წლის მეათე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia
ოქტომბერი (ლათ. October) — გრიგორიანული კალენდრის მეათე თვე. ოქტომბერში 31დღე-ღამეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem — რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — სთვლისა, ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.
ოქტომბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ოქტომბრის ზოდიაქოს ნიშნებია სასწორი და ღრიანკალი. ოქტომბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც იანვარი, გარდა ნაკიანი წლისა.
კორნელი კეკელიძე სთვლისას 5 სექტემბერი — 4 ოქტომბრით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „სთულისაჲ“ (თთუე) არის წმიდა ქართული სახელი იმ თვისა, რომელშიც ადგილი ჰქონდა სთველს ან რთველს, ეს იგი ნაყოფის შეგროვებას. იგი მნიშვნელობით იგივეა რაც სომხური „ქაღოც“.
„ესრეთ აღესრულნეს ბევრნი იგი თთუესა სთულისასა ოცდახუთსა, დღესა შაბათსა[3].“ |
„კალისტრატე და მისთანანი იწამნეს თთუესა სთულისასა ოცსა[4].“ |
„და აღესრულა ოცდაექუსსა სთულისასა წმიდაჲ იგი რიფსიმე[5].“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.