Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ფონეტიკა (ბერძ. phōnētikós, „ბგერითი“) — ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სამეტყველო ბგერებს.
სამეტყველო ბგერა შეისწავლება სამი თვალსაზრისით:
1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგად წარმოიქმნება მოცემული ბგერა;
2. აკუსტიკურად (ბერძნ. akustikós, „სმენითი“), ანუ ბგერი ფიზიკური თვისებების მიხედვით.
3. სმენითი შთაბეჭდილების, პერცეფციის (ლათ. perceptio, „აღქმა“) მიხედვით.
ადამიანის სამეტყველო ორგანოთა მიერ წარმოქმნილ ბგერათა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ნებისმიერი ანბანის სიმბოლოთა რაოდენობას. აქედან გამომდინარე ბევრ დამწერლობაში ერთი და იმავე სიმბოლოთი ხშირად სხვადასხვა ბგერებს აღნიშნავენ, მაგ. ინგლისურში „a“ სიმბოლოთი შეიძლება ხუთი სხვადასხვა ხმოვანი იყოს აღნიშნული. ამიტომ საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაციის მიერ აღიარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი, რაც გულისხმობს სამეტყველო ბგერების ფონეტიკურ ჩაწერას.
სამეტყველო ბგერებს მათი წარმოქმნის ანუ არტიკულაციის მიხედვით სწავლობს არტიკულაციური (არტიკულატორული) ფონეტიკა.
სამეტყველო ბგერა წარმოიქმნება ადამიანის სამეტყველო მექანიზმში ჰაერნაკადის შეფერხებითა და ცვლილებებით იმ ღრუში, რომელშიც იგი მიედინება. ბგერათწარმომქმნელი ანუ საფონაციო ჰაერნაკადი ამოიდევნება ფილტვებიდან დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის სასუნთქ მილს. |ხორხში, ხახაში, პირისა და/ან ცხვირის ღრუებში ამოსუნთქული ჰაერნაკადი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.
ზოგ შემთხვევაში ბგერათა წარმოქმნა ხდება ჰაერის არა ამოსუნთქვით, ექსპირაციით, არამედ შესუნთქვით, ინსპირაციით. იმის მიხედვით, თუ როგორ გაივლის ამოსუნთქული ჰაერნაკადი გზას ფილტვებიდან ბაგეებამდე ან ცხვირის ნესტოებამდე, გამოიყოფა ბგერათა არტიკულაციის შემდეგი ტიპები:
1. საარტიკულაციო ორგანოების ხშვის შედეგად ზესადგამი მილის (ე.ი. ხახა-ცხვირ-პირის ღრუების) ერთ-ერთ წერტილში ჰაერნაკადი სრულ დაბრკოლებას აწყდება, რასაც განხშვა, „სკდომა“ მოსდევს. ასე წარმოქმნილ ბგერებს ხშულები ანუ ხშულ-მსკდომები (ლათ. occlusivae) ეწოდება (მაგ. ქართ. ბ, გ, დ, პ, ტ, კ.)
2. ზესადგამი მილის ერთ-ერთ წერტილში ხდება არა სრული ხშვა, არამედ საარტიულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერ მიახლოება. მათ შორის რჩება სხვადასახვა ფორმის ნაპრალი, საიდანაც ჰაერნაკადი გამომდინარეობს. ასეთ ბგერებს ნაპრალოვნები, სპირანტები (ლათ. spirans „ამომსუნთქველი“) ანუ ფრიკანტები (ლათ. fricatio, „ხახუნი“) ეწოდება (მაგ. ქართ. ხ, ზ, შ, ჟ, ს, ღ).
3. პირის ღრუ დახშულია ენით, ჰაერნაკადი გამომდინარეობს ღრუს ერთ-ერთ ან ერთდროულად ორივე მხარეს. ასეთ ბგერებს გვერდითი ბგერებიანუ ლატერალები (ლათ. laterales) ეწოდება (მაგ. ქართ. ლ).
4. ჰაერნაკადი იწვევს ერთ-ერთი მოძრავი სამეტყველო ორგანოს თრთოლვას, ვიბრაციას. ასეთ ბგერებს მთრთოლი ბგერები ანუ ვიბრანტები ეწოდება (მაგ. ქართ. რ).
5. რბილი ხახა დაშვებულია, ჰაერნაკადი ნაწილობრივ გაივლის პირის ღრუში, ნაწილობრივ კი ცხვირის ღრუში. ასე წარმოიქმნება ცხვირისმიერი ბგერები ანუ ნაზალები (მაგ. ქართ. მ, ნ).
6. ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის პირისა და ცხვირის ღრუებს. პირის ღრუს ფორმა იცვლება ენისა და ბაგეების სხვადასხვა მოძრაობების შესაბამისად. ასე წარმოქმნილ ბგერებს ხმოვნები ანუ ვოკიდები (ლათ. vocales) ეწოდება (მაგ. ქართ. ა, ე, ი, ო, უ). დანარჩენი ტიპის ბგერები თანხმოვნებია ანუ კონტოიდები, კონსონანტები (ლათ. consonantes).
ერთნაირი რაგვარობის ბგერებს ჰომოგენური ბგერები ეწოდება, ხოლო სხვადასხვა რაგვარობის ბგერები ერთმანეთის მიმართ ჰეტეროგენულია.
პირისმიერი ანუ ორალური ბგერები წარმოიქმნება როცა ხახის ფარდა იმდენად არის აწეული, რომ ცხვირის ღრუ დახშულია და ჰაერნაკადი მხოლოდ პირის ღრუში მიედინება.
ნაზალური ბგერების წარმოქმნის დროს ჰაერნაკადის ნაწილს საშუალება ეძლევა გაიაროს ცხვირის ღრუ.
სახმო სიმების ვიბრაციის ქონა-არქონის მიხედვით განარჩევენ მჟღერ და ყრუ ბგერებს (მაგ. ქართ. ბ,დ,გ,ზ,ღ მჟღერი ბგერებია, ფ, თ, ქ, ს, ხ კი - ყრუ). ხმოვნები, როგორც წესი მჟღერია, თუმცა ზოგ ენაში ყრუ ხმოვნებიც არსებობს.
ცალკეული ბგერის წარმოთქმის პროცესში განირჩევა სამი ძირითადი მომენტი:
ხშულ თანხმოვანთა წარმოთქმისას განირჩევა შემდეგი სამი ფაზა:
ორ მეზობელ თანხმოვანს შეიძლება დაყოვნების ფაზა საერთო ჰქონდეთ. ასეთია ე.წ. ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსები ქართულში, მაგ. დგ, თქ და სხვ.
ექსპლოზიციის მიხედვით ხშულ თანხმოვნებში განასხვავებენ:
ბგერათა პროსოდიული (ლათ. prosōdía „მახვილი“) ანუ სუპრასეგმენტური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია:
აკუსტიკური ფონეტიკა შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის სამეტყველო ბგერების ფიზიკურ, აკუსტიკურ თვისებებს.
ისევე, როგორც ზოგადად ყველანაირი ბგერა, სამეტყველო ბგერაც ჰაერის ნაწილაკთა რხევითი მოძრაობაა. ბგერათა ის თავისებურებები, რომლებიც შეიძლება სმენით აღვიქვათ, სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
პერცეპტიული ფონეტიკა სწავლობს იმას, თუ როგორ აღიქმება სამეტყველო ბგერები ადამიანის სასმენი ორგანოების მიერ, აღწერს სასმენ აპარატს და ბგერათა დეკოდირებას.
პერცეპტიული ფონეტიკა ითვალისწინებს იმასაც, რომ ბგერითი მეტყველების აღქმის პროცესში ადამიანები ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ გამონათქვამების აკუსტიკური მახასიათებლებიდან, არამედ ასევე ენობრივი კონტექსტიდან და საკომუნიკაციო სიტუაციიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.