ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკონომიკა (ბერძ. οίκος - სახლი, და νομος - ვმართავ, ანუ საოჯახო მმართველობა) სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:
- საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.
- მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.
- მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში.