რუსეთის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის ისტორია იწყება აღმოსავლეთის სლავებიდან. პირველი აღმოსავლეთ სლავური გაერთიანება იყო, კიევის რუსეთი, სწორედ ამ პერიოდში 988 წელს ბიზანტიის იმპერიიდან კიევის რუსეთში გავრცელდა ქრისტიანობა.[1] რუსული კულტურის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა.[2] კიევის რუსეთის დასუსტების შემდეგ, წარმოიქმნა სამთავროები, ამ პერიოდში აღმოსავლეთ აზიაში ძლიერდება მონღოლეთი, რომელიც ახორციელებს დაპყრობით ომებს. მონღოლების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა სრულიად რუსეთი.
რუსეთის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
ვოლგა ბულგარეთი | |
ხაზარეთი | |
ძველი სლავები | |
კიევის რუსეთი | |
რუსეთის სამთავროები | |
ნოვგოროდის რესპუბლიკა | |
ვლადიმერის სამთავრო | |
მონღოლების შეჭრა | |
მონღოლების უღელი | |
ლიტვის დიდი სამთავრო | |
მოსკოვის დიდი სამთავრო | |
რუსეთის სამეფო | |
რუსეთის იმპერია | |
დროებითი მთავრობა | |
საბჭოთა რუსეთი | |
საბჭოთა კავშირი | |
რუსეთის ფედერაცია | |
ხ • გ • რ |
XIII საუკუნის დასაწყისისთვის, მოსკოვი თანდათანობით ძლიერდება და მთავარი კულტურული ცენტრი ხდება.[2] ახლად შექმნილი მოსკოვის დიდი სამთავრო უკვე მოგვიანებით სამეფოდ, ხოლო პეტრე I დიდის დროს იმპერიად ცხადდება. რუსეთის იმპერიის ტერიტორიები სულ უფრო იზედებოდა. რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო პოლონეთი, ხოლო აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. ექსპანსია ასევე ხორციელდებოდა იმპერიის სამხრეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მრავალი ერი მოექცა, ამ ტერიტორიებზე ხშირდა იმართებოდა აჯანყებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მათგან აღსანიშნავია 1832 წლის პოლონეთის აჯანყება. რუსეთი თავისი განვითარებით კვლავ ბატონყმურ ქვეყნად რჩებოდა, 1861 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის დადგენილებით გლეხები ბატონყმური უღლისგან გათავისუფლდნენ. 1905 წელს დაწყებული აჯანყების ჩახშობის მიზნით, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოიწვია პირველი დუმა, თუმცა აჯანყება როგორც კი დასრულდა მეფემ ის დაითხოვა. 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომში რუსეთი ჩაერთო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო 1914 წელს განხორციელდა სტოლიპინის აგრარული რეფორმა.
1917 წელს რუსეთში რევოლუცია დაიწყო, რევოლუციაში მონაწილე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. ქვეყანაში ბოლშევიკებს დამკვიდრება გაუჭირდათ, რის გამოც რუსეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომის დროს ბოლშევიკებმა სიცოცხლეს გამოასალმეს იმპერატორი ნიკოლოზი და მისი ოჯახის წევრები. 1922 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რომელმაც 1991 წლამდე იარსება. რუსეთი შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. 1920 წლისათვის საბჭოთა კავშირის სათავეში ექცევა იოსებ სტალინი, სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგა. სტალინის მმართველობის ოცდაათწლიან დროს უწოდებენ "სტალინის ერას". 1980-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დაღმასვლის გზაზე დადგა. დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებით. 1991 წლის აგვისტოში მოეწყო ამბოხება. რომელიც ისტორიაში აგვისტოს პუტჩის სახელით არის ცნობილი. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ს დაშლის პროცესი. მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა. 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ფედერაციულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი. რუსეთისთვის ეს პირველი წლები საკმაოდ მძიმე იყო, მისი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რუსეთის ფედერაცია შევიდა 1992 წელს ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ პერიოდში რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა, 1994 წელს დაიწყო ჩეჩნეთ-რუსეთის ომი, ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა. 1999 წელს კვლავ დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელშიც კვლავ რუსეთმა გაიმარჯვა. რუსეთის ეკონომიკა აღმასვლის გზაზე დადგა, რამაც ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.