კომორის არქიპელაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
კომორის არქიპელაგი (შიკომორი Komori; არაბ. جزر القمر, ფრანგ. Les Comores) — ვულკანური წარმოშობის არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარსა და აფრიკის მატერიკს შორის. ფართობი — 2235 კმ². მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლისთვის შეადგენს 1 018 738 ადამიანს; უპირატესად ანტალოატრას (კომორელები) ხალხი.
ეს სტატია არქიპელაგის შესახებაა. ქვეყნისათვის, იხილეთ კომორის კუნძულების კავშირი. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ კომორის კუნძულები (მრავალმნიშვნელოვანი) |
სწრაფი ფაქტები გეოგრაფია, მდებარეობა ...
მშობ. სახელი: შიკომორი Komori არაბ. جزر القمر ფრანგ. Les Comores | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 12°08′24″ ს. გ. 44°15′00″ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 33 |
მთავარი კუნძული | ნგაზიჯა |
ფართობი | 2235 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2361 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 018 738 (2015) |
სიმჭიდროვე | 455,81 ად. /კმ² |
დახურვა
კუნძულები ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნძუანი (ანჟუანი), მვალი (მოჰელი), რიფი ვაიე და მთელი რიგი სხვა კუნძულები და რიფები შეადგენენ კომორის კუნძულების კავშირს. კუნძულები მაიოტა (მაორე), პამანზი, მზამბორო და სხვები შეადგენენ საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას, რომელზეც დამოუკიდებლობის მიღებიდანვე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.