მონობა ნება დართული იყო
   გაერთიანებული შტატები სადაც მონობა აკრძალული იყო
   ტერიტორიები

1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია, აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, 1861 წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს.

1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათფლობელურმა შტატმა (34 შტატიდან) დააფუძნა ახალი სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომლის დედაქალაქიც იყო რიჩმონდი. 4 მარტის საინგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ლინკოლნი დაპირდა სამხრეთის შტატებს, რომ ძალადობრივად არ გააუქმებდა მათ ტერიტორიაზე მონობას და მოუწოდა შეეწყვიტათ გამოყოფის პროცესი. მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო. ლინკოლმა და კონფედერაციის პრეზიდენტმა, ჯეფერსონ დევისმა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს. პირველი შეტაკებები მოხდა ჩარლსტონის პორტში. ომის პირველ წლებში სამხრეთი ხშირად იმარჯვებდა ბრძოლებში, მაგრამ ნელ-ნელა ჩრდილოეთმა (მათ კავშირს - union უწოდებდნენ) მოიპოვა უპირატესობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა გეთისბერგთან, 1863 წლის ივნისში, სადაც სამხრეთელები დამარცხდნენ. შემდგომში კი დაკარგეს ატლანტა და რიჩმონდი. 1865 წლის 9 აპრილს კონფედერაციის მთავარსარდალი, გენერალი რობერტ ლი, იძულებული გახდა დანებებოდა კავშირის მთავარსარდალს, ულის გრანტს. სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა. ამ ომის შემდგომ კი კონსტიტუციაში შევიდა მეცამეტე დამატება და აიკრძალა მონობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ დაახლოებით 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლულითა და 281.9 ათასი დაჭრილით, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

შენიშვნები

  1. ბოლო გასროლა — 22 ივნისი, 1865.
  2. სხვადასხვა დროს მომსახურე სამხედროების საერთო რაოდენობა

ლიტერატურა

  • Commager, Henry Steele (ed.). The Blue and the Gray. The Story of the Civil War as Told by Participants. (1950), excerpts from primary sources
  • Hesseltine, William B. ed.; The Tragic Conflict: The Civil War and Reconstruction (1962), excerpts from primary sources
  • Simpson, Brooks D. et al. eds. The Civil War: The First Year Told by Those Who Lived It (Library of America 2011) 840pp, with 120 documents from 1861 online reviews

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads