ფრანკლინ პირსი
აშშ-ს მე-14 პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
აშშ-ს მე-14 პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანკლინ პირსი (ინგლ. Franklin Pierce; დ. 23 ნოემბერი, 1804 ― გ. 8 ოქტომბერი, 1869) ― ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, აშშ-ის მე-14 პრეზიდენტი (1853-1857). დღემდე იგი ერთადერთი პრეზიდენტია ნიუ-ჰემფშირიდან. ის ასევე იყო პირველი მე-19 საუკუნეში დაბადებული პრეზიდენტი.
ფრანკლინ პირსი Franklin Pierce | |
აშშ-ის მე-14 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1853 – 4 მარტი, 1857 | |
ვიცე-პრეზიდენტი | უილიამ კინგი (1853) არავინ (1853-1857) |
წინამორბედი | მილარდ ფილმორი |
მემკვიდრე | ჯეიმზ ბიუკენენი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1837 – 28 თებერვალი, 1842 | |
წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-ჰემპშირიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1833 – 1837 | |
დაბადებული | 23 ნოემბერი, 1804 ჰილსბოროუ, ნიუ-ჰემპშირი |
გარდაცვლილი | 8 ოქტომბერი, 1869 კონკორდი, ნიუ-ჰემპშირი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ჯეინ პირსი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
პირსი მშობლიურ შტატ ნიუ-ჰემფშირში ადვოკატად მუშაობდა. იგი მოღვაწეობდა ნიუ-ჰემფშირის საკანონმდებლო ორგანოში (1829-1833), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა (1833-1837) და სენატში (1837-1842). ამის შემდეგ ის მონაწილეობას იღებდა ამერიკა-მექსიკის ომში და გახდა ბრიგადის გენერალი. იგი 1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა დემოკრატთა ნომინაციით და დაამარცხა ვიგების კანდიდატი უინფილდ სკოტი. პირსი იმ დროისთვის იყო აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.
პრეზიდენტის რანგში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში. ის იცავდა სამხრეთელ მონათმფლობელთა ინტერესებს, მისი პრეზიდენტობის დროს მიიღეს კანზას-ნებრასკის კანონი, გაუქმდა მისურის კომპრომისი, რამაც მონათმფლობელობის ექსპანსიის საკითხი დასავლეთით ისევ წინ წამოწია. ამ გადაწყვეტილებით მისი პოპულარობა ჩრდილოეთის შტატებში ძალიან დაეცა. საგარეო პოლიტიკაში იგი მონროს დოქტრინის მიმდევარი იყო. ის მტრულად იყო განწყობილი ესპანეთის და ცენტრალური ამერიკის მიმართ.
1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებმა პირსის კანდიდატურა აღარ წამოაყენეს და მის ნაცვლად ჯეიმზ ბიუკენენს დაუჭირეს მხარი. დემოკრატთა ნომინაციის დაკარგვის შემდეგ პირსს ალკოჰოლიზმის პრობლემები ჰქონდა. მისი რეპუტაცია განადგურდა მას შემდეგ, რაც მან სამოქალაქო ომში მხარდაჭერა გამოუცხადა კონფედერაციას. ის 1869 წელს ციროზით გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.