სამხრეთი აზია
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, მოიცავს ინდოსტანის ნახევარკუნძულს და მიმდებარე კუნძულებს, ინდო-განგის ველს და მის მთიან ზოლს. ფართობი დაახლოებით 5,1 მლნ კვ.კმ. გავრცელებულია ტროპიკული ტყეები, სავანები, დასავლეთ ნაწილში — უდაბნოები. მოსახლეობა მისდევს ტროპიკულ მიწათმოქმედებას, ძირითადად დაბლობებზე. სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე განლაგებულია სახელმწიფოები: ბანგლადეში, ბჰუტანი, ინდოეთი, მალდივის კუნძულები, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა. ხანდახან სამხრეთ აზიის შემადგენლობაში შეჰყავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.