From Wikipedia, the free encyclopedia
მალაგასიური ენა (მალაგ. Malagasy, ფრანგ. langue malgache) — მადაგასკარის რესპუბლიკის ოფიციალური ენა. განეკუთვნება მალაიურ-პოლინეზიური ენების ინდონეზიურ შტოს. ამ ენაზე ლაპარაკობს 18 მლნ-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებულია აგრეთვე კომორის და სენტ-მარის კუნძულებზე. მალაგასიურ ენაში თანხმოვანთა თავშეყრა არ შეინიშნება, არსებითი სახელი რიცხვის, ბრუნვისა და სქესის მიხედვით უცვლელია. ჭარბადაა ნასესხები სიტყვები. ენის ჩამოყალიბება დაიწყო XIX საუკუნის II ნახევრიდან. დამწერლობა შეიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში; ემყარება ლათინურ გრაფიკას.
მალაგასიური ენა მალაგ. Fiteny malagasy | |
გავრცელებულია | მადაგასკარი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 18 მლნ.-ზე მეტი (2007) |
ოფიციალური სტატუსი | მადაგასკარი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | მალაიურ-პოლინეზიური ენების, ინდონეზიური შტო |
დამწერლობის სისტემა | ემყარება ლათინურს |
ენის კოდები | 1: ISO 639-1 — mg 2: ISO 639-2 — mlg (B) mlg (T) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.