არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
რენე ორლანდო ჰაუსმანი (ესპ. René Orlando Houseman; დ. 19 ივლისი, 1952, ლა-ბანდა, სანტიაგო-დელ-ესტეროს პროვინცია, არგენტინა — გ. 22 მარტი, 2018, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რენე ორლანდო ჰაუსმანი | ||
დაბადების თარიღი | 19 ივლისი, 1953 | ||
დაბადების ადგილი |
ლა-ბანდა, სანტიაგო-დელ-ესტერო, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 22 მარტი, 2018 (64 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 165 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1972 | დეფენსორესი | 38 | (16) |
1973–1981 | ურაკანი | 266 | (108) |
1981 | რივერ პლეიტი | 12 | (1) |
1982 | კოლო-კოლო | 18 | (3) |
1983 | ამაზულუ | 12 | (7) |
1984 | ინდეპენდიენტე | 3 | (0) |
1985 | ექსკურსიონისტასი | 1 | (0) |
სულ | 350 | (135) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1973–1979 | არგენტინა | 56 | (12) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
ჰაუსმანი საფეხბურთო კარიერას 1971 წელს — არგენტინულ კლუბ „დეფენსორეს დე ბელგრანოში“ იწყებს. 1973 წლიდან ბუენოს-აირესის „ურაკანში“ გამოდის, სადაც 1981 წლამდე თამაშობს. „ურაკანთან“ ერთად 1973 წელს მეტროპოლიტანოს ჩემპიონი ხდება.[3] მის შემადგენლობაში არგენტინის ჩემპიონატის 266 შეხვედრაში 108 გოლი გააქვს. 1981 წელს ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ გადადის, სადაც ჩემპიონატის მხოლოდ 12 შეხვედრაში გამოდის და ერთი გოლი გააქვს. 1982 წლიდან ჩილეს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სანტიაგოს „კოლო-კოლოს“ რიგებშია. აქ იგი ჩილეს ჩემპიონატის 18 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. 1983 წელს სამხრეთ აფრიკული კლუბის დურბანის „ამაზულუს“ შემადგენლობაშია. 1984 წელს კვლავ სამშობლოში ბრუნდება და აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ უერთდება, სადაც მხოლოდ სამ მატჩში იღებს მონაწილეობას. სათამაშო კარიერას 1985 წელს ასრულებს. მისი ბოლო კლუბი ნაკლებად ცნობილი ბელგრანოს „ექსკურსიონისტასია“, რომლის შემადგენლობაშიც იგი მხოლოდ ერთ მატჩს თამაშობს.
№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | დეფენსორესი (ესპ. Club Atlético Defensores de Belgrano) | არგენტინა | 1971–1972 | [4] |
2 | ურაკანი (ესპ. Club Atlético Huracán) | არგენტინა | 1973–1981 | [5] |
3 | რივერ პლეიტი (ესპ. Club Atlético River Plate) | არგენტინა | 1981 | [6] |
4 | კოლო-კოლო (ესპ. Club Social y Deportivo Colo-Colo) | ჩილე | 1982 | [7] |
5 | ამაზულუ (ინგლ. AmaZulu Football Club) | სარ | 1983 | [8] |
6 | ინდეპენდიენტე (ესპ. Club Atlético Independiente) | არგენტინა | 1984 | [9] |
7 | ექსკურსიონისტასი (ესპ. Club Atlético Excursionistas) | არგენტინა | 1985 | [10] |
1973–1979 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 56 შეხვედრა ჩაატარა,[11][12][13] რომლის მაისურით პირველად 1973 წლის 17 მაისს, ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ლიპტონის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: დანიელ კარნევალე, ენრიკე ვოლფი, კარლოს ბაბინგტონი, მიგელ ანხელ ბრინდისი, რობერტო ტელჩი, რუბენ აიალა, ხორხე ალბერტო ბუსო, კარლოს ალფრედო გუერინი, უგო ოსვალდო პენა, ანტონიო როსლი და რენე ჰაუსმანი. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1979 წლის 25 ივნისს, მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.
კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი (1) | საერთ(4) | ჯამში(5) | წყარო[77] | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | გპმ(6) | |||||||
დეფენსორეს დე ბელგრანო | |||||||||||||||
2.ª | 1971 | 8 | 1 | - | - | - | - | 8 | 1 | 0,12 | |||||
3.ª | 1972 | 30 | 15 | - | - | - | - | 30 | 15 | 0,50 | |||||
ჯამში | 38 | 16 | 0 | 0 | 0 | 0 | 38 | 16 | 0,42 | ||||||
ურაკანი | |||||||||||||||
1.ª | M-1973 | 26 | 10 | - | - | - | - | 26 | 10 | 0,38 | |||||
N-1973 | 14 | 3 | - | - | - | - | 14 | 3 | 0,21 | ||||||
M-1974 | 8 | 2 | - | - | 11 | 1 | 19 | 3 | 0,15 | ||||||
N-1974 | 12 | 4 | - | - | - | - | 12 | 4 | 0,33 | ||||||
M-1975 | 35 | 12 | - | - | - | - | 35 | 12 | 0,34 | ||||||
N-1975 | 15 | 9 | - | - | - | - | 15 | 9 | 0,60 | ||||||
M-1976 | 19 | 7 | - | - | - | - | 19 | 7 | 0,36 | ||||||
N-1976 | 19 | 8 | - | - | - | - | 19 | 8 | 0,42 | ||||||
M-1977 | 35 | 18 | - | - | - | - | 35 | 18 | 0,51 | ||||||
N-1977 | 10 | 10 | - | - | - | - | 10 | 10 | 1,00 | ||||||
M-1978 | 16 | 8 | - | - | - | - | 16 | 8 | 0,50 | ||||||
N-1978 | 9 | 6 | - | - | - | - | 9 | 6 | 0,67 | ||||||
M-1979 | 8 | 4 | - | - | - | - | 8 | 4 | 0,50 | ||||||
N-1979 | 5 | 1 | - | - | - | - | 5 | 1 | 0,20 | ||||||
M-1980 | 10 | 3 | - | - | - | - | 10 | 3 | 0,30 | ||||||
N-1980 | 9 | 2 | - | - | - | - | 9 | 2 | 0,22 | ||||||
N-1981 | 11 | 1 | - | - | - | - | 11 | 1 | 0,09 | ||||||
N-1983 | 5 | 0 | - | - | - | - | 5 | 0 | 0,00 | ||||||
ჯამში | 266 | 108 | 0 | 0 | 11 | 1 | 277 | 109 | 0,39 | ||||||
რივერ პლეიტი | |||||||||||||||
1.ª | M-1981 | 12 | 1 | - | - | 3 | 0 | 15 | 1 | 0,06 | |||||
ჯამში | 12 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | 15 | 1 | 0,06 | ||||||
კოლო-კოლო | |||||||||||||||
1.ª | 1982 | 18 | 3 | 13 | 3 | 1 | 0 | 32 | 6 | 0,18 | |||||
ჯამში | 18 | 3 | 13 | 3 | 1 | 0 | 32 | 6 | 0,18 | ||||||
ამაზულუ | |||||||||||||||
1.ª | 1983 | 12 | 7 | - | - | - | - | 12 | 7 | 0,58 | |||||
ჯამში | 12 | 7 | 0 | 0 | 0 | 0 | 12 | 7 | 0,58 | ||||||
ინდეპენდიენტე | |||||||||||||||
1.ª | N-1984 | 3 | 0 | - | - | 1 | 0 | 4 | 0 | 0,00 | |||||
ჯამში | 3 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 4 | 0 | 0,00 | ||||||
ექსკურსიონისტასი | |||||||||||||||
3.ª | 1985 | 1 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | 0,00 | |||||
ჯამში | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0,00 | ||||||
სულ ჯამში | 350 | 135 | 13 | 3 | 16 | 1 | 379 | 139 | 0,37 | ||||||
(1) ჩილეს თასის (1982) მონაცემების ჩათვლით..
(2) ლიბერტადორესის თასის (1974, 1981, 1982, 1984) მონაცემების ჩათვლით..
(3) არ მოიცავს ამხანაგურ მატჩებში გატანილ გოლებს. |
ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | მუნდიალი | ატლანტიკის თასი | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1973 | 0 | 0 | - | - | - | - | 3 | 0 | 3 | 0 |
1974 | 5 | 1 | 6 | 3 | - | - | - | - | 11 | 4 | |
1975 | 0 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | 1 | 0 | |
1976 | 6 | 2 | - | - | 6 | 1 | 1 | 0 | 13 | 3 | |
1977 | 7 | 1 | - | - | - | - | 2 | 0 | 9 | 1 | |
1978 | 5 | 0 | 6 | 1 | - | - | 2 | 2 | 13 | 3 | |
1979 | 6 | 1 | - | - | - | - | - | - | 6 | 1 | |
სულ ჯამში | 29 | 5 | 12 | 4 | 6 | 1 | 9 | 2 | 56 | 12 | |
ჰაუსმანმა მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.[78][79][80]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1974 | გერმანია | 11 | თავდამსხმელი | 6 | 3 | 1 | 2 | 3 | |
1978 | არგენტინა | 9 | ნახევარმცველი | 6 | 1 | 5 | 0 | 1 |
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFA · FBref.com · FIFA · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · FootballPlayers.ru · Futbol Factory · National Football Teams · Scribd · TCDb · Transfermarkt · WorldFootball.net |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.