საქართველოს ბანკი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ბანკი — საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგია. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი.[2]
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | საბანკო-საფინანსო |
დაფუძნდა | 1994 |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
პროდუქცია | საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა |
შემოსავალი | 2,553.0₾ მილიონი (2023)[1] |
მთლიანი შემოსავალი | 1,656.3₾ მილიონი (2023)[1] |
სუფთა მოგება | 1,397.3₾ მილიონი (2023)[1] |
მფლობელი | საქართველოს ბანკის ჯგუფი |
საქართველოს ბანკის ჯგუფი FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია.[3] ჯგუფის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.
საქართველოს ბანკის საქმიანობა სამ ძირითად ბიზნესსეგმენტს მოიცავს.[4] 1. საცალო საბანკო (RB) მომსახურება, რომელიც ასევე მოიცავს Mass Retail-სა და Premium Banking-ს; 2. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება (SME); 3. კორპორაციული საბანკო მომსახურება (CB).
საქართველოს ბანკი ქვეყნის შიდა საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. იგი ჯამურად საბანკო სექტორის აქტივების 40%-ს ფლობს.[5]