From Wikipedia, the free encyclopedia
ალდაბრა (ინგლ. Aldabra, ფრანგ. Aldabra) — მსოფლიოს მეორე უდიდესი მარჯნის ატოლი, მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ალდაბრის კუნძულების ჯგუფში, წარმოადგენს სეიშელის კუნძულების კუთვნილებას. დაუსახლებელი და ექსტრემალურად იზოლირებული ალდაბრა ადამიანთაგან ფაქტობრივად ხელშეუხებელია. შესვლა ამ უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში მკაცრად კონტროლდება. მას გააჩნია განსხხვავებული, კუნძულის ფაუნა, რომელიც მოიცავს ალდაბრის გიგანტურ კუებს. 1982 წლიდან ატოლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ბუნების უნიკალური ძეგლი.
ატოლი ალდაბრა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
NASA-ს ფოტო | |
ქვეყანა | სეიშელის კუნძულები |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 9°24′00″ ს. გ. 46°22′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) |
ნომერი | 185 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 185 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სიდიდით მეორე ატოლია მსოფლიოში კირიბატიში არსებულ შობის კუნძულის (ანუ კირიტიმატი) შემდეგ. მისი ზომების: 34 კმ სიგრძეში და 14,5 კმ სიგანეში, სიმაღლე 8 მეტრამდე ზღვის დონიდან. ლაგუნის ფართობია — 224 კმ².
ატოლი შედგება შემდეგი ძირითადი კუნძულებისაგან:
ალდაბრა პირველად 1511 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა მოინახულეს. ის ბევრად ადრე იყო ცნობილი არაბებისთვის, რომლებისგანაც მან თავის სახელი მიიღო. XVIII საუკუნის შუა წლებში, კუნძულთა ჯგუფი საფრანგეთის რეიუნიონის კოლონიის შემადგენლობაში შევიდა, საიდანაც გიგანტური კუების დასაჭერად ექსპედიციები ეწყობოდა.
1810 წელს, მავრიკი, რეიუნიონი, სეიშელები და სხვა კუნძულები დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში შევიდა. შემდგომში რეიუნიონი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა, ალდაბრა კი სეიშელის სხვა კუნძულებთან ერთად მავრიკის შემადგენლობაში დარჩა. კუნძულის წინა მოსახლეობას სეიშელელი ემიგრანტები წარმოადგენდნენ. დიდი ხნის განმავლობაში სეიშელის კუნძულებს მეკობრეები განაგებდნენ. XIX საუკუნეში აქ მეზღვაურები ჩერდებოდნენ და კუებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ, რომლებსაც ისინი საკვებად იყენებდნენ. 1842 წელს, ორი გემი იუწყებოდა, რომ მათ 1200 კუ დაიჭირეს. 1900 წლისთვის ისინი გაქრობის პირას მივიდნენ და ხშირად ეკიპაჟს ერთი კუს საპოვნელად სამი დღე სჭირდებოდა.[1]
1965 წლიდან ატოლი ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიებს მიეკუთვნებოდა, 1976 წელს კი ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში შევიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.