ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“[შენ. 1] (ინგლ. Star Wars: The Force Awakens) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ამერიკული ფილმი, რომლის სცენარის ავტორი, თანაპროდიუსერი და რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი. ამ, რიგით მეშვიდე ფილმში ვარსკვლავური ომების სერიიდან, მონაწილეობენ მსახიობები ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი, ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ლუპიტა ნიონგ’ო, ენდი სერკისი, დონალ გლისონი, ენტონი დენიელზი, პიტერ მეიჰიუ და მაქს ფონ სიუდოვი. ფილმის მოვლენები ვითარდება „ჯედაის დაბრუნებიდან“ 30 წლის თავზე.[9] მოთხრობილია აჯანყებულთა ალიანსის, გალაქტიკური იმპერიის და პირველი ორდენის დაპირისპირების შესახებ[10] და აღწერილია ახალი წამყვანი პერსონაჟების, ფინის, რეის, პო დემერონის და მთავარი ბოროტი პერსონაჟის, კაილო რენის, ისევე, როგორც წინა ფილმების გმირების თავგადასავლები.[9][11] ფილმის სახელწოდება მომდინარეობს პერსონაჟის, უმაღლეს მეთაური სნოუკის მიერ წარმოთქმული ფრაზიდან, რომლითაც იგი მიმართავს კაილო რენს.
„ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ | |
---|---|
რეჟისორი | ჯეი ჯეი აბრამსი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება |
ვარსკვლავური ომების პერსონაჟებს — ჯორჯ ლუკასი |
ისტორია | ჯორჯ ლუკასი[1] |
როლებში | |
კომპოზიტორი | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | დენიელ მინდელი |
მონტაჟი |
|
სტუდია | |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 135 წთ.[2] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | |
შემოსავალი | 2.071 მილიარდი აშშ დოლარი[6] |
ძალის გამოღვიძება არის პირველი ფილმი ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგიაში, რომლის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა, როდესაც უოლტ დისნეის კომპანიამ 2012 წლის ოქტომბერში Lucasfilm შეიძინა. ფილმის პროდიუსერები არიან Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი, აბრამსი და ბრაიან ბერკი. აბრამსი და ლოურენს კესდენი (ორიგინალური ტრილოგიის ფილმების იმპერიის საპასუხო შეტევა და ჯედაის დაბრუნება სცენარის ავტორი) არიან ფილმის სცენარისტები. ჯონ უილიამსი, წინა ფილმების მუსიკის ავტორი, ძალის კომპოზიტორია. ჯორჯ ლუკასი ფილმის წარმოების ადრეულ ეტაპზე შემქმნელებთან შემოქმედებითი კონსულტანტის სახით თანამშრომლობდა. მწარმოებლები არიან Lucasfilm და აბრამსის Bad Robot Productions. მსოფლიო მასშტაბით ფილმის დისტრიბუტორია Walt Disney Studios Motion Pictures. სურათის გადაღება დაიწყო 2014 წლის აპრილში აბუ-დაბისა და ისლანდიაში, ხოლო ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ირლანდიაში და ინგლისურ Pinewood Studios-ში.
ფილმის პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2015 წლის 14 დეკემბერს. 18 დეკემბერს იგი გამოვიდა 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში, ფრენჩაიზის წინა ნაწილის, სითების შურისძიების (2005) პრემიერიდან 10 წლის შემდეგ. კრიტიკოსებმა ძალის გამოღვიძება შეადარეს ორიგინალურ ტრილოგიას, აღნიშნეს რა მისი მოქმედებითი სცენები, პერსონაჟები და ემოციური დრამა, თუმცა, ზოგიერთი თვლის, რომ ძალაში ნასესხებია ესა თუ ის ელემენტი წინა ფილმებიდან. Disney-ს მხრიდან ფილმს ახლდა ვრცელი მარკეტინგული კამპანია. ფილმის შემოსავალმა ორ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2017 და 2019 წელს გამოვიდა მისი გაგრძელებები, უკანასკნელი ჯედაი და სკაიუოკერის აღზევება.