From Wikipedia, the free encyclopedia
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Argentina) — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია. ასოციაცია ფიფას წევრია 1912 წლიდან, კონმებოლის წევრი 1916 წლიდან.
მეტსახელ(ებ)ი | La Albiceleste (ცისფერ-თეთრები) | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ასოციაცია |
Asociación del Fútbol Argentino (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია) | ||||||||||||||||||
კონფედერაცია | კონმებოლი (სამხრეთი ამერიკა) | ||||||||||||||||||
მთავარი მწვრთვნელი | ლიონელ სკალონი | ||||||||||||||||||
კაპიტანი | ლიონელ მესი | ||||||||||||||||||
ყველაზე მეტი კეპი | ლიონელ მესი (189) | ||||||||||||||||||
ბომბარდირი | ლიონელ მესი (112) | ||||||||||||||||||
სტადიონი | „ელ მონუმენტალი“ | ||||||||||||||||||
ფიფა-ს კოდი | ARG | ||||||||||||||||||
ფიფა-ს რეიტინგი | 1 (21 სექტემბერი 2023)[1] | ||||||||||||||||||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (1 მარტი 2007, ოქტომბერი 2007 – ივნისი 2008, ივლისი–ოქტომბერი 2015, აპრილი 2016 – აპრილი 2017, აპრილი 2023 –) | ||||||||||||||||||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 20 (აგვისტო 1996) | ||||||||||||||||||
ელო-ს რეიტინგი | 1 | ||||||||||||||||||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (ბოლოს 2007 წლის ივლისში, 34-ჯერ ჯამში) | ||||||||||||||||||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 26 (ივნისი 1990) | ||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
პირველი საერთაშორისო | |||||||||||||||||||
ურუგვაი 2–3 არგენტინა (მონტევიდეო, ურუგვაი; 16 მაისი, 1901)[2] | |||||||||||||||||||
უდიდესი გამარჯვება | |||||||||||||||||||
არგენტინა 12–0 ეკვადორი (მონტევიდეო, ურუგვაი; 22 იანვარი, 1942) | |||||||||||||||||||
უდიდესი დამარცხება | |||||||||||||||||||
ჩეხოსლოვაკია 6–1 არგენტინა (მადრიდი, ესპანეთი; 27 მარტი, 2018) | |||||||||||||||||||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 18 (პირველად 1930) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონი (1978, 1986, 2022) | ||||||||||||||||||
კოპა ამერიკა | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 44 (პირველად 1916) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | თასის მფლობელი (1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957, 1959, 1991, 1993, 2021, 2024) | ||||||||||||||||||
კონფედერაციის თასი | |||||||||||||||||||
გამოსვლა | 3 (პირველად 1992) | ||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | თასის მფლობელი (1992) | ||||||||||||||||||
ჯილდოები
|
არგენტინის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო ნაკრებია — მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი (პირველად 1978 წელს სესარ ლუის მენოტის თავკაცობით, მეორედ 1986 წელს კარლოს ბილარდოს, ხოლო მესამედ 2022 წელს ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით) და 16-ჯერ მოიპოვეს სამხრეთ ამერიკის თასი.
არგენტინის ნაკრები ცნობილია თავისი ისტორიული მეტოქეობით ბრაზილიის,[3][4] ურუგვაის, გერმანიის და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან, მათ შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებებიდან გამომდინარე.[5][6]
არგენტინის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობისა (189 მატჩი) და გატანილი ბურთების (112 გოლი) მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანს ლიონელ მესის, რომელსაც დიეგო მარადონასთან ერთად ყველა დროის უდიდეს არგენტინელ ფეხბურთელად მიიჩნევენ.
2024 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, არგენტინის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.[7][8]
1974 წლის მუნდიალზე არგენტინამ დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი.
არგენტინამ მომდევნო, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მასპინძელთა ეროვნულმა გუნდმა შემტევი თამაშისა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვის წყალობით წარმატებით განვლო ორივე ჯგუფური ეტაპი და ფინალში ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. ფინალი თანაბარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში არგენტინელებმა მარიო კემპესის გოლის წყალობით მაინც შეძლეს დაწინაურება. ნიდერლანდელებმა შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთით ადრე დიკ ნანინგას გოლით ანგარიში გაათანაბრეს და თამაშის მიწურულს მატჩის მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ რობ რენსენბრინკის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია. დამატებით დროში მარიო კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[9]
1986 წლის მუნდიალი დიეგო მარადონას ბენეფისად იქცა. ამ ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მათ გფრ-ს ნაკრები 3–2 დაამარცხეს. ბოლო, გამარჯვების გოლი მარადონას პასით ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა. მომდევნო, 1990 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინა კვლავ გფრ-ს დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა — 0–1.
1998 წლის მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას გარეშე გაემგზავრა, მაგრამ მას ჰყავდა გაბრიელ ბატისტუტა. არგენტინელებმა მერვედფინალში პენალტების სერიაში დაამაცხეს მუდმივი მეტოქე ინგლისი. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო. ნიდერლანდელები პატრიკ კლეივერტის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდელებმა 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლის წყალობით — ანგარიშით 2–1 გაიმარჯვეს. ფრენკ დე ბურის 55-მეტრიანი უზუსტესი გადაცემის მიღების შემდეგ, ბერგკამპმა ერთი მოძრაობით ჩამოიცილა რობერტო აიალა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა.[10]
2006 წლის მუნდიალზე არგენტინამ ჯგუფში მოიგო პირველი ორი მატჩი, ფრედ ითამაშა მესამე ნიდერლანდებთან, გაიყო მასთან ქულები, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა პირველი ადგილი და მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს გერმანიასთან პენალტების სერიაში წაგებით.
2010 წლის მუნდიალზე არგენტინა კვლავ გერმანიამ გამოაგდო, კვლავ მეოთხედფინალიდან, ამჯერად მატჩი 0–4 დასრულდა. ასევე გერმანიას შეხვდა არგენტინა მუნდიალი 2014-ის ფინალში. ძირითადი დრო 0–0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შემოსულმა მარიო გეცემ გაიტანა. არგენტინამ 1990 წლის შემდეგ კვლავ ვერცხლის მედლები მოიპოვა. არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქვემოთ მოცემულია ბოლო 7 თვის მატჩების შედეგები და ასევე დაგეგმილი მომავალი მატჩები.
21 ნოემბერი 21:30 (UTC−3) მსოფ. შესარჩევი |
ბრაზილია | 0–1 | არგენტინა | „მარაკანა“ მსაჯი: პიერო მასა გომესი |
---|---|---|---|---|
ანგარიში | ოტამენდი 63' |
მთავარი ტურნირები | სულ | |||
---|---|---|---|---|
მსოფლიო ჩემპიონატი | 3 | 3 | 0 | 6 |
ოლიმპიური თამაშები | 0 | 1 | 0 | 1 |
კოპა ამერიკა | 16 | 14 | 5 | 35 |
კონფედერაციის თასი | 1 | 2 | 0 | 3 |
პანამერიკული ჩემპიონატი | 1 | 1 | 0 | 2 |
ფინალისიმა | 2 | 0 | 0 | 2 |
ჯამში | 23 | 21 | 5 | 49 |
1919[13]
|
1958[14]
|
||||||||
პერიოდი | მწვრთნელი | თ | მ | ფ | წ | გგ | მგ | ბს | მ% | ტიტულები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1921 | პედრო ბლეო ფურნოლი[20] | 1 კოპა ამერიკა (1921) | ||||||||
1924–1925 | ანხელ ვასკესი | 13 | 6 | 6 | 1 | 19 | 9 | +10 | 61,53% | 1 კოპა ამერიკა (1925) |
1927–1928 | ხოსე ლაგო მილანი | 13 | 8 | 3 | 2 | 44 | 15 | +29 | 69,23% | 1 კოპა ამერიკა (1927) 1 ფინალისტი (ამსტერდამი 1928) |
1929–1930 | ფრანსისკო ოლასარი - ხუან ხოსე ტრამუტოლა | 11 | 7 | 2 | 2 | 29 | 13 | +16 | 69,69% | 1 კოპა ამერიკა (1929) |
1934 | ფელიპე პასკუჩი | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 3 | -1 | 00,00% | |
1934–1937 | მანუელ სეოანე | 10 | 7 | 1 | 2 | 20 | 8 | +12 | 73,33% | 1 კოპა ამერიკა (1937) |
1938–1939 | ანხელ ფერნანდეს როკა | 4 | 3 | 0 | 1 | 11 | 6 | +5 | 75,00% | |
1939–1958 | გილიერმო სტაბილე | 115 | 77 | 20 | 18 | 290 | 129 | +161 | 72,75% | 6 კოპა ამერიკა (1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957) |
1959 | ვიქტორიო სპინეტო - ხოსე ბარეირო | 6 | 5 | 1 | 0 | 19 | 5 | +14 | 91,66% | 1 კოპა ამერიკა (1959) |
ხოსე მანუელ მორენო | 5 | 2 | 1 | 2 | 11 | 13 | -2 | 50,00% | ||
1960 | გილიერმო სტაბილე | 10 | 6 | 1 | 3 | 16 | 15 | +1 | 63,33% | 1 პანამერიკული ჩემპიონატი (1960) |
1960–1961 | ვიქტორიო სპინეტო | 10 | 5 | 3 | 2 | 23 | 12 | +11 | 60,00% | |
1961 | ხოსე დ'ამიკო | 2 | 1 | 0 | 1 | 6 | 3 | 3 | 50,00% | |
1962 | ხუან კარლოს ლორენსო | 5 | 2 | 2 | 1 | 4 | 4 | 0 | 53,33% | |
ნესტორ როსი | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | 2 | 100% | ||
ალეხანდრო გალანი „ჯიმ ლოპესი“ | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | +1 | 66,66% | ||
1963 | ორასიო ამაბლე ტორესი | 8 | 4 | 1 | 3 | 20 | 17 | +3 | 54,16% | |
ხოსე დ'ამიკო | 2 | 1 | 0 | 1 | 6 | 3 | +3 | 50,00% | ||
1964–1965 | ხოსე მარია მინელია | 15 | 9 | 5 | 1 | 31 | 8 | +23 | 71,11% | |
1965 | ოსვალდო სუბელდია | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 33,33% | |
1966 | ხუან კარლოს ლორენსო | 6 | 2 | 2 | 2 | 5 | 6 | -1 | 44,44% | |
1967 | ალეხანდრო გალანი „ჯიმ ლოპესი“ | 5 | 4 | 0 | 1 | 12 | 3 | 9 | 80,00% | |
კარმელო ფარაონე | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 3 | -2 | 00,00% | ||
1967–1968 | რენატო ჩეზარინი | 5 | 1 | 1 | 3 | 5 | 8 | -3 | 26,66% | |
1968 | ხოსე მარია მინელია | 8 | 2 | 3 | 3 | 13 | 13 | 0 | 37,50% | |
1969 | უმბერტო მასკიო | 4 | 1 | 3 | 0 | 4 | 3 | +1 | 50,00% | |
ადოლფო პედერნერა | 4 | 1 | 1 | 2 | 4 | 6 | -2 | 33,33% | ||
1970–1972 | ხუან ხოსე პისუტი | 23 | 10 | 8 | 5 | 35 | 28 | +7 | 55,07% | |
1972–1973 | ომარ სივორი | 15 | 8 | 4 | 3 | 28 | 18 | +10 | 62,22% | |
1974 | ვლადისლაო კაპი | 10 | 3 | 3 | 4 | 15 | 19 | -4 | 40,00% | |
1974–1983 | სესარ ლუის მენოტი | 81 | 43 | 20 | 18 | 156 | 82 | +74 | 61,31% | 1 მსოფლიო ჩემპიონატი (1978) |
1983–1990 | კარლოს ბილარდო | 83 | 28 | 31 | 24 | 91 | 77 | +14 | 46,18% | 1 მსოფლიო ჩემპიონატი (1986) |
1990–1994 | ალფიო ბასილე | 48 | 25 | 17 | 6 | 75 | 44 | +31 | 63,88% | 2 კოპა ამერიკა (1991, 1993) 1 ფიფა-ს კონფედერაციის თასი (1992) 1 უეფა-კონმებოლის ჩემპიონთა თასი (1993) |
1994–1998 | დანიელ პასარელა | 55 | 32 | 13 | 10 | 98 | 42 | +56 | 66,06% | |
1999–2004 | მარსელო ბიელსა | 69 | 43 | 16 | 10 | 127 | 61 | +66 | 70,05% | |
2004–2006 | ხოსე პეკერმანი | 27 | 14 | 7 | 6 | 50 | 33 | +17 | 60,49% | |
2006–2008 | ალფიო ბასილე | 28 | 14 | 8 | 6 | 44 | 25 | +19 | 59,52% | |
2008–2010 | დიეგო მარადონა | 24 | 18 | 0 | 6 | 47 | 27 | +20 | 75,00% | |
2010–2011 | სერხიო ბატისტა | 17 | 8 | 6 | 3 | 30 | 17 | +13 | 58,82% | |
2011–2014 | ალეხანდრო საბელია | 41 | 26 | 10 | 5 | 76 | 33 | +43 | 71,54% | |
2014–2016 | ხერარდო მარტინო | 29 | 19 | 7 | 3 | 66 | 18 | +48 | 73,56% | |
2016–2017 | ედგარდო ბაუსა | 8 | 3 | 2 | 3 | 9 | 10 | -1 | 45,83% | |
2017–2018 | ხორხე სამპაოლი | 15 | 7 | 4 | 4 | 27 | 21 | +6 | 55,56% | |
2018– | ლიონელ სკალონი | 59 | 39 | 15 | 5 | 122 | 35 | +87 | 74,59% | 2 კოპა ამერიკა (2021, 2024) 1 უეფა-კონმებოლის ჩემპიონთა თასი 2022) 1 მსოფლიო ჩემპიონატი (2022) |
№ | მოთამაშე | პერიოდი | მატჩი | გოლი | საშ | ტიტულები |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ლიონელ მესი | 2005- | 189 | 112 | 0.59 | |
2 | ხავიერ მასკერანო | 2003-2018 | 147 | 3 | 0.02 | |
3 | ანხელ დი მარია | 2008-2024 | 145 | 31 | 0.21 | |
4 | ხავიერ ძანეტი | 1994-2011 | 145 | 5 | 0.03 | |
5 | ნიკოლას ოტამენდი | 2009- | 121 | 7 | 0.06 | |
6 | რობერტო აიალა | 1994-2007 | 116 | 7 | 0.06 | |
7 | დიეგო სიმეონე | 1988-2002 | 108 | 11 | 0.1 | |
8 | სერხიო აგუერო | 2006-2021 | 101 | 42 | 0.42 | |
9 | ოსკარ რუჯერი | 1983-1994 | 97 | 7 | 0.07 | |
10 | სერხიო რომერო | 2009-2018 | 96 | 0 | 0 | |
11 | დიეგო მარადონა | 1977-1994 | 91 | 34 | 0.37 | |
12 | არიელ ორტეგა | 1993-2010 | 88 | 17 | 0.19 | |
13 | გაბრიელ ბატისტუტა | 1991-2002 | 78 | 54 | 0.69 | |
14 | ხუან პაბლო სორინი | 1996-2006 | 76 | 12 | 0.16 | |
კარლოს ტევესი | 2004-2015 | 76 | 13 | 0.17 | ||
16 | ხუან სებასტიან ვერონი | 1996-2010 | 75 | 10 | 0.13 | |
გონსალო იგუაინი | 2009-2018 | 75 | 32 | 0.43 | ||
18 | ამერიკო გალიეგო | 1975-1982 | 73 | 3 | 0.04 | |
გაბრიელ ჰაინცე | 2003-2010 | 73 | 3 | 0.04 | ||
20 | დანიელ პასარელა | 1976-1986 | 70 | 23 | 0.33 |
მოთამაშეები 50-ზე მეტი მატჩით | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
№ | მოთამაშე | პერიოდი | მატჩი | გოლი | საშ | ტიტულები | ||||||
21 | ევერ ბანეგა | 2008-2018 | 65 | 7 | 0.11 | |||||||
22 | ერნან კრესპო | 1995-2007 | 64 | 35 | 0.55 | |||||||
23 | ოსვალდო არდილესი | 1975-1982 | 63 | 8 | 0.13 | |||||||
24 | ალბერტო ტარანტინი | 1974-1982 | 61 | 1 | 0.02 | |||||||
ფერნანდო გაგო | 2007-2017 | 61 | 0 | 0 | ||||||||
მარკოს როხო | 2011-2019 | 61 | 3 | 0.05 | ||||||||
27 | ხორხე ოლგინი | 1976-1982 | 60 | 0 | 0 | |||||||
რობერტო სენსინი | 1987-2000 | 60 | 0 | 0 | ||||||||
28 | ხორხე ბურუჩაგა | 1983-1990 | 59 | 13 | 0.22 | |||||||
როდრიგო დე პოლი | 2018- | 59 | 2 | 0.04 | ||||||||
29 | როხელიო დომინგესი | 1957-1962 | 58 | 0 | 0 | |||||||
ლუკას ბილია | 2011-2018 | 58 | 1 | 0.02 | ||||||||
კლაუდიო ლოპესი | 1995-2003 | 58 | 14 | 0.24 | ||||||||
უბალდო ფილოლი | 1974-1985 | 58 | 0 | 0 | ||||||||
პაბლო საბალეტა | 2005-2016 | 58 | 0 | 0 | ||||||||
30 | ლეანდრო პარედესი | 2017- | 58 | 5 | 0.08 | |||||||
მაქსი როდრიგესი | 2003-2015 | 57 | 16 | 0.28 | ||||||||
ვალტერ სამუელი | 1999-2011 | 57 | 5 | 0.09 | ||||||||
31 | კილი გონსალესი | 1995-2005 | 56 | 10 | 0.18 | |||||||
32 | მარკოს აკუნია | 2016- | 56 | 0 | 0 | |||||||
33 | რენე ჰაუსმანი | 1973-1979 | 55 | 13 | 0.24 | |||||||
34 | ნიკოლას ტალიაფიკო | 2017- | 55 | 1 | 0.02 | |||||||
რიკარდო ჯუსტი | 1983-1990 | 53 | 0 | 0 | ||||||||
პაბლო აიმარი | 1999-2009 | 53 | 8 | 0.15 | ||||||||
35 | ესტებან კამბიასო | 2000-2011 | 52 | 5 | 0.1 | |||||||
ლაუტარო მარტინესი | 2018- | 52 | 21 | 0.41 | ||||||||
36 | ხუან რომან რიკელმე | 1997-2008 | 51 | 17 | 0.33 | |||||||
ეზეკიელ ლავესი | 2007-2016 | 51 | 9 | 0.18 | ||||||||
მარტინ დემიკელისი | 2005-2016 | 51 | 2 | 0.04 | ||||||||
37 | კლაუდიო კანიჯა | 1987-2002 | 50 | 16 | 0.32 |
№ | მოთამაშე | პერიოდი | გოლი | მატჩი | საშ | ტიტულები |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ლიონელ მესი (სია) | 2005– | 112 | 189 | 0.59 | |
2 | გაბრიელ ბატისტუტა | 1991–2002 | 56 | 78 | 0.69 | |
3 | სერხიო აგუერო | 2006–2021 | 42 | 101 | 0.42 | |
4 | ერნან კრესპო | 1995–2007 | 35 | 64 | 0.55 | |
5 | დიეგო მარადონა | 1977–1994 | 34 | 91 | 0.37 | |
6 | გონსალო იგუაინი | 2009–2018 | 32 | 75 | 0.43 | |
7 | ანხელ დი მარია | 2008–2024 | 31 | 145 | 0.21 | |
8 | ლაუტარო მარტინესი | 2018– | 30 | 68 | 0.44 | |
9 | ლუის არტიმე | 1961–1967 | 24 | 25 | 0.96 | |
10 | დანიელ პასარელა | 1976–1986 | 23 | 70 | 0.33 | |
11 | ლეოპოლდო ლუკე | 1975–1981 | 22 | 45 | 0.49 | |
12 | ერმინიო მასანტონიო | 1931–1945 | 21 | 19 | 1.11 | |
ხოსე სანფილიპო | 1956–1962 | 21 | 29 | 0.72 | ||
14 | მარიო კემპესი | 1973–1982 | 20 | 43 | 0.47 |
№ | მოთამაშე | გოლი | მატჩი | მსოფლიო ჩემპიონატები |
---|---|---|---|---|
1° | ლიონელ მესი | 13 | 26 | 2006, 2010, 2014, 2018, 2022 |
2° | გაბრიელ ბატისტუტა | 10 | 12 | 1994, 1998, 2002 |
3° | გილერმო სტაბილე | 8 | 4 | 1930 |
დიეგო მარადონა | 8 | 21 | 1982, 1986, 1990, 1994 | |
5° | მარიო კემპესი | 6 | 18 | 1974, 1978, 1982 |
6° | გონსალო იგუაინი | 5 | 14 | 2010, 2014, 2018 |
7° | ლეოპოლდო ლუკე | 4 | 5 | 1978 |
ხულიან ალვარესი | 4 | 7 | 2022 | |
ერნან კრესპო | 4 | 8 | 1998, 2002, 2006 | |
ხორხე ვალდანო | 4 | 9 | 1982, 1986 | |
კლაუდიო კანიჯა | 4 | 10 | 1990, 1994, 2002 | |
დანიელ ბერტონი | 4 | 11 | 1978, 1982 | |
რენე ჰაუსმანი | 4 | 12 | 1974, 1978 | |
14° | ორესტე ომარ კორბატა | 3 | 3 | 1958 |
კარლოს პეუსელიე | 3 | 4 | 1930 | |
ლუის არტიმე | 3 | 4 | 1966 | |
კარლოს ტევესი | 3 | 8 | 2006, 2010 | |
დანიელ პასარელა | 3 | 12 | 1978, 1982, 1986 | |
მაქსი როდრიგესი | 3 | 12 | 2006, 2010, 2014 | |
ხორხე ბურუჩაგა | 3 | 14 | 1986, 1990 | |
ანხელ დი მარია | 3 | 18 | 2010, 2014, 2018, 2022 |
წელი | მოთამაშე | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
1978 | დანიელ პასარელა | 70 | 22 |
1986 | დიეგო მარადონა | 91 | 34 |
2022 | ლიონელ მესი | 189 | 112 |
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება. პირველად 1978 წელს, დანიელ პასარელას, მეორედ 1986 წელს, დიეგო მარადონას და მესამედ 2022 წელს, ლიონელ მესის კაპიტნობის პერიოდში. ამ სამეულიდან დანიელ პასარელა ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმავე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულებაში და იყო ერთადერთი ფეხბურთელი 1978 წლის ფორმაციის ნაკრებიდან, რომელიც მექსიკაში გაემგზავრა და ნაკრების შემადგენლობაში მეორედ მოიპოვა ფიფას მსოფლიო თასი.
ქვემოთ წარმოდგენილია არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.
დადებითი სტატისტიკა ნეიტრალური სტატისტიკა უარყოფითი სტატისტიკა
მოწინააღმდეგე |
თ |
მ |
ფ |
წ |
გბ |
მბ |
ბს |
მ % |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ალბანეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | 100% |
ალჟირი | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 3 | +1 | 100% |
ანგოლა | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
ავსტრალია | 9 | 7 | 1 | 1 | 16 | 8 | +8 | 77.7% |
ავსტრია | 2 | 1 | 1 | 0 | 6 | 2 | +4 | 50% |
ბელარუსი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
ბელგია | 5 | 4 | 0 | 1 | 12 | 4 | +8 | 80% |
ბოლივია | 42 | 30 | 5 | 7 | 110 | 36 | +74 | 71.4% |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 3 | 3 | 0 | 0 | 9 | 1 | +8 | 100% |
ბრაზილია | 110 | 42 | 26 | 42 | 163 | 166 | –3 | 38.1% |
ბულგარეთი | 9 | 8 | 0 | 1 | 18 | 6 | +12 | 88.8% |
კამერუნი | 2 | 0 | 1 | 1 | 2 | 3 | –1 | 0% |
კანადა | 3 | 3 | 0 | 0 | 9 | 0 | +9 | 100% |
ჩილე | 95 | 62 | 27 | 6 | 197 | 74 | +123 | 65.2% |
ჩინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | –1 | 0% |
კოლუმბია | 41 | 21 | 11 | 9 | 72 | 39 | +33 | 51.2% |
კოსტა-რიკა | 8 | 6 | 2 | 0 | 17 | 6 | +11 | 75% |
ხორვატია | 6 | 3 | 1 | 2 | 8 | 7 | +1 | 50% |
კიურასაო | 1 | 1 | 0 | 0 | 7 | 0 | +7 | 100% |
ჩეხოსლოვაკია | 6 | 2 | 3 | 1 | 7 | 10 | –3 | 33.3% |
დანია | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 3 | –2 | 0% |
გდრ | 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 1 | +2 | 50% |
ეკვადორი | 41 | 24 | 12 | 5 | 99 | 36 | +63 | 58.5% |
ეგვიპტე | 2 | 2 | 0 | 0 | 8 | 0 | +8 | 100% |
სალვადორი | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 0 | +7 | 100% |
ინგლისი | 15 | 4 | 4 | 6 | 18 | 22 | –4 | 28.5% |
ესტონეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 5 | 0 | +5 | 100% |
საფრანგეთი | 13 | 6 | 4 | 3 | 18 | 14 | +4 | 46.1% |
გერმანია[georgian 1] | 23 | 10 | 6 | 7 | 34 | 33 | +1 | 43.4% |
განა | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
საბერძნეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 0 | +6 | 100% |
გვატემალა | 4 | 4 | 0 | 0 | 17 | 1 | +16 | 100% |
ჰაიტი | 3 | 3 | 0 | 0 | 12 | 1 | +11 | 100% |
ჰონდურასი | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 1 | +6 | 100% |
ჰონგ-კონგი | 1 | 1 | 0 | 0 | 7 | 0 | +7 | 100% |
უნგრეთი | 7 | 5 | 1 | 1 | 15 | 6 | +9 | 71.4% |
ისლანდია | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0% |
ინდოეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | 100% |
ინდონეზია | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
ირანი | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | +1 | 50% |
ერაყი | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | 100% |
ისრაელი | 5 | 3 | 1 | 1 | 14 | 6 | +8 | 60% |
იტალია | 16 | 5 | 5 | 6 | 18 | 22 | –4 | 31.2% |
კოტ-დ’ივუარი | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 1 | +5 | 100% |
იამაიკა | 4 | 4 | 0 | 0 | 11 | 1 | +10 | 100% |
იაპონია | 7 | 6 | 0 | 1 | 15 | 4 | +11 | 85.7% |
ლიბია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | +2 | 100% |
ლიეტუვა | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0% |
მექსიკა | 32 | 16 | 12 | 4 | 53 | 28 | +25 | 50% |
მაროკო | 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 1 | +3 | 100% |
ნიდერლანდები | 10 | 1 | 5 | 4 | 8 | 15 | –7 | 10% |
ნიკარაგუა | 1 | 1 | 0 | 0 | 5 | 1 | +4 | 100% |
ნიგერია | 9 | 6 | 1 | 2 | 15 | 13 | +2 | 66.6% |
ჩრდილოეთი ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | +2 | 100% |
ნორვეგია | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 3 | –2 | 0% |
პანამა | 3 | 3 | 0 | 0 | 10 | 1 | +9 | 100% |
პარაგვაი | 107 | 56 | 35 | 16 | 218 | 111 | +107 | 52.3 |
პერუ | 55 | 36 | 14 | 5 | 109 | 45 | +64 | 65.4% |
პოლონეთი | 12 | 7 | 2 | 3 | 20 | 12 | +8 | 58.3% |
პორტუგალია | 8 | 5 | 1 | 2 | 13 | 7 | +6 | 62.5% |
კატარი | 2 | 2 | 0 | 0 | 5 | 0 | +5 | 100% |
ირლანდია | 6 | 5 | 1 | 0 | 8 | 1 | +7 | 83.3% |
რუმინეთი | 9 | 6 | 2 | 1 | 12 | 6 | +6 | 66.6% |
რუსეთი[georgian 2] | 13 | 4 | 7 | 2 | 13 | 11 | +2 | 30.7% |
საუდის არაბეთი | 5 | 2 | 2 | 1 | 8 | 5 | +3 | 40% |
სერბეთი და ჩერნოგორია[georgian 3] | 10 | 5 | 2 | 3 | 21 | 15 | +6 | 50% |
შოტლანდია | 4 | 2 | 1 | 1 | 5 | 3 | +2 | 50% |
სინგაპური | 1 | 1 | 0 | 0 | 6 | 0 | +6 | 100% |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 1 | +2 | 50% |
სამხრეთი კორეა | 4 | 3 | 1 | 0 | 10 | 4 | +6 | 75% |
სლოვაკეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 6 | 0 | +6 | 100% |
სლოვენია | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | +2 | 100% |
ესპანეთი | 14 | 6 | 2 | 6 | 18 | 19 | –1 | 42.8% |
შვედეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 6 | 6 | 0 | 33.3% |
შვეიცარია | 7 | 5 | 2 | 0 | 15 | 3 | +12 | 71.4% |
ტრინიდადი და ტობაგო | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | 100% |
ტუნისი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | 100% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1 | 1 | 0 | 0 | 5 | 0 | +5 | 100% |
აშშ | 11 | 7 | 2 | 2 | 30 | 9 | +21 | 63.6% |
ურუგვაი | 203 | 94 | 49 | 60 | 325 | 236 | +89 | 46.3% |
ვენესუელა | 27 | 23 | 2 | 2 | 90 | 18 | +72 | 85.1% |
უელსი | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | +1 | 50% |
სულ (82) | 1082 | 598 | 263 | 220 | 2043 | 1092 | +951 | 55 |
2016 წელს, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ თავისი ქვეყნის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მეკარე: უბალდო ფილოლი; მცველები: ხავიერ ძანეტი, რობერტო პერფუმო, დანიელ პასარელა, ალბერტო ტარანტინი; ნახევარმცველები: მიგელ ანხელ ბრინდისი, დიეგო მარადონა, ფერნანდო რედონდო; თავდამსხმელები: ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, მარიო კემპესი.[32]
თემატური საიტები |
---|
Transfermarkt |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.