From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ გროვერ კლივლენდი (ინგლ. Stephen Grover Cleveland; დ. 18 მარტი, 1837 — გ. 24 ივნისი, 1908) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 22-ე (1885-1889) და 24-ე (1893-1897) პრეზიდენტი. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ არა ზედიზედ. იგი ერთადერთი დემოკრატი იყო, ვინც რესპუბლიკელი პოლიტიკოსების ერაში, რომელიც 1860 წლიდან 1912 წლამდე გრძელდებოდა, პრეზიდენტად აირჩიეს. მან პირველად 1884 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. 1888 წლის არჩევნებში კლივლენდმა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობით პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი გახდა. ოთხი წლის შემდეგ 1892 წლის არჩევნებში ის ისევ დაუპირისპირდა ჰარისონს და ამჯერად დაამარცხა.
გროვერ კლივლენდი Grover Cleveland | |
აშშ-ის 24-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1893 – 4 მარტი, 1897 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ედლაი სტივენსონი |
წინამორბედი | ბენჯამინ ჰარისონი |
მემკვიდრე | უილიამ მაკ-კინლი |
აშშ-ის 22-ე პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1885 – 4 მარტი, 1889 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ტომას ჰენდრიკსი (1885), არავინ (1885–1889) |
წინამორბედი | ჩესტერ ართური |
მემკვიდრე | ბენჯამინ ჰარისონი |
ნიუ-იორკის 31-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1883 – 6 იანვარი, 1885 | |
ბუფალოს მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი, 1882 – 20 ნოემბერი, 1882 | |
დაბადებული | 18 მარტი, 1837 ქოლდველი, ნიუ-ჯერსი |
გარდაცვლილი | 24 ივნისი, 1908 პრინსტონი, ნიუ-ჯერსი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ფრანსის ფოლსომ კლივლენდი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
კლივლენდის მხარდამჭერები აქებდნენ მას თავისი პატიოსნების, დამოუკიდებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ერთგულების გამო[1]. იგი ეწინააღმდეგებოდა იმპერიალიზმს, გადასახადებს, სუბსიდიას და ინფლაციურ პოლიტიკას. როგორც რეფორმატორი იგი ასევე კორუფციას, პოლიტიკურ პატრონაჟს და ბოსიზმს ებრძოდა.
კლივლენდის ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ მის პარტიაშიც კი კამათი გამოიწვია. 1894 წელს მასშტაბური გაფიცვის დროს, მან მეწარმეთა მხარე დაიჭირა. იგი ასევე მხარს ოქროს სტანდარტს უჭერდა და თავისუფალი ვერცხლის წინააღმდეგი იყო. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებებმა იგი დემოკრატიული პარტიის აგრარულ ფრთასთან დააპირისპირა[2]. გარდა ამისა, კრიტიკოსები ჩიოდნენ, რომ მას მცირე წარმოდგენა ჰქონდა იმ ეკონომიკური კატასტროფების შესახებ (დეპრესია და გაფიცვები), რაც მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს იყო. მიუხედავად პრობლემებისა პრეზიდენტობის მეორე ვადაში მისი რეპუტაცია, როგორც პატიოსანი და კეთილი ხასიათის პიროვნებისა მაინც შენარჩუნდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.