მადაგასკარული ყანჩა
From Wikipedia, the free encyclopedia
მადაგასკარული ყანჩა (ლათ. Ardea humbloti) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. ლათინური სახელი ეწოდა ფრანგი ბოტანიკოსის, ლეონ უმბლოს (1852—1914) პატივსაცემად. მადაგასკარული ყანჩა სიმაღლეში 90 სმ-მდე აღწევს. შეფერილია ფიქალისფერ-ნაცრისფრად. ბუდობს მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე, უპირატესად მის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროზე, აგრეთვე ტბა ალაოტრას ნაპირებზე. შემჩნეულია კომორის კუნძულებზე მაიოტასა და ალდაბრაზე. ბინადრობს ნოტიო რეგიონებსა და მანგროს ტყეებში. სახეობის სრული პოპულაცია 1000-დან 3000-მდე ინდივიდს შეადგენს. იმყოფება გადაშენების საფრთხის ქვეშ, რის მიზეზიც ერთის მხრივ ადგილობრივების ნადირობა და მეორეს მხრივ ჰაბიტატის განადგურებაა (ხეების ჭრა და ჭაობების შრობა).
სწრაფი ფაქტები მადაგასკარული ყანჩა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მადაგასკარული ყანჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ardea humbloti (Grandidier & Milne-Edwards, 1885) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 22697012 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა