From Wikipedia, the free encyclopedia
ალაოტრა (ფრანგ. Lac Alaotra) — მადაგასკარის უდიდესი ტბა.[1] მდებარეობს ტუამასინის პროვინციაში, ჩრდილო-ცენტრალურ პლატოზე, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე. მისი აუზი შედგება წყალმარჩხი მტკნარწყლიანი ტბებისა და მარშებისაგან, რომლებიც გარშემორტყმულია ხშირი მცენარეულობით. ბრინჯის მოყვანის მნიშვნელოვანი ცენტრია. ქმნის ველური ბუნების მდიდარ ჰაბიტატს, რომელიც შეიცავს ზოგიერთ იშვიათ და საფრთხეში მყოფ სახეობებს და აგრეთვე მნიშვნელოვან თევზსაჭერ მიწა-წყლებს. ტბა და მის მიდამოებში არსებული ვეტლენდების ფართობია 7,223 კმ², რომელშიც გაერთიანებულია ჰაბიტატის გავრცელების ადგილები, ღია წყალი, ლია, მარშები და ბრინჯის მდელოები. საკუთრივ ტბის ფართობი 900 კმ² უდრის, მაქსიმალური სიღრმე 1,5 მ. 2003 წლის თებერვალში გამოცხადდა საერთაშორისო მნიშვნელობის ვეტლენდად რამსარის კონვენციის ფარგლებში.[2]
ალაოტრა | |
---|---|
ალაოტრის კოსმოსური ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 17°05′ ს. გ. 48°05′ ა. გ. | |
მდებარეობა | მადაგასკარი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 750 მ |
ფართობი | 900 კმ² |
მოცულობა | დაახლ. 0.945 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 0.60 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1.5 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ამბატო |
გამომდინარე მდინარე | ამბატო |
თევზის სახეობა Oreochromis macrochir ალაოტრაში ინტროდუცირებული იქნა კონტინენტური ნაწილიდან 1954 წელს და მალევე გავრცელდა. ტბის ირგვლივ არსებული ბორცვები უწინ ტყეებით იყო შემოსილი, რომელიც შემდეგ სამეურნეო ფართების მიზნით გაასუფთავეს. ბორცვების ფერდობებზე მიმდინარე ეროზიული პროცესები იწვევს სედიმენტაციას, რომელიც მალევე ხდება გაქრობადი. მშრალ სეზონში ტბის სიღრმე მხოლოდ 60 სმ-ია.[3]
მეტი ბრინჯის მდელოების შესაქმნელად ადგილობრივებმა ტბის ირგვლივ არსებული ლიები დაწვეს. სწორედ ამ ადგილებში ბინადრობს ენდემური ალაოტრის ბაბმუკის ლემური (ლათ. Hapalemur alaotrensis), რომელიც გავრცელებულია 220 კმ² ფართობზე ლიებში და ბოლო წლებში მათი პოპულაცია შემცირდა 60%-ით, 7500 ინდივიდიდან 3000-მდე, რაც განპირობებული იყო ჰაბიტატის დაკარგვითა და აგრეთვე ნადირობით.[2]
ბევრია წყლის ფრინველი, რომელთაგან აღსანიშნავია საფრთხეში მყოფი მადაგასკარული გარეული იხვი (ლათ. Anas melleri), მადაგასკარული ყვინთია (ლათ. Aythya innotata) და აწ გადაშენებული ალაოტრის მურტალა (ლათ. Tachybaptus rufolavatus).[2]
ალაოტრის ტბაზე გაედინება მდინარე ამბატო, რომელიც ერთვის ინდოეთის ოკეანეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.