From Wikipedia, the free encyclopedia
არარატის ვაკე (სომხ. Արարատյան դաշտ), ცნობილია აგრეთვე, როგორც იღდირის ვაკე (თურქ. Iğdır Ovası) — ვაკე სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის ნაწილს წარმოადგენს. ჩრდილოეთიდან არარატის ვაკეს საზღვრავს არაგაწის მთა, ხოლო სამხრეთიდან არარატის მთა. მდინარე არაქსი ვაკეს ჰყოფს ორ ნაწილად: ჩრდილოეთი უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება სომხეთს, ხოლო სამხრეთი მცირე ნაწილი — თურქეთს. ვაკე მდებარეობს ზღვის დონიდან 850–1000 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 90 კმ.[1]
არარატის ვაკე | |
---|---|
არარატის ვაკის ხედი ერევნიდან | |
კოორდინატები: 40°02′24″ ჩ. გ. 44°19′48″ ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
სიმაღლე | 850–1000 მ |
სიგრძე | 90 კმ |
ჰიდროგრაფია | აზატი, არაქსი, გეტარი, ვედი, მასტარა, რაზდანი, სევჯური, ქასაღი, ჩორასუ |
კლიმატი | კონტინენტური |
ლანდშაფტი | ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი |
შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი თავის „სომხეთის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ ამ ადგილს „არარატის ვაკე“ ამასიას შვილთაშვილის, სომხეთის ლეგენდარული მეფის არა მშვენიერის[2] სახელიდან გამომდინარე ეწოდა.[3][4]
ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა — 1°C-დან — 6°C-მდეა, ივლისის — 25–26°C. ნალექები 250–300 მმ წელიწადში. ჭეშმარიტი მზის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, არარატის ვაკე შეიძლება შედარდეს შუა აზიის სუბტროპიკულ ზონებთან. თბილ პერიოდში, ჭეშმარიტი მზის ხანგრძლივობა რესპუბლიკაში, მისი წლიური ხანგრძლივობის 82–87%-ს შეადგენს.[5]
ლანდშაფტი ნახევარუდაბნოს ტიპისაა. ჭარბობს ჰუმუსით ღარიბი ნაცრისფერი, მურა, ზოგან ბიცობი ნიადაგი. სარწყავი მიწათმოქმედების მნიშვნელოვანი რ-ნი (ვაზი და სხვა კულტურები). მინდვრები ირწყვება მდინარე არაქსისა და მისი მარცხენა შენაკადების — სევჯურის, ქასაღის, რაზდანისა და სხვა შენაკადების წყლებით. მცენარეულობა საკმაოდ ღარიბია, რომელთა შორის დომინირებს მლაშობი ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა.
არარატის ვაკე ზედაპირული წყლებით საკმაოდ ღარიბია. მეწამორის გარდა, არაქსი და მისი შენაკადები (ქასაღი, რაზდანი, აზატი, ვედი) — ტრანზიტული მდინარეებია. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში, ადიდებისას, ხშირად იცვლიან კალაპოტს (განსაკუთრებით არაქსი). ხშირია ღვარცოფი (მასტარა, ჩორასუ, გეტარი). ზაფხულის პერიოდში მდინარეების ნაწილი საერთოდ შრება.
atb.am · bulletin.esoil.ru · GeoNames · sanstv.ru · Triposo |
დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2020-09-30 საიტზე Wayback Machine. · დიდი საბჭოთა ენციკლოპედია · ენციკლოპედია ბრიტანიკა · Большой энциклопедический словарь |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images (1) · Getty Images (2) დაარქივებული 2020-11-16 საიტზე Wayback Machine. · Shutterstock |
Араратская долина | Вокруг света |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.