10 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 222-ე დღე (ნაკიან წლებში — 223-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 143 დღე.
- ძვ. წ. 612 : ასურეთის მმართველი სინშარიშკუნის მკვლელობას ნინევეს დაქცევა მოჰყვა.
- 610 : ლაილათ ალ-ქადრი ისლამში — მუჰამედი ყურანის მიღებას იწყებს.
- 955 : ლეხფელდის ბრძოლა — ოტო I, საღვთო რომის იმპერერატორი, ამარცხებს მადიარებს, რითაც მადიართა 50 წლიან თარეშს მოეღო ბოლო დასავლეთში.
- 1519 : ფერდინანდ მაგელანი ხუთი გემით სევილიიდან გადის მსოფლიოს ირგვლივ შემოსაცურად.
- 1792 : საფრანგეთის რევოლუცია — ტიულრის სასახლის შტურმი და ლუი XVI-ის დაპატიმრება.
- 1809 : ეკვადორმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისგან.
- 1821 : მისური აშშ-ის 24-ე შტატი გახდა.
- 1846 : აშშ-ის კონგრესმა სმითსონის ინსტიტუტს ქარტია მიანიჭა, მეცნიერი ჯეიმზ სმითსონის მიერ $500 000-ის გადახდის შემდეგ.
- 1893 : აუგსბურგში, რუდოლფ დიზელის პროტოტიპი პირველად გადის საკუთარი ძალით. ეს დღე საერთაშორისო ბიოდიზელის დღედ აღინიშნება.
- 1913 : ბულგარეთმა, რუმინეთმა, სერბეთმა, მონტენეგრომ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის ხელშეკრულებას. დამთავრდა მეორე ბალკანური ომი.
- 1920 : პირველი მსოფლიო ომი — ოსმალეთის სულთანი მეჰმედ VI-ს წარმომადგენლები ხელს აწერენ სევრის ხელშეკრულებას, რომლითაც დამარცხებული ოსმალეთის იმპერია მოკავშირეებმა გაიყვეს.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი — ამერიკული ძალები ამარცხებენ ბოლო იაპონურ გამაგრებას გუამში.
- 1990 : კოსმოსური ხომალდი მაგელანი პლანეტა ვენერას ატმოსფეროში შედის.
- 2003 : იური მალენჩენკო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსში იქორწინა.