სახელმწიფო დუმა (რუს. Госуда́рственная ду́ма) — რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ქვედა პალატა; ზედა პალატას წარმოადგენს რუსეთის ფედერალური საბჭო. დუმის შენობა მდებარეობს მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედნიდან რამდენიმე მეტრში. მის წევრებს დეპუტატებს უწოდებენ. სახელმწიფო დუმამ ჩაანაცვლა რუსეთის უმაღლესი კრება, მას შემდეგ, რაც 1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისის გამო, ბორის ელცინმა ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა, რომელიც საყოველთაო რეფერენდუმით დამტკიცდა.
სახელმწიფო დუმა Госуда́рственная ду́ма | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ქვედა პალატა |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე |
სერგეი ნარიშკინი, ერთიანი რუსეთი 2011-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 450 |
პოლიტიკური ჯგუფები |
ერთიანი რუსეთი (238) კომუნისტური პარტია (92) სამართლიანი რუსეთი (64) ლდპრ (56) |
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა |
პროპორციული შერეულშევრებიანი პროპორციულ-მაჟორიტარული |
ბოლო არჩევნები | 4 დეკემბერი, 2011 |
სხდომების ადგილი | |
სახელმწიფო დუმის შენობა მანეჟის მოედანი მოსკოვი | |
საიტი | |
http://www.duma.gov.ru/ www.duma.gov.ru] |
ისტორია
სახელმწიფო დუმა ჩამოყალიბდა 1906 წელს და ის რუსეთის პირველი არჩეული პარლამენტი იყო. მეფე ნიკოლოზ II-ის პირველი ორი მცდელობა, ის აქტიური გაეხადა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ყოველი დუმა შეკრებიდან რამდენიმე თვეში იშლებოდა. 1907 წლის საარჩევნო რეფორმის შემდეგ, ამავე წლის ნოემბერში, აირჩიეს მესამე დუმა, რომელიც ძირითადად ზედა კლასის წევრებისგან შედგებოდა, რადიკალური შეხედულებების ადამიანები კი დუმაში ვეღარ მოხვდნენ. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დაარსებული დუმა რუსეთის ავტოკრატიულ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მაუწყებელი იყო. გარდა ამისა, შემდეგში დუმამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ისტორიაში, რადგან ის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთში ავტოკრატიას ბოლო მოუღო.
1993 წლის დეკემბერში, ელცინის მხარდამჭერმა პარტიებმა არჩევნებში დუმის 175 ადგილი მოიპოვეს, მოწინააღმდეგე მემარცხენე ბლოკმა კი 125 ადგილი.
1990-იანი წლების მეორე ნახევარში, დუმა რეგიონული ლიდერებისა და ბიზნესმენების მხრიდან ლობირების საგანი გახდა, რადგან ისინი საგადასახადო ცვლილებებსა და საკანონმდებლო მფარველობას ელოდნენ.
2000-იანი წლების დასაწყისში, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, სახელმწიფო დუმის წარმმართველი ძალები იყვნენ პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტია „ერთობა“ და რუსეთის კომუნისტური პარტია.
უფლებამოსილებები
რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო დუმას გააჩნია სპეციალური უფლებამოსილებები:
- თანხმობა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე;
- რუსეთის მთავრობის მუშაობის შედეგების ყოველწლიური მოსმენა;
- რუსეთის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
- რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის დანიშვნა და გათავისუფლება;
- ბუღალტერთა პალატის თავმჯდომარისა და აუდიტორთა რაოდენობის ნახევრის დანიშვნა და გათავისუფლება;
- რუსეთის სახალხო დამცველის დანიშვნა და გათავისუფლება;
- ამნისტიის გამოცხადება;
- რუსეთის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება (მოითხოვს წევრთა ორ-მესამედს).
რუსეთის დუმას შეუძლია დეკრეტების გამოცემა.
მიმდინარე შემადგენლობა
ფრაქცია | ლიდერი | დეპუტატთა რაოდენობა | ხმები არჩევნებზე |
---|---|---|---|
ერთიანი რუსეთი | ვლადიმერ პუტინი | 238 | 49.5% |
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია | გენადი ზიუგანოვი | 92 | 19.2% |
სამართლიანი რუსეთი | სერგეი მირონოვი | 64 | 13.2% |
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია | ვლადიმერ ჟირინოვსკი | 56 | 11.7% |
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.