საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2.2005-11.2007) From Wikipedia, the free encyclopedia
ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.
ზურაბ ნოღაიდელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ოქტომბერი, 1964 (60 წლის) |
დაბადების ადგილი | ქობულეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | |
1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989-1990 წლებში ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1989-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მწვანეთა პარტია “, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1996-1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999 წლის ნოემბრიდან — 2000 წლის მაისამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე. 2000, მაისი - 2001, 1 ნოემბერი — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2002-2003 წლებში სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003, აპრილი - ნოემბერი — სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი. 2003, ნოემბერი - 2005, თებერვალი —- საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2005 წელს ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტზე ნოღაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა.
ამის შემდეგ ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და დაიწყო პარტიის - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ჩამოყალიბება. ნოღაიდელის პარტიის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ის განსაკუთრებით აქტიურობდა აჭარასა და გურიაში. 2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ[1][2][3] ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა ფინანსური პრობლემის გამო, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა[4][5]. მოგვიანებით ზურაბ ნოღაიდელმა განცხადება გააკეთა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით[6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.