Remove ads
აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
ჩესტერ ალან ართური (ინგლ. Chester Alan Arthur; დ. 5 ოქტომბერი, 1829 — გ. 18 ნოემბერი, 1886) — აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი (1881-1885), აშშ-ის მე-20 ვიცე-პრეზიდენტი (1881), რესპუბლიკელი.
ჩესტერ ალან ართური Chester Alan Arthur | |
აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 სექტემბერი, 1881 – 4 მარტი, 1885 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არავინ |
წინამორბედი | ჯეიმზ გარფილდი |
მემკვიდრე | გროვერ კლივლენდი |
აშშ-ის მე-20 ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881 | |
პრეზიდენტი | ჯეიმზ გარფილდი |
წინამორბედი | უილიამ უილერი |
მემკვიდრე | ტომას ჰენდრიკსი |
დაბადებული | 5 ოქტომბერი, 1829 ფერფილდი, ვერმონტი |
გარდაცვლილი | 18 ნოემბერი, 1886 (57 წლის) ნიუ-იორკი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ელენ ლუის ჰერდნონ ართური |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
ართურმა 1848 წელს უნიონ კოლეჯი დაამთავრა, შემდგომში ასწავლიდა სკოლაში გაწევრიანდა ადვოკატთა ასოციაციაში და ქალაქ ნიუ-იორკში სამართლის პრაქტიკას გადიოდა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ნიუ-იორკის შტატის გენერალ-კვარტერმეისტერი იყო. პრეზიდენტობამდე ართური ნიუ-იორკის პორტის საბაჟოს დირექტორი იყო (1871-1878), ხოლო ჯეიმზ გარფილდის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
მან პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც 1881 წლის 2 ივლისს მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტი გარფილდი 19 სექტემბერს გარდაიცვალა. პრეზიდენტის რანგში ართური ეცადა ტარიფების დაწევას. მიუხედავად ამისა კონგრესმა დაახლოებით იმდენჯერვე გაზარდა ტარიფი, რამდენიც შეამცირა, მაგრამ ართურმა მაინც მოაწერა ხელი ტარიფის აქტს 1883 წელს. აღშფოთებული დასავლელებმა და სამხრეთელებმა დემოკრატიულ პარტიას მიმართეს, ამის შემდეგ ტარიფები ორი პოლიტიკური პარტიის უმთავრეს დავის საგანად იქცა.
ართურის ადმინისტრაციამ ემიგრაციის შესახებ პირველი ფედერალური კანონი გამოსცა. მისი პრეზიდენტობის მთავარი მიღწევა სამოქალაქო სამსახურის რეფორმა იყო. ამის გამო მას „სამოქალაქო სამსახურის მამას“ უწოდებდნენ. მან 1884 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.