From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანგული ენა — ფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა[1]. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი[2]. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.
ფრანგული ენა français | |
გავრცელებულია | საფრანგეთი, მონაკო, ბელგია (ვალონია), შვეიცარია (რომანდია), კანადა (კვებეკი) იხილეთ სრულად |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 80 მლნ. (როგორც მშობლიური)
სულ 270 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი |
|
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (ფრანგული ვარიანტი) |
ენის კოდები | ISO 639-1: fr ISO 639-2: fre (B); fra (T) ISO 639-3: fra |
რუკა | |
ფრანგული ენის გავრცელების არეალი მსოფლიოში | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-fr}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ფრანგული ენა |
ფრანგული ენა განვითარდა ხალხური ლათინური ენიდან გალიის ტერიტორიაზე რომაელთა გალების დაპყრობის შემდეგ[1]. გალების ენიდან შემორჩენილია ზოგიერთი სიტყვა. უფრო მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეულები შემორჩა გერმანული ტომის - ფრანკების ენიდან, რომლებმაც დაიპყრეს გალია ახ. წ. V საუკუნეში და შეერივნენ ახალ მოსახლეობას[1]. გალური სუბსტრატისა და გერმანული სუპერსტრატის გავლენით აიხსნება ენის ფონეტიკური და გრამატიკული თავისებურება.
ფრანგული ენის ისტორია შემდეგ პერიოდებად დაიყოფა:
უძველესი წერილობითი ძეგლები VIII (რაიხენაუს გლოსები) საუკუნიდან არსებობს. პირველი გაბმული ტექსტი-842 („სტრასსბურგის ფიცი“, წმინდა „ევლალის ცხოვრება“). ახალი სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში ილ-დე-ფრანსის დიალექტის საფუძველზე (ცენტრი - პარიზი). XVI საუკუნეში შეიქმნა ეროვნული ფრანგული ენა, რომელმაც ოფიციალური სახელმწიფო საქმის წარმოებიდან განდევნა, როგორც ადგილობრივი დიალექტები, აგრეთვე ლათინური ენა[1]. შუა საუკუნეების ფართოდ გამოხატული დიალექტური საზღვრები თითქმის იშლება. კარგადაა შემონახული ჩრდილოური დიალექტები - პიკარდიული (ჩრდ. საფრანგეთი) და ვალონური (ბელგია). სხვა რეგიონებში იგი კილოკავებად იქცნენ.
XVII-XVIII საუკუნეებში ფრანგულ ენას საერთაშორისო ენის ფუნქცია დაეკისრა. XVII საუკუნეში დადგინდა სალიტერატურო ნორმა, რომელიც დღემდე ძირითადად უცვლელია.
ლექსიკამ ლიტერატურული ლათინურის ძლიერი გავლენა განიცადა. გვხვდება ბევრი ნასესხები სიტყვა ესპანური, ინგლისური, იტალიური ენებიდან. აგრეთვე ლათინური და ბერძნული სამეცნიერო ტერმინოლოგია. ფრანგული ენა შედგება 15 ხმოვანისა და 20 თანხმოვანი ფონემისაგან. ხმოვნებში განირჩევა ღია და დახურული e და o, ლაბიალიზებული œ, ø, y, ცხვირისმიერი /ɑ̃/, /ɛ̃/, /ɔ̃/ and /œ̃/.
ფრანგულ ენას აფრიკატები არ გააჩნია. ბევრია ასოთშერწყმა, რომელიც ერთ ბგერას გადმოგვცემს (eau-ო, ai-ე).
უმახვილო ხმოვნები რედუქციას არ ექვემდებარება, თანხმოვნები არ ყრუვდება. მახვილი მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე.
ოფიციალური ენა:
ანბანი ეფუძნება ლათინურ ანბანს. ხშირად გვხვდება დიაკრიტიკული ნიშნები.
ასო | სახელწოდება | ქართული შესატყვისი | ასო | სახელწოდება | ქართული შესატყვისი | |
---|---|---|---|---|---|---|
A, a | ɑ | ა | N, n | ɛn | ენ | |
B, b | be | ბე | O, o | o | ო | |
C, c | se | სე | P, p | pe | პე | |
D, d | de | დე | Q, q | ky | კჲუ | |
E, e | œ | ჲო | R, r | ɛʁ | ერ | |
F, f | ɛf | ეჶ | S, s | ɛs | ეს | |
G, g | ʒe | ჟე | T, t | te | ტე | |
H, h | aʃ | აშ | U, u | y | ჲუ | |
I, i | i | ი | V, v | ve | ვე | |
J, j | ʒi | ჟი | W, w | dubləve | დუბლ-ვე | |
K, k | kɑ | კა | X, x | iks | იქს | |
L, l | ɛl | ელ | Y, y | igʁɛk | იგრეკ | |
M, m | ɛm | ემ | Z, z | zɛd | ზედ |
ფრანგული რომანულ ენებს ემსგავსება. გრამატიკული წყობა ანალიზურია. სიტყვები არ იბრუნვის- ამ ფუნქციას სიტყვათა რიგი და წინდებულები; არსებით და ზედსართავს აქვს ორი რიცხვი, ორი სქესი(მდედრობითი და მამრობითი). ფრანგულში არის სიტყვათა სუბიექტურ-ზმნურ-ობიექტური მიმდევრობა. თუმცა შეიძლება შეიცვალოს.
ფრანგულ ენას აქვს არტიკლი, რომლის ფორმაცვალებადობაში, ისტორიული თვალსაზრისით, ლათინური ჩვენებითი ნაცვალსახელის გარკვეული განვითარება ჩანს.
არტიკლი სამგვარია:
ნაცვალსახელები ორი ტიპისაა:დამოკიდებული(je) და დამოუკიდებელი(moi).
ფრანგულში არის 3 ტიპის ზმნა. ზმნას აქვს პირის, რიცხვის, დროის, კილოს გვარისა და ზოგჯერ სქესის გრამატიკული კატეგორია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.