Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიკლ ჯეიმზ ოუენი (ინგლ. Michael James Owen; დ. 14 დეკემბერი, 1979, ჩესტერი) — ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მაიკლ ჯეიმზ ოუენი | ||
დაბადების თარიღი | 14 დეკემბერი, 1979 | ||
დაბადების ადგილი |
ჩესტერი, გაერთიანებული სამეფო | ||
სიმაღლე | 173 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991–1996 | ლივერპული | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1996–2004 | ლივერპული | 216 | (118) |
2004–2005 | რეალ მადრიდი | 36 | (13) |
2005–2009 | ნიუკასლ იუნაიტედი | 71 | (26) |
2009–2012 | მანჩესტერ იუნაიტედი | 31 | (5) |
2012–2013 | სტოკ სიტი | 6 | (1) |
სულ | 362 | (163) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–2008 | ინგლისის ნაკრები | 89 | (40) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ის არის ყოფილი ფეხბურთელის, ტერი ოუენის შვილი. ოუენმა კარიერა დაიწყო „ლივერპულში“, 1996 წელს. ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაშის შემდეგ მისი დებიუტი შედგა 1997 წლის მაისში. მან პირველ სეზონში 18 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით პრემიერ ლიგაში. მან იგივე შედეგი გაიმეორა მეორე სეზონშიც და იყო „ლივერპულის“ ბომბარდირი 1997-2004 წლებში, მიუხედავად მძიმე ტრავმისა. 2001 წელს „ლივერპულმა“ მოიგო სამი ტიტული, უეფა-ს თასი, ინგლისის თასი და საფეხბურთო ლიგის თასი. მან „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 216 შეხვედრაში გაიტანა 118 გოლი.
2004 წელს ოუენი გადავიდა „მადრიდის რეალში“ 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის ხშირად თამაშობდა შეცვლაზე, გაიტანა 13 გოლი ლა ლიგაში. შემდეგ სეზონში ის დაბრუნდა ინგლისში, „ნიუკასლ იუნაიტედში“ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2005-06 წლების სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, ტრავმებით გამოწვეულმა იძულებითმა შვებულებამ გასტანა 18 თვეს. 2006 წელს მიღებული ტრავმა გახდა დავის საგანი ფიფას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის, რომელიც დასრულდა უპრეცედენტო, 10 მილიონი ევროს კომპენსაციით ნიუკასლის სასარგებლოდ. დაბრუნების შემდეგ ის გახდა კაპიტანი, 2007-08 წლების სეზონში იყო საუკეთესო ბომბარდირი. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გადავიდა „მანჩესტერში“, თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ოუენის დებიუტი ნაკრების შემადგენლობაში შედგა 1998 წელს და გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამ ფეხბურთელს მოუტანა აღიარება სამშობლოში და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ევრო 2004-ზე და ევრო 2008-ზე. ოუენი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი ოთხ საერთაშორისო ტურნირზე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო ტრავმა, რომლის განკურნებასაც დასჭირდა ერთი წელი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 89 მატჩში გატანილი აქვს 40 გოლი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.