From Wikipedia, the free encyclopedia
არნულფო არიას მადრიდი (ესპ. Arnulfo Arias Madrid; დ. 15 აგვისტო, 1901 — გ. 10 აგვისტო, 1988) — პანამელი პოლიტიკოსი, ექიმი, მწერალი და ქვეყნის პრეზიდენტი 1940-1941, 1949-1951 წლებში და 1968 წლის 1-11 ოქტომბერს[1]. იგი ცნობილია როგორც პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა 3-ჯერ თუმცა ვერცერთხელ ვერ დაასრულა დაკისრებული მოვალეობა. სამჯერვე დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად.
არნულფო არიასი | |
პანამის 21-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 1940 – 9 ოქტომბერი, 1941 | |
წინამორბედი | აუგუსტო სამუელ ბოიდი (მ/შ) |
მემკვიდრე | რიკარდო ადოლფო დე ლა გუარდია არანგო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ნოემბერი, 1949 – 9 მაისი, 1951 | |
წინამორბედი | რობერტო ფრანსისკო ჩიარი რემონი |
მემკვიდრე | ალსიბიადეს აროსემენა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 1968 – 11 ოქტომბერი, 1968 | |
დაბადებული | 15 აგვისტო, 1901 პენონომე, პანამა |
გარდაცვლილი | 10 აგვისტო, 1988 მაიამი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | პანამელების პარტია |
მეუღლე | ანა მატილდე ლინარესი (1927-1955) მირეია მოსკოსო (1964-1988) |
პროფესია | ექიმი, მწერალი. |
რელიგია | კათოლიკე |
დაიბადა კოკლეს პროვინციის დედაქალაქ პენენომეში. თავდაპირველად სწავლობდა მშობლიური ქალაქის საეკლესიო სკოლაში. შემდეგ სასწავლებლად გაემართა აშშ-ში, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტში შეისწავლა მედიცინა და ქირურგია. 1925 წელს დაბრუნდა პანამაში და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-პატრიოტულ პარტიას. 1931 წელს მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც დაამხეს ლიბერალი პრეზიდენტი ფლორენსიო არმოდიო აროსემენა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მომდევნო წლიდან პრეზიდენტი გახდა მისი ძმა არმოდიო არიას მადრიდი.
1940 წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და 1 ოქტომბერს დაიკავა თანამდებობა. იანვარში მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც დააკანონა ქალთა საარჩევნო უფლებები. ამავდროულად მისი მმართველობა ხასიათდებოდა მასშტაბური რეპრესიებით და დაპატიმრებებით, პანამელი ხალხის უფლებების დარღვევით. არიასის პირველი პრეზიდენტობა დასრულდა 1941 წლის ოქტომბერში მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით, რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა რიკარდო ადოლფო დე ლა გუარდია არანგო.
1948 წელსაც იყრიდა კენჭის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ წააგო. თუმცა ერთი წლის შემდეგ ეროვნულმა კრებამ იგი გამარჯვებულად გამოაცხადა და გადასცა ხელისუფლება. ქვეყანაში კვლავ აყვავდა კორუფცია და 1951 წელს იგი კვლავ დაამხეს. 1964 წელს კვლავ დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო 1968 წელს გაიმარჯვა და 1 ოქტომბერს დაიკავა კიდეც თანამდებობა. მან სრული კონტროლი დაამყარა პანამის პარლამენტზე და უზენაეს სასამართლოზე. მისი მესამე პრეზიდენტობა სულ 11 დღე გაგრძელდა. 11 ოქტომბერს არიასი დაამხეს. პრეზიდენტი გაიქცა პანამის არხის ზონაში.
რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა მაიამიში, აშშ. 1978 წელს დაბრუნდა პანამაში და 1984 წელს 83 წლის ასაკში კვლკავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ დამარცხდა. მიუხედავად ოფიციალური შედეგებისა, დამკვირვებლების აზრით გამარჯვებული ის იყო. ხელისუფლებაში მოვიდა მისი მოწინააღმდეგე ნიკოლას არდიტო ბარლეტა ვალიარინო. არიასი იძულებული გახდა კვლავ მაიამიში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1988 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.