![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c6/Indian_Ocean_laea_relief_location_map.jpg/640px-Indian_Ocean_laea_relief_location_map.jpg&w=640&q=50)
მადაგასკარი (კუნძული)
From Wikipedia, the free encyclopedia
მადაგასკარი (მალაგასიური — Madagasikara) — ინდოეთის ოკეანეში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული, რომელიც კონტინენტისგან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით. კლიმატი ტროპიკული. კუნძულის უკიდურეს სამხრეთს ხშირად მიაკუთვნებენ სუბტროპიკულ სარტყლებს.
მშობ. სახელი: მალაგასიური — Madagasikara | |
---|---|
![]() | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 19°20′00″ ს. გ. 47°04′00″ ა. გ. |
ფართობი | 587 041 კმ² |
სიგრძე | 1600 კმ |
სიგანე | 600 კმ |
უმაღლესი წერტილი | 2876 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 21 842 167 ად. (2013) |
სიმჭიდროვე | 37,21 ად. /კმ² |
კუნძულის სიგრძეა — დაახლოებით 1600 კმ, სიგანე — 600 კმ-ზე მეტი, ფართობი — 587 040 კმ². კუნძულზე მდებარეობს სახელმწიფო მადაგასკარი (დედაქალაქი ანტანანარივუ).
კუნძულის უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი მარუმუკუტრუ (2876 მეტრი), რომელიც მდებარეობს ცარატანანას მთიან მასივში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუნძულის ცენტრალური ნაწილი უკავია ანჯაფის მაღალმთიან პლატოს.
ხუთი მთის ჯაჭვი 2600 მეტრ სიმაღლემდე, მდიდარია მინერალებით და მეტალებით: ოქრო, სპილენძი, რკინა; ფართე სანაპირო დაბლობები ჭაობიანია, ნაწილობრივ საკმაოდ ნაყოფიერია.
მიუხედავად იმისა, რომ მადაგასკარი აფრიკასთან ახლოს იმყოფება, კუნძულის ფლორა და ფაუნა უნიკალურია — ის მოიცავს მსოფლიოს ცხოველების და მცენარეულობის სახეობების 5 %-ს, რისი 80 % არსებობს მხოლოდ მადაგასკარზე. მათგან ყველაზე ცნობილებია ლემურისებრნი. სახეობათა უმრავლესობა — ენდემებია. ამის გამო მადაგასკარს ხშირად ეძახიან «პატარა კონტინენტს».