From Wikipedia, the free encyclopedia
მანგროს ტყეები (ინგლ. mangrove) — ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე ტყეები ტალღებისაგან დაცულ ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით. მანგროს ტყეების ხეებს აქვს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ოჩოფეხა ფესვები (რითაც ჩამაგრებულია ლამში) და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვები — პნევმატოფორები (რომელიც ჟანგბადით ამარაგებს მას). ნაყოფს ჰაერის შემცველი ქსოვილის წყალობით შეუძლია დიდხანს იტივტივოს წყალზე. სახეობრივი შემადგენლობით მანგროს ტყეები ღარიბია. უმეტესად შედგება Rhizophora-ს, Avicennia-ს, Aegicera-ს, Sonneratia-ს, Bruguiera-ს გვარის სახეობებისაგან. გვხვდება ეპიფიტები (უმეტესად ლუიზიანური ხავსი). მანგროს ტყეები თანდათანობით გადადის მატერიკულ ტენიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც უკვე იზრდება პალმები. მანგროს ტყეები ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე, აგრეთვე ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე სამხრეთ კალიფორნიიდან ჩრდილოეთი განედის 4°-მდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.