ბრაიან ბერკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაიან ბერკი (დ. 30 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი კინო და სატელევიზიო პროდიუსერი, სცენარისტი. წარსულში მუშაობდა პროდიუსერებთან, ბრედ უესტონთან (Columbia Pictures), ნედ ტენენთან (Sony Pictures) და ჯონ დეივისთან (FOX). 1995 წელს შეუერთდა Gerber Pictures-ს. [1]
2001 წელს ჯეი ჯეი აბრამსთან ერთად დააარსა კომპანია Bad Robot Productions.[2] როგორც კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, იგი არის Bad Robot-ის მიერ წარმოებული ყველა სატელევიზიო და კინო ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი.