From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი (ბულგ. Димитър Иванов Бербатов, დ. 30 იანვარი, 1981) — ბულგარელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე. 2006-2010 წლებში იყო ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი. არის ბულგარეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული აქვს მოგებული შვიდჯერ, რაც რეკორდული მაჩვენებელია ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ.[4]
ბერბატოვი 2011 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი[1] | ||
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1981[1] | ||
დაბადების ადგილი | ბლაგოევგრადი, ბულგარეთი[2] | ||
სიმაღლე | 1.89[3] | ||
სათამაშო პოზიცია | თავმდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ბლაგოევგრადის პირინი | |||
ცსკა სოფია | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2001 | ცსკა სოფია | 50 | (26) |
2001 | ბაიერ ლევერკუზენი II | 7 | (6) |
2001–2006 | ბაიერ ლევერკუზენი | 154 | (69) |
2006–2008 | ტოტენჰემი | 70 | (27) |
2008–2012 | მანჩესტერ იუნაიტედი | 108 | (48) |
2012–2014 | ფულემი | 51 | (19) |
2014–2015 | მონაკო | 38 | (13) |
2015–2016 | პაოკი | 17 | (4) |
2017–2018 | კერალა ბლასტერსი | 9 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1999 | ბულგარეთი 18 წლ. | 2 | (2) |
1999–2000 | ბულგარეთი 21 წლ. | 3 | (3) |
1999–2010 | ბულგარეთი | 78 | (48) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 იანვარი, 2018 |
ბერბატოვმა თამაში დაიწყო მშობლიურ ქალაქ ბლაგოევგრადში. შემდეგ ის გადავიდა „სოფიის ცსკა-ში“ 1998 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო.[5] 2001 წლის იანვარში ის გადავიდა „ლევერკუზენის ბაიერში“ და 18 თვის შემდეგ, 2002 წელს, პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც ის შეცვლაზე შევიდა ფინალში, „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბაიერმა“ წააგო, ანგარიშით 1-2. ლევერკუზენში ხუთწელიწადნახევრის ასპარეზობის შემდეგ, ის შეუერთდა ინგლისის კლუბ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ 2006 წლის ივლისში, სადაც მან გაატარა ორი წელი, ვიდრე მანჩესტერში გადავიდოდა. მან მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს ითამაშა, სადაც „მანჩესტერი“ დამარცხდა „ბარსელონასთან“, ანგარიშით 0-2. ბერბატოვი პირველი არაინგლისელია პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში, როდესაც მანჩესტერმა 7-1 დაამარცხა „ბლექბერნ როვერსი“ 2010 წლის ნოემბერში.[6]
ბერბატოვმა 2012 წელს დატოვა „მანჩესტერი“ და შეუერთდა ინგლისურ კლუბ „ფულემს“. შემდეგში ასპარეზობდა რამდენიმე გუნდში, მათ შორის „მონაკოში“, „„პაოკსა“ და „კერალა ბლასტერსში“.
ბერბატოვი დაიბადა პროფესიონალი სპორტსმენების — ივან და მარგარიტა ბერბატოვების ოჯახში. ივანი „ბლაგოევგრადის პირინისა“ და „ცსკა სოფიას“ ფეხბურთელი იყო,[5] მარგარიტა კი ხელბურთელი.[7] ბერბატოვის საყვარელი გუნდი იყო „მილანი“, საყვარელი ფეხბურთელები — ჰოლანდიელი მარკო ვან ბასტენი და ინგლისელი ალან შირერი,[8] რომელიც „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა. ბერბატოვის დედამ მოგვიანებით გაამხილა თავისი შვილის ახალგაზრდული ოცნება და თქვა, რომ დიმიტარი იმდენად იყო აღფთოვანებული ალან შირერის თამაშით, რომ წლების განმავლობაში მას ნიუკასლის მაისურით ეძინა.[9][10]
ბერბატოვმა ახალგაზრდული კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის გუნდში, „ბლაგოევგრადის პირინში“, სადაც მან გაიტანა 77 გოლი (სარეზერვო გუნდში) 92 მატჩში.
ბერბატოვი შეუერთდა მისი მამის ყოფილ კლუბს, ცსკა სოფიას, საფეხბურთო სკაუტის და მენეჯერის, დიმიტარ პენევის დახმარებით 1998 წელს.[11] მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და დებიუტი ჰქონდა 1998-99 წლების სეზონში, 18 წლის ასაკში. მან ცსკა-ს შემადგენლობაში მოიგო ბულგარეთის თასი. მისი საევროთასო მატჩი შედგა 1999 წლის სეტქმბერში, სადაც 2-0 დამარცხდა ცსკა „ნიუკასლ იუნაიტედთან“;[12][13] იმ სეზონში მან გაითქვა სახელი, გაიტანა 14 გოლი 27 მატჩში ბულგარეთის ჩემპიონატში. 2009 წლის ივნისში ბერბატოვმა მიაშურა იტალიის სერია A-ს კლუბ „ლეჩეს“, მაგრამ ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერი ჩაიშალა ბოლო მომენტში.[14]
2000-01 წლების სეზონის პირველ ნახევარში 11 მატჩში გაიტანა 9 გოლი, რის შემდეგაც კლუბმა გაუფორმა ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი, 1,3 მილიონი ევროს ანაზაღაურებით წელიწადში.[15] ბერბატოვი თავდაპირველად თამაშობდა ბაიერის სარეზერვო გუნდში, გერმანიის ობერლიგაში, სადაც გაიტანა ექვსი გოლი შვიდ თამაშში, რასაც მოჰყვა დაწინაურება პირველ გუნდში.[16] მისი დებიუტი შედგა სეზონისწინა ამხანაგურ მატჩში „დი სი იუნაიტედის“ წინააღმდეგ, სადაც მან შეასრულა ჰეთ-თრიქი.[17] მისი დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში შედგა 2001 წლის 10 თებერვალს, „კიოლნის“ წინააღმდეგ, სადაც „ბაიერმა“ გაიმარჯვა 4-1.[18] ბერტი ფოგთსის მწვრთნელობის პერიოდში ბერბატოვი იყო სარეზერვო ფეხბურთელი, მოედანზე გამოჩნდა ექვსჯერ და გოლი არ გაუტანია. ლევერკუზენი იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ადგილზე გავიდა.
შემდეგ სეზონში ბერბატოვმა 16 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით და დიდი წვლილი შეიტანა „ბაიერის“ საჩემპიონთალიგო წარმატებაში,[19][20] ლივერპულის დამარცხების (4-2) შემდეგ გავიდნენ ფინალში.[21] ფინალში, „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ ბერბატოვი შევიდა შეცვლაზე ტომას ბრდარიჩის ნაცვლად, 38-ე წუთზე. იმ მატჩში ლევერკუზენი დამარცხდა, ანგარიშით 1-2.[22] იმ სეზონში ბაიერმა მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის ბუნდესლიგაში.[23] გუნდმა წააგო გერმანიის თასის ფინალში „შალკე 04-ს“ წინააღმდეგ.[24][25] წარმატებული გამოდგა ასევე შემდეგი სეზონი ბერბატოვისთვის. 2003-04 წლების სეზონში ბერბატოვმა 16 გოლი გაიტანა 24 მატჩში. მომდევნო ორ სეზონში 46 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, 5 კი — ჩემპიონთა ლიგაზე. მისით დაინტერესდა რამდენიმე ევროპული კლუბი — „სელტიკი“, „მადრიდის ატლეტიკო“ და „ლივერპული“.[11][19][26][27][28]
„ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ „ბაიერთან“ მიაღწია შეთანხმებას ბერბატოვის ტრანსფერის თაობაზე 2006 წლის მაისში;[29][30] €16 მილიონი ევროს(10.9 მილიონი ფუნტი) საფასურად და ბერბატოვი გახდა ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ბულგარელი ფეხბურთელი.[31][32] ტრანსფერი შედგა 2006 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ, რაც მიიღო ბერბატოვმა ინგლისში მუშაობის ნებართვა.[33] ბერბატოვმა „ტოტეჰემის“ მაისურით პირველად ითამაშა ინგლისის ჩემპიონატში „ბოლტონის“ წინააღმდეგ, სადაც დამარცხდა მისი გუნდი (0-2), 2006 წლის 16 აგვისტოს.[34] მან პირველი გოლი გაიტანა „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში, რომელიც დასრულდა „ტოტენჰემის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0.[35]
სადებიუტო სეზონში ევროთასებზე მის მიერ რვა შეხვედრაში გატანილი შვიდი გოლი დაეხმარა ტოტენჰემს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასვლაში.[36][37][38] მისი მეორე საევროთასო დებიუტი შედგა 2006 წლის ოქტომბერში, როდესაც „ბეშიქთაშთან“ 2-0 მოგებულ მატჩში გოლით გამოირჩა.[39] „ტოტენჰემი“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა 3-4 „სევილიასთან“ და გამოეთიშა უეფა-ს თასის გათამაშებას.[40][41] მას დასჭირდა გარკვეული დრო ადაპტაციისთვის, რათა ყოფილიყო ისეთ ფორმაში, როგორშიც იყო ლევერკუზენში თამაშისას. „უიგანის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ბერბატოვმა გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე პასი. „ტოტეჰემმა“ გაიმარჯვა 3-1.[42] ამ მატჩის შემდეგ მას გაჰქონდა გოლები რეგულარულად.[43] მან პირველი გოლი ინგლისის თასზე გაიტანა 2007 წლის 18 თებერვალს, როდესაც „ფულემთან“ მატჩში შეცვლაზე შევიდა მოედანზე და 4-0 მოგებულ მატჩში გაიტანა ორი გოლი.[44] 2007 წლის აპრილში ბერბატოვი თავის თანაგუნდელ რობი კინთან ერთად დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ და 2004 წლის თებერვლის შემდეგ ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გაიზიარა ეს ჯილდო.[45] 2006-07 წლების სეზონში მან გაიტანა 12 გოლი 33 მატჩში პრემიერლიგაში[46] მოიგო „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და გახდა პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრების წევრი.[47]
მისი პირველი ჰეთ-თრიქი პრემიერლიგაში შედგა 2007 წლის დეკემბერს, „რედინგთან“ 6-4 მოგებულ მატჩში[48] მისი პირველი სათასო ფინალი შედგა 2008 წლის 24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასზე, სადაც „ტოტენჰემი“ შეხვდა „ჩელსის“, უემბლის სტადიონზე. ბერბატოვმა გაიტანა პენალტების სერიაში და მისმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1.[49] სეზონი დაასრულა 15 გატანილი გოლით.[46] შემდეგი სეზონის დაწყებამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა პრესის საშუალებით განაცხადა, რომ კონტრაქტს გააფორმებდა მისი გუნდი ბერბატოვთან. „ტოტენჰემმა“ უჩივლა „მანჩესტერს“ ლიგის წესების დარღვევისთვის.[50][51] ბერბატოვმა გამოტოვა მატჩები „სანდერლენდთან“ და „ჩელსისთან“ აგვისტოში, სეზონის პირველ თვეში.[52]
ბერბატოვი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგდა 2008 წლის 1 სექტემბერს, რაშიც კლუბმა გადაიხადა £30.75 მილიონი და გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი.[53][54] „ტოტენჰემმა“ განაცხადა ასევე ბერბატოვის სავარაუდო ტრანსფერზე „მანჩესტერ სიტიში“, მაგრამ ბერბატოვმა განაცხადა, რომ არასდროს უფიქრია „მანჩესტერ სიტიზე“.[55] . ბერბატოვის დებიუტი „მანჩესტერში“ შედგა 27 წლის ასაკში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სადაც კარლოს ტევესის გოლმა ვერ უშველა გუნდს და დამარცხდნენ 1-2.[56] „მანჩესტერის“ მაისურით პირველი დუბლი მიითვალა „ოლბორგის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, 2008 წლის 30 სექტემბერს, რომელიც „მანჩესტერმა“ მოიგო, ანგარიშით 3-0.[57] პირველი გოლი ინგლისის ჩემპიონატში გაიტანა „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც დასრულდა 4-0, მანჩესტერის სასარგებლოდ. ალექს ფერგიუსონმა ის დაიცვა 2008-09 წლების სეზონის ინგლისის თასის ნახევარფინალში „ევერტონთან“ გაცუდებული პენალტის შემდეგ კრიტიკისგან, სადაც „მანჩესტერ იუნეიტედი“ დამარცხდა პენალტების სერიაში.[58] მალე, ბერბატოვმა კლუბის მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა მისი ყოფილი კლუბის, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ კარში, სადაც მანჩესტერი პირველ ტაიმში მარცხდებოდა, ანგარიშით 0-2, მეორე ტაიმში კი შემოაბრუნა მატჩის ბედი და მოიგო 5-2.[59] 2009 წლის 16 მაისს მოიგო პრემიერლიგა და გახდა პირველი ბულგარელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ეს ტიტული.[60] ბერბატოვმა მისი მესამე გოლი გაიტანა ინგლისის სუპერთასზე „ლონდონის ჩელსისთან“ 92-ე წუთზე 3-1 მოგებულ მატჩში.[61] რვა დღის შემდეგ მან სეზონის პირველი საპრემიერლიგო გოლი გაიტანა „ნიუკასლ იუნაიტედის“ კარში, მისმა გუნდმა კი მოიგო 3-0.[62] პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა 2009 წლის 16 სექტემბერს, ლივერპულთან 3-2 მოგებულ საშინაო თამაშში. მეორე გოლი გახდა პრემიერლიგის სეზონის გოლის კანდიდატი.[63] ეს იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელისთვის პირველი ჰეთ-თრიქი „ლივერპულთან“ 1964 წლის შემდეგ.[64] 2010 წლის 11 ნოემბერს შედგა მისი მე-100 მატჩი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ (0-0).[65] თექვსმეტი დღის შემდეგ ბერბატოვმა დაამყარა ინდივიდუალური რეკორდი — გაიტანა ხუთი გოლი „ბლექბერნ როვერსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც დასრულდა 7-1, „მანჩესტერის“ სასარგებლოდ. ის იყო პირველი არაინგლისელი, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში (ინგლისელთაგან მსგავსი შედეგის მიღწევა მოახერხეს ენდრიუ კოულმა, ალან შირერმა და ჯერმენ დეფომ).[6] 2010 წლის 20 დეკემბერს მეშვიდედ დაასახელეს ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
2011 წელს პირველი გოლები გაიტანა „ბირმინგემ სიტისთან“ 5-0 მოგებულ მატჩში, სადაც ბერბატოვმა ჰეთ-თრიკი მიითვალა.[66] რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ (2002-03) ის გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელი, ვინც შეასრულა სამი ჰეთ-თრიკი ერთ სეზონში.[67] 2011 წლის იანვარში ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ბერბატოვი დაასახელა ევროპის 2010 წლის ყველაზე პოპულარულ მოქმედ ფეხბურთელად.[68] „ლონდონის არსენალთან“ და „მარსელის ოლიმპიკთან“ მატჩების გამოტოვების შემდეგ ბერბატოვი მოედანზე შემოვიდა მეორე ნახევარში ხავიერ ერნანდესის ნაცვლად „ბოლტონ უონდერერსთან“ მატჩში 19 მარტს, 88-ე წუთზე გაიტანა გოლი (მე-20 გოლი სეზონში), მისმა გუნდმა კი მოიგო 1-0.[69] 21-ე გოლი მან გაიტანა „ფულემთან“ 2-0 მოგებულ მატჩში. 2010-11 წლების სეზონში ბერბატოვი კარლოს ტევესთან ერთად შეიყვანეს პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში. ბერბატოვმა მის ყოფილ თანაგუნდელ ტევესთან ერთად მოიგო პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი.[70] 2011 წლის 28 მაისს მას მონაწილეობა არ მიუღია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც „მანჩესტერმა“ დათმო „ბარსელონასთან“ 1-3.[71]
შემდეგი სეზონის პირველი მატჩი ბერბატოვმა ჩაატარა „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ, შეცვლაზე შემოვიდა დენი უელბექის ნავლად, „იუნაიტედმა“ კი 2-1 მოიგო. ასევე შეცვლაზე შემოვიდა „ჩელსისთან“, შეცვალა ხავიერ ერნანდესი, რომელმაც მიიღო ტრავმა. მანჩესტერმა გაიმარჯვა 3-1. მან ითამაშა ლიგის თასზე „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ. მან სრულად ითამაშა ამ მატჩში. მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწია ამ მატჩშიც — გაიტანა სამი უპასუხო გოლი მეტოქის კარში. 2011 წლის 25 ოქტომბერს მან გაიტანა სეზონის პირველი გოლი, მაიკლ ოუენის პასით ისარგებლა და გაიტანა „ალდერშოტ თაუნის“ კარში ლიგის თასის მეოთხე ეტაპის მატჩში. მანჩესტერმა ამ მატჩშიც 3-0 მოიგო.[72] 22 ნოემბერს ბერბატოვმა შეწყვიტა ხანგრძლივი უგოლო სერია ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში, სადაც მანჩესტერმა „ლისაბონის ბენფიკასთან“ ითამაშა ფრედ, 2-2. 2011 წლის 21 დეკემბერს „ფულემთან“ მატჩში შემოვიდა მეორე ნახევარში დენი უელბექის ნაცვლად. მან გაიტანა 50-ე გოლი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირის მასშტაბით და კლუბის ისტორიაში გახდა 50-ე ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა 50 გოლი. ეს გოლი მისთვის იყო აგრეთვე 2011-12 წლების სეზონის პირველი გოლი. 2011 წლის 26 დეკემბერს ბერბატოვმა „უიგანთან“ 5-0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიკი მიითვალა. ეს იყო მეოთხე ჰეთ-თრიკი მისთვის „მანჩესტერის“ შემადგენლობაში და მეხუთე ყველა გათამაშებაში ერთად. 31 იანვარს მან ოლდ ტრაფორდზე „სტოკ სიტისთან“ 2-0 მოგებულ მატჩში გაიტანა გოლი.
ბერბატოვის დებიუტი ბულგარეთის ნაკრებში შედგა 1999 წლის 17 ნოემბერს, 18 წლის ასაკში. ის შეცვლაზე შემოვიდა ამხანაგურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან ალექსანდარ ალექსანდროვის ნაცვლად, რომელიც დასრულდა 1-0, საბერძნეთის ნაკრების სასარგებლოდ.[73][74] პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2000 წლის 12 თებერვალს ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც მოიგო ბულგარეთის ნაკრებმა 3-2.[73][75] ბერბატოვი თამაშობდა ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც ბულგარეთი ჯგუფური ეტაპიდანვე დაემშვიდობა გათამაშებას.[76] 2009 წლის ოქტომბერში საქართველოს ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, სადაც ბულგარეთმა გაიმარჯვა 6-2, ბერბატოვმა შეასრულა ჰეთ-თრიკი, რის შემდეგაც მან 46 გოლი დააგროვა ნაკრების შემადგენლობაში. მალტის ნაკრებთან სტუმრად 4-0 მოგებულ მატჩში მან დუბლი მიითვალა და 48 გოლით დაამყარა რეკორდი, გახდა ბულგარეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.[77] ბერბატოვი ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე,[78] როდესაც მან განაცხადა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. ნაკრების მაისურით ითამაშა 77 მატჩი და გაიტანა 48 გოლი.[79]
# | თარიღი | ადგილი | მოწინააღმდეგე | გოლი | შედეგი | ტურნირი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 3 სექტემბერი, 1999 | გუტავალენი, ვისბი | შვედეთი | 1–0 | 4–1 | 2000 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი |
2. | 2–1 |
# | თარიღი | ადგილი | მოწინააღმდეგე | გოლი | შედეგი | ტურნირი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 12 თებერვალი, 2000 | ვალპარაისო | ჩილე | 1–2 | 2–3 | ამხანაგური მატჩი |
2. | 11 ოქტომბერი, 2000 | პარკენ სთედიუმუ კოპენჰაგენი | დანია | 1–1 | 1–1 | 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი |
3. | 24 მარტი, 2001 | ბალგარსკა არმიას სტადიონი სოფია | ისლანდია | 2–1 | 2–1 | 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
4. | 6 ივნისი, 2001 | ლაუგარდალსვოლური, რეიკიავიკი | ისლანდია | 1–1 | 1–1 | 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
5. | 1 სექტემბერი, 2001 | ტა'ქალის ეროვნული სტადიონი ვალეტა | მალტა | 1–0 | 2–0 | 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
6. | 2–0 | |||||
7. | 21 აგვისტო, 2002 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | გერმანია | 1–0 | 2–2 | ამხანაგური |
8. | 12 ოქტომბერი, 2002 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ხორვატია | 2–0 | 2–0 | ევრო 2004-ს შესარჩევი |
9. | 30 აპრილი, 2003 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ალბანეთი | 1–0 | 2–0 | ამხანაგური |
10. | 2–0 | |||||
11. | 7 ივნისი, 2003 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ბელგია | 1–1 | 2–2 | ევრო 2004-ს შესარჩევი |
12. | 20 აგვისტო, 2003 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ლიეტუვა | 2–0 | 3–0 | ამხანაგური |
13. | 6 სექტემბერი, 2003 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ესტონეთი | 2–0 | 2–0 | ევრო 2004-ს შესარჩევი |
14. | 10 სექტემბერი, 2003 | კომუნალის სტადიონი ანდორა-ლა-ველია | ანდორა | 1–0 | 3–0 | ევრო 2004-ს შესარჩევი |
15. | 2–0 | |||||
16. | 31 მარტი, 2004 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | რუსეთი | 1–1 | 2–2 | ამხანაგური |
17. | 2–2 | |||||
18. | 28 აპრილი, 2004 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | კამერუნი | 1–0 | 3–0 | ამხანაგური |
19. | 2–0 | |||||
20. | 4 სექტემბერი, 2004 | ლაუგარდალსვოლური, რეიკიავიკი | ისლანდია | 1–0 | 3–1 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
21. | 2–0 | |||||
22. | 9 ოქტომბერი, 2004 | მაქსიმირის სტადიონი ზაგრები | ხორვატია | 2–2 | 2–2 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
23. | 13 ოქტომბერი, 2004 | ტა'ქალის ეროვნული სტადიონი ვალეტა | მალტა | 1–1 | 4–1 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
24. | 3–1 | |||||
– | 28 დეკემბერი, 2004 | მესტალია ვალენსია | ვალენსია | 1–0 | 2–1 | ამხანაგური (არაოფიციალური) |
25. | 17 აგვისტო, 2005 | თურქეთი | 1–1 | 3–1 | Friendly | |
26. | 3–1 | |||||
27. | 7 სექტემბერი, 2005 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ისლანდია | 1–2 | 3–2 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
28. | 8 ოქტომბერი, 2005 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | უნგრეთი | 1–0 | 2–0 | 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
29. | 12 November 2005 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | საქართველო | 3–0 | 6–2 | ამხანაგური |
30. | 4–0 | |||||
31. | 16 ნოემბერი, 2005 | რელიანტი ჰაუსტონი | მექსიკა | 3–0 | 3–0 | ამხანაგური |
32. | 7 თებერვალი, 2007 | GSP, ნიქოზია | კვიპროსი | 1–0 | 3–0 | ამხანაგური |
33. | 3–0 | |||||
34. | 2 ივნისი, 2007 | დინამოს სტადიონი, მინსკი | ბელარუსი | 1–0 | 2–0 | ევრო 2008-ს შესარჩევი |
35. | 2–0 | |||||
36. | 12 სექტემბერი, 2007 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | ლუქსემბურგი | 1–0 | 3–0 | ევრო 2008-ს შესარჩევი |
37. | 2–0 | |||||
38. | 17 ოქტომბერი, 2007 | ქემალ სტაფას სტადიონი ტირანა | ალბანეთი | 1–1 | 1–1 | ევრო 2008-ს შესარჩევი |
39. | 21 ნოემბერი, 2007 | არენა პეტროლი ცელიე | სლოვენია | 2–0 | 2–0 | ევრო 2008-ს შესარჩევი |
40. | 20 აგვისტო, 2008 | ბილინო პოლიე, ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 1–0 | 2–1 | ამხანაგური |
41. | 2–0 | |||||
42. | 5 სექტემბერი, 2009 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | მონტენეგრო | 3–1 | 4–1 | 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
43. | 10 ოქტომბერი, 2009 | ანტონის პაპადოპულოსის სტადიონი, ლარნაკა | კვიპროსი | 1–2 | 1–4 | 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
44. | 14 ოქტომბერი, 2009 | ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი სოფია | საქართველო | 1–0 | 6–2 | 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
45. | 3–0 | |||||
46. | 5–1 | |||||
47. | 18 ნოემბერი, 2009 | ჰიბერნიანს გრაუნდი პაოლა | მალტა | 2–1 | 4–1 | ამხანაგური |
48. | 4–1 |
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ლიგის თასი | საკონტინენტთაშორისო | სხვა | ჯამი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ცსკა სოფია | 1998–99 | 11 | 3 | 5 | 3 | – | 0 | 0 | 0 | 0 | 16 | 6 | |
1999–2000 | 27 | 14 | 4 | 2 | – | 3 | 0 | 0 | 0 | 34 | 16 | ||
2000–01 | 11 | 9 | 0 | 0 | – | 4 | 7 | 0 | 0 | 15 | 16 | ||
ჯამში | 49 | 26 | 9 | 5 | – | 7 | 7 | 0 | 0 | 65 | 38 | ||
ბაიერი II | 2000–01 | 7 | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 7 | 6 |
ბაიერ 04 ლევერკუზენი | 2000–01 | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 |
2001–02 | 24 | 8 | 6 | 6 | 0 | 0 | 11 | 2 | 0 | 0 | 41 | 16 | |
2002–03 | 24 | 4 | 2 | 0 | 1 | 0 | 7 | 2 | 0 | 0 | 33 | 6 | |
2003–04 | 33 | 16 | 3 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 34 | 19 | |
2004–05 | 33 | 20 | 1 | 1 | 2 | 0 | 10 | 5 | 0 | 0 | 46 | 26 | |
2005–06 | 34 | 21 | 2 | 3 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 37 | 24 | |
ჯამში | 154 | 69 | 14 | 13 | 3 | 0 | 30 | 9 | 0 | 0 | 201 | 91 | |
ტოტენჰემ ჰოთსფური | 2006–07 | 33 | 12 | 5 | 3 | 3 | 1 | 8 | 7 | 0 | 0 | 49 | 23 |
2007–08 | 36 | 15 | 2 | 2 | 6 | 1 | 8 | 5 | 0 | 0 | 52 | 23 | |
2008–09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | |
ჯამში | 70 | 27 | 7 | 5 | 9 | 2 | 16 | 12 | 0 | 0 | 102 | 46 | |
მანჩესტერ იუნაიტედი | 2008–09 | 31 | 9 | 3 | 1 | 0 | 0 | 9 | 4 | 0 | 0 | 43 | 14 |
2009–10 | 33 | 12 | 1 | 0 | 2 | 0 | 6 | 0 | 1 | 0 | 43 | 12 | |
2010–11 | 32 | 20 | 2 | 0 | 0 | 0 | 7 | 0 | 1 | 1 | 42 | 21 | |
2011–12 | 7 | 4 | 0 | 0 | 3 | 1 | 3 | 1 | 1 | 0 | 14 | 6 | |
ჯამში | 103 | 45 | 6 | 1 | 5 | 1 | 25 | 5 | 3 | 1 | 142 | 53 | |
ჯამში კარიერის მანძილზე | 376 | 167 | 36 | 24 | 17 | 3 | 78 | 33 | 3 | 1 | 510 | 228 |
Bulgaria national team | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1999 | 1 | 0 |
2000 | 3 | 2 |
2001 | 8 | 4 |
2002 | 5 | 2 |
2003 | 8 | 7 |
2004 | 13 | 10 |
2005 | 10 | 7 |
2006 | 6 | 0 |
2007 | 9 | 8 |
2008 | 7 | 2 |
2009 | 8 | 7 |
2010 | 1 | 0 |
Total | 77 | 48 |
(*რობი კინთან ერთად)
(**კარლოს ტევესთან ერთად)
ბერბატოვმა ინგლისური ენა ისწავლა ამერიკული მინისერიალის ნათლიმამას ყურებით.[96] ფეხბურთის გარდა, მისი ჰობია ხატვა და კალათბურთი.[97] ის არის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციების სპონსორი მშობლიურ ბულგარეთში, ეხმარება ხუთ ბავშვთა სახლს.[98] ის ასევე არის დიმიტარ ბერბატოვის ფონდის დამაარსებელი, რომელიც ეხმარება მოზარდებს ტალანტის გამოვლენაში და განვითარებაში. მას დიდი ხანია ჰყავს მეგობარი გოგონა, ელენა. მათ შეეძინათ შვილი, დეა, 2009 წლის 15 ოქტომბერს, სოფიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.