მარკ ჰემილი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკ რიჩარდ ჰემილი (ინგლ. Mark Richard Hamill, დ. 25 სექტემბერი, 1951) — ამერიკელი მსახიობი, გამხმოვანებელი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი. ყველაზე მეტად ცნობილია ლუკ სკაიუოკერის როლით ვარსკვლავური ომების ორიგინალურ ტრილოგიაში (ვარსკვლავური ომები, იმპერიის საპასუხო შეტევა და ჯედაის დაბრუნება) და 2015 წლის ფილმში ძალის გამოღვიძება. აგრეთვე ცნობილია ჯოკერის გახმოვანებით სერიალში ბეტმენი: ანიმაციური სერიალი (1992).
სწრაფი ფაქტები მარკ ჰემილი, დაბადების სახელი ...
მარკ ჰემილი | |
---|---|
დაბადების სახელი | მარკ რიჩარდ ჰემილი |
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1951 (1951-09-25) (72 წლის) ოკლენდი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, გამხმოვანებელი, მწერალი, პროდიუსერი, რეჟისორი |
აქტიური | 1970–დღემდე |
მეუღლე(ები) |
მერილუ იორკი (1978–დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 3 |
დახურვა