Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მარტინ ვან ბურენი (ინგლ. Martin Van Buren; დ. 5 დეკემბერი 1782 — გ. 24 ივლისი 1862) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-8 პრეზიდენტი 1837–1841 წლებში. ენდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის დროს იგი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (1833–1837) და სახელმწიფო მდივანი (1829–1831). 1829 წელს იყო ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი. იგი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც ბრიტანული (ე. ი. ინგლისელი, უელსელი, შოტლანდიელი ან ირლანდიელი) წარმოშობის არ იყო – მისი წინაპრები ნიდერლანდელები იყვნენ. ვან ბურენი იყო ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ იყო, მისი მშობლიური ენა იყო ნიდერლანდური.[1] იგი ასევე იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ დაიბადა და პირველი, ვინც ნიუ-იორკიდან იყო.[2]
მარტინ ვან ბურენი Martin Van Buren | |
აშშ-ის მე-8 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1837 – 4 მარტი, 1841 | |
ვიცე-პრეზიდენტი | რიჩარდ მენტორ ჯონსონი |
წინამორბედი | ენდრუ ჯექსონი |
მემკვიდრე | უილიამ ჰენრი ჰარისონი |
აშშ-ის მე-8 ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1833 – 4 მარტი, 1837 | |
პრეზიდენტი | ენდრუ ჯექსონი |
წინამორბედი | ჯონ კელჰუნი |
მემკვიდრე | რიჩარდ მენტორ ჯონსონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მარტი, 1829 – 23 მაისი, 1831 | |
პრეზიდენტი | ენდრუ ჯექსონი |
წინამორბედი | ჰენრი კლეი |
მემკვიდრე | ედუარდ ლივინგსტონი |
ნიუ-იორკის მე-11 გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1829 – 5 მარტი, 1829 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1821 – 20 დეკემბერი, 1828 | |
დაბადებული | 5 დეკემბერი, 1782 კინდერჰუკი, ნიუ-იორკი |
გარდაცვლილი | 24 ივლისი, 1862 (79 წლის) კინდერჰუკი, ნიუ-იორკი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული პარტია, პარტია „Free Soil“ |
მეუღლე | ჰანა ვან ბურენი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
ვან ბურენი იყო ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა თანამედროვე პოლიტიკური ორგანიზაციების განვითარების საქმეში. ენდრიუ ჯექსონის ადმინისტრაციაში მოღვაწეობის დროს იგი იყო წამყვანი ფიგურა ჯექსონის დემოკრატიის ორგანიზაციული სტრუქტურის მშენებლობაში, განსაკუთრებით ნიუ-იორკის შტატში. თუმცა, მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანას ეკონომიკური სიძნელეები ჰქონდა. არუსტუკის უსისხლო ომის დროს მნიშვნელოვნად დაიძაბა ურთიერთობა ბრიტანეთთან და მის კოლონია კანადასთან. 1840 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ვიგების კანდიდატმა უილიამ ჰენრი ჰარისონმა დაამარცხა.
აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ მარტინ ვან ბურენი და თომას ჯეფერსონი იყვნენ სხვადასხვა დროს პრეზიდენტიც, ვიცე-პრეზიდენტიც და სახელმწიფო მდივანიც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.