ვლადიმერ გურგენიძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადიმერ (ლადო) გურგენიძე (დ. 17 დეკემბერი, 1971) — ბანკირი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე. 2006 წლიდან საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[1] 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია „Liberty Investments“, რომლის ძირითადი მიზანია ინვესტიციების განხორციელება ფინანსური მომსახურების კომპანიებში ისეთ ქვეყნებში, სადაც არის კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, დაბალი გადასახადები და თავისუფალი ეკონომიკა. 2009 წლის სექტემბერშივე „Liberty Investments“-მა შეიძინა „ლიბერთი ბანკის“ (ყოფილი „სახალხო ბანკი“) აქციების 91.2%. „ლიბერთი ბანკს“ აქვს ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი და ემსახურება 1.2 მილიონ ფიზიკურ პირს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე. |
ვლადიმერ გურგენიძე | |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი 2007 – 1 ნოემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე |
წინამორბედი | ზურაბ ნოღაიდელი |
მემკვიდრე | გრიგოლ მგალობლიშვილი |
დაბადებული | 17 დეკემბერი 1971 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო, გაერთიანებული სამეფო |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 4 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიდლბერის კოლეჯი ; ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა |
პროფესია | აღმასრულებელი მენეჯერი, ეკონომისტი |
საქმიანობა | ბანკირი, ინვესტორი |
ჯილდოები |