From Wikipedia, the free encyclopedia
ეკა ტყეშელაშვილი (დ. 23 მაისი, 1977, თბილისი, საქართველო) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში.
ეკა ტყეშელაშვილი | |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ნოემბერი, 2010 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი |
წინამორბედი | თემურ იაკობაშვილი |
მემკვიდრე | პაატა ზაქარეიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 დეკემბერი, 2008 – 20 ნოემბერი, 2010 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური |
წინამორბედი | ალექსანდრე ლომაია |
მემკვიდრე | გიგა ბოკერია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 მაისი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი |
წინამორბედი | დავით ბაქრაძე |
მემკვიდრე | გრიგოლ ვაშაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აგვისტო, 2007 – 5 მაისი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ გურგენიძე |
წინამორბედი | გია ქავთარაძე |
მემკვიდრე | ნიკა გვარამია |
დაბადებული | 23 მაისი, 1977 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | დიპლომატი |
1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად. 2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში. 2002-2004 წლებში მუშაობდა IRIS-საქართველოს იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის 5 მაისს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.
2010 წლის ნოემბერში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.