![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Hermann_Fegelein.jpg/640px-Hermann_Fegelein.jpg&w=640&q=50)
ჰერმან ფეგელაინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანს გეორგ ოტო ჰერმან ფეგელაინი (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰერმან ფეგელაინი; 30 ოქტომბერი 1906 — 28 აპრილი 1945) — იყო სს-გრუპენფიურერი და ვაფენ-სს-ის გენერალ-ლეიტენანტი ნაცისტურ გერმანიაში. ის ადოლფ ჰიტლერის გარემოცვის წევრი და ევა ბრაუნის დის მარგარეტ ბრაუნის მეუღლე იყო. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ძალები პასუხისმგებელნი არიან 17,000 სამოქალაქო პირის სიკვდილში, რომლებიც 1941 წელს ბელორუსიის სსრ-ში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის პრიპიატის ჭაობების დროს დაიღუპნენ.
ჰერმან ფეგელაინი | |
---|---|
Hermann Fegelein | |
![]() ჰერმან ფეგელაინი როგორც სს-შტანდარტენფიურერი | |
ეროვნება |
![]() ![]() ![]() |
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1906 |
დაბადების ადგილი | ანსბახი, გერმანიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 28 აპრილი, 1945 (38 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი, მესამე რაიხი |
კუთვნილება |
![]() ![]() |
ჯარის სახეობა |
![]() სახმელეთო ჯარები სამხედრო კავალერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1925–1945 |
წოდება |
![]() |
მეთაურობდა |
<span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598კავალერიის დივიზია ფლორიან გაიერი" data-wikidata-claim-id="Q57676$6864A4FD-5D49-42C6-9BAA-ACE8FAF3A148">8th SS Cavalry Division Florian Geyer |
ბრძოლები/ომები |
|
ჯილდოები |
![]() ![]() ![]() |
კავშირი |
ვალდემარ ფეგელეინი (ძმა) მარგარეტ ბრაუნი (მეუღლე) ევა ბრაუნი (მეუღლის და) |
სამსახურიდან გადადგომა |
28 აპრილი, 1945 (მიზეზი: დახვრეტა) |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/08/Bundesarchiv_Bild_101III-Bueschel-056-13%2C_Wilhelm_Bittrich_und_Hermann_Fegelein.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_101III-Bueschel-056-13%2C_Wilhelm_Bittrich_und_Hermann_Fegelein.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0f/Bundesarchiv_Bild_121-1397%2C_Ritterkreuztr%C3%A4ger_Griese%2C_Fegelein%2C_Pannier.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_121-1397%2C_Ritterkreuztr%C3%A4ger_Griese%2C_Fegelein%2C_Pannier.jpg)
ისტორიკოსები უილიამ შირერი და იან კერშოუ მას ახასიათებენ, როგორც ცინიკურ და სამარცხვინო პიროვნებას.[1] გერმანელი არქიტექტორი, სახელმწიფო მოღვაწე და მესამე რაიხის შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერი ჰერმანს მოიხსენიებდა, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ადამიანი ჰიტლერის გარემოცვაში".[2] ჰერმან ფეგელეინი იყო ოპორტუნისტი, რომელიც ჰაინრიხ ჰიმლერისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, რათა მისიგან საუკეთესო დავალებები მიეღო და კარიერაშიც სწრაფი წინსვლა ჰქონოდა.