From Wikipedia, the free encyclopedia
ისლანდია[2] (ისლ. Ísland) — ევროპის, ატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებული კუნძულოვანი ქვეყანა.[3] მოსახლეობა შეადგენს 364,134-ს და ფართობი 103 000 კმ².[4] დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არის რეიკიავიკი,[5] რომელიც მისი შემოგარენით შეადგენს მოსახლეობის ორ მესამედს. კუნძული წარმოადგენს ვულკანურად და გეოთერმულად აქტიურ რეგიონს.
ისლანდიის რესპუბლიკა Lýðveldið Ísland ისლანდია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Lofsöngur |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | რეიკიავიკი 64°08′ ჩ. გ. 21°56′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ისლანდიური (დე ფაქტო) | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | გუდნი იოჰანესონი | ||||
- | პრ.-მინისტრი | სიგურდურ ინგი იოჰანსონი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 103 000 კმ2 (107-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასებით | 364,134[d] (175-ე) | ||||
- | 1980 აღწერა | 229 187 | ||||
- | სიმჭიდროვე | 3.2 კაცი/კმ2 (232-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2010 შეფასებით | |||||
- | სულ | $11.818 მილიარდი[1] (132-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $36,620[1] (მე-5) | ||||
აგი (2007) | 0.968 (მაღალი) (პირველი) | |||||
ვალუტა | ისლანდიური კრონი (ISK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | ISL | |||||
Internet TLD | .is | |||||
სატელეფონო კოდი | 354 | |||||
d. ^ Statistics Iceland:Key figures. statice.is (1 October 2002). |
ოფიციალური - ისლანდიის რესპუბლიკა. ეროვნული – Island, Lydhveldidh. სახელწოდება ნიშნავს „ყინულოვან ქვეყანას“. ასევე აღინიშნება სხვა ენებში. გამონაკლისია ლათინური, სადაც ისლანდიას თულეს უწოდებენ. იგივე ტერმინი გამოიყენება გრენლანდიის მიმართაც.
ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში. ფართობი — 103 000 კვ. კმ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს 400-800 მეტრი სიმაღლის პლატოს, ცალკეული მასივის სიმაღლე 1000-1500 მეტრს აღწევს. სანაპიროს გასწვრივ დაბლობი ვაკეების ზოლია. კუნძულზე 200-მდე ვულკანი და გეიზერია. ვულკანებიდან ყველაზე ცნობილია: ჰეკლა, ლაკი, ასკია და ისლანდიის უმაღლესი მწვერვალი ჰვანადალსჰნუკური — 2109,6 მ. რელიეფში შეიმჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები.
ისლანდიაზე უკანასკნელი გამყინვარების პერიოდიდან, ანუ დაახლოებით 10 000 წლის წინანდელი პერიოდიდან სულ რამდენიმე სახეობის ცხოველი და მცენარე მოხვდა, ზოგიც ადგილობრივად აღმოცენდა. კუნძულზე სულ 1300 სახეობის მწერია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რადგან მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი სახეობის მწერი ბინადრობს. როდესაც აქ ხალხი დასახლდა, ერთადერთი ადგილობრივი ძუძუმწოვარი არქტიკული მელია იყო, რომელიც გაყინული ზღვის გადმოკვეთით მოხვდა კუნძულზე გამყინვარების ხანის დასასრულს. კუნძულზე არ ბინადრობენ ადგილობრივი რეპტილიები და ამფიბიასებრნი.
ფიტოგეოგრაფიულად ისლანდია მიეკუთვნება ცირკუმბრიული რეგიონის არქიტიკულ პროვინციას ბორეის სამეფოს ფარგლებში. მსოფლიო ბუნების ფონდის მონაცემებით, კუნძულის ტერიტორია ბორეული ტყეებისა და ალპური ტუნდრის ეკორეგიონს მიეკუთვნება. ისლანდიის დაახლოებით სამი პროცენტზე მწვანე ნარგავები არ გვხვდება. მცენარეული საფარის დიდი ნაწილი მინდვრების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც საქონლის საძოვრებად იყენებენ.
ისლანდიისთვის ყველაზე ადგილობრივი ხეა ჩრდილოეთის არყი Betula pubescens; არყის ხემ ისლანდიის ტყე მეტწილად „ვერხვთან“ (Populus Tremola), „ცირცელთან“ (Sorbus Aucuparia) and და „ჩვეულებრივ ღვიასთან“ (Juniperus communis) ერთად ჩამოაყალიბა, თუ არ ჩავთვლით მცირე ზომის ხე-ბუჩქებს.
ადამიანთა მუდმივმა დასახლებებმა დაარღვია სუსტი ეკოსისიტემა, ვულკანური ნიადაგები და მრავალფეროვნების ისედაც მწირი სახეობები შეზღუდა. საუკუნეთა მანძილზე ტყეები იჩეხებოდა და სამხერხაოებში იგზავნებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხე-ტყის გაჩეხვამ ეროზიის გამო ნიადაგის ზედანაწილის დაკარგვა გამოიწვია, ამან კი, თავის მხრივ, არყის ხეების გადაშენებას შეუწყო ხელი. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე არყის ხეღა ხარობს, ისიც, იზოლირებულ ნაკრძალებში. ახალი ტყეების გაშენებამ ხეთა რაოდენობა კი მოამრავლა, მაგრამ პირვანდელი სახის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ბოლო წლების განაშენიანებაში ბევრი ახალი ჯიშის ხეც გვხვდება.
ისლანდიის ცხოველთა სამყარო მოიცავს ისლანდიურ ცხვარს, საქონელს, წიწილას, თხასა და ძლიერ ისლანდიურ ცხენს, გარდა ამისა, ისლანდიურ მეცხვარესაც.
კუნძულის ირგვლივ, ოკეანის წყლებში, თევზის უამრავი სახეობა ბინადრობს, ამდენად, ქვეყნის ეკონომიკისათვის თევზრეწვა წამყვანი დარგია და ნაციონალური ექსპორტის ნახევარს შეადგენს. გარეული ცხოველები მოიცავენ არქტიკულ მელიას, წაულას, თაგვებს, ვირთხებს, კურდღლებსა და ჩრდილოეთის ირმებს.
ფრინველები, განსაკუთრებით კი ზღვის ფრინველები ისლანდიის ცხოველთა სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პოპულაციის სიხშირით ქარიშხალები და მეზღვიასებრნი გამოირჩევიან.
ისლანდია დასახლდა ნორვეგიელი მიგრანტების მიერ IX საუკუნის ბოლოს. X საუკუნეში შეიქმნა სახალხო კრება (ალტინგი), რომელიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ატარებდა. 1000 წელს ისლანდიამ ქრისტიანობა მიიღო. XIII საუკუნეში დაიწყო შიდა ომები კლანებს შორის, რომლებიც დასრულდნენ ისლანდიის ნორვეგიის სამეფოს დაქვემდებარებაში შესვლით 1262 წელს. 1380 წლიდან დანიის სამფლობელო იყო. დამოუკიდებელი გახდა 1944 წელს. 1976 წელს ბრიტანეთთან დავის შემდეგ გამოაცხადა 200 მილიანი თევზსაჭერი ზონა. 1985 წელს ისლანდია უბირთვო ზონად გამოცხადდა.
სახელმწიფო სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ო. რ. გრიმსონი (Olafur Ragnar GRIMSSON, 1996-დან). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (63 წევრი, ალტინგი). იგი შექმნილია 930 წელს და ითვლება უძველეს პარლამენტად მსოფლიოში. ადმინისტრაციული დაყოფა - 23 რეგიონი (sysla) და 14 ქალაქი (kaupstadhur).
მოსახლეობა - 364,134 (2020 წელი), მათ შორის 98,3 % ისლანდიელები. სახელმწიფო ენა - ისლანდიური. გავრცელებული ენები - სკანდინავიური ენები, გერმანული, ინგლისური. რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული. დედაქალაქი - რეიკიავიკი (118 ათასი). სხვა ქალაქები - კოიპავოგური (26), ჰაბნარფიორდური (21).
ისლანდიის ოფიციალური წერილობითი და სალაპარაკო ენა არის ისლანდიური, რომელიც სკანდინავიური ენები წარმომადგენელია, რომელიც ძველსკანდინავიური ენიდან ჩამოყალიბდა. გრამატიკისა და ენის მიხედვით ძველი სკანდინავიურიდან ის ნაკლებად შეიცვალა და სხვა ენებისგან განსხვავებით ამ ენასთან ყველაზე მჭიდრო კავშირშია. ისლანდიურმ ენამ შეინარჩუნა ზმნის წინები, ასევე იდენტობა, რადგან ამ ენაში სხვა ენიდან შესული სიტყვები ძალიან მცირე რაოდენობითაა, რადგან მსგავსი ტიპის სიტყვები ისლანდიელებმა საკუთარი სიტყვებით ჩაანაცვლეს. ისლანდიური ლექსიკის განვითარებაში დიდი წვლილი მისმა საუკუნოვანმა იზოლაციამაც განაპირობა. ისლანდიური ერთადერთი ცოცხალი ენაა, რომელმაც შეინარჩუნა Þ ბგერის ლათინური დამწერლობა. ისლანდიურ ენასთან ყველაზე დაკავშირებულ ენას, რომელიც დღეს არსებობს ფარერული ენა წარმოადგენს.
ისლანდისური ჟესტების ენა 2011 წელს ოფიციალურად იქნა აღიარებული, როგორც ეროვნული უმცირესობების ენა. განათლებაში ეს ენა სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ეროვნული გეგმითაა გათვალისწინებული.
ინგლისური და დანიური სავალდებულო საგნებია სკოლის სასწავლო გეგმაში. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეუძლია გაიგოს და ისაუბროს ინგლისურად. დანიურს, როგორც მეორე ენას მეტწილად უფროს თაობებში ვხვდებით.[6] პოლონურ ენაზე ძირითადად ლაპარაკობენ ადგილობრივი პოლონური თემის (ისლანდიის უმცირესობები) წარმომადგენლები. ადგილობრივები დანიურად საუბრობენ ისე, რომ შედარებით მარტივი ხდება ნორვეგიელი და შვედი მოსაუბრისთვის მათი გაგება. დანიურს, რომელზედაც ისლანდიაში საუბრობენ ხშირად სკანდინავისკას (skandinavíska) უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით სკანდინავიურს ნიშნავს.[7]
იმის ნაცვლად, რომ ისლანდიელებმა გვარი გამოიყენონ, როგორც ეს ჩვეულებრივ დასავლეთის ქვეყნებში ხდება, ისლანდიელები ატარებენ პატრონიკულ ან მატრონიკულ გვარებს, მეტწილად პატრონიკულ გვარებს.
ისლანდიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნივერსალური სისტემა აქვს, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობის სამინისტრო მართავს (ისლანდიური: Velferðarráðuneytið)[8] მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, ქვეყანაში არ არსებობს კერძო საავადმყოფოები, ისევე, როგორც კერძო დაზღვევა.[9]
მთავრობის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ენიჭება ჯანდაცვის საკითხებს,[10] ისლანდია მე-11 ადგილზეა ჯანდაცვის ხარჯებით, მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით[11] და მე-14 ადგილზე ბიუჯეტის ჯანდაცვაზე ხარჯვის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე.[12]
რესურსები - თევზი, ჰიდროენერგია, გეოთერმული ენერგია, დიატომიტი. ექსპორტი - თევზის ნაწარმი, ალუმინი, რკინა, დიატომიტი. ეროვნ. შემოსავალი ერთ სულზე - 24 950 $. ვალუტა - ისლანდიური კრონა (ISK).
ისლანდიაში ყოველწლიურად დაახლოებით 400 წიგნი და ჟურნალი გამოიცემა. პირველი გაზეთი 1848 წელს გამოიცა. ქვეყანაში დღესდღეობით 35 სახეობის გაზეთი გამოდის, რომელთა უმეტესობა ყოველკვირეულია. ხუთი ყოველდღიური გაზეთიდან უმეტესი ტირაჟი თავისუფლების პარტიის ბეჭდვით ორგანოს - „მორგუნბლადიდს“ აქვს. დიდი პოპულარობით სარგებლობს „DV“ და „ულპუდიბლადეტი“.
ისლანდიაში კარგა ხანს მხოლოდ ერთი რადიოსადგური იყო (რეიკიავიკში) სამი რეტრანსლატორით. ამჟამად „AM“ ფორმატის სამი სადგური არსებობს, 70 - „FM“ ფორმატისა და ერთიც მოკლეტალღოვანი. რადიომიმღები (სტატისტიკის თანახმად) ყოველ სახლშია (260 000).
ტელემაუწყებლობა ისლანდიაში 1966 წელს დაიწყო. არსებობს 14 ტელეარხი (156 რეტრანსლატორის ჩათვლით), ასევე სატელევიზიო სადგური ამერიკულ ბაზა კებლავიკზე.
ისლანდიის ინტერნეტდომენი არის - IS. დღეისათვის ქვეყანაში 20-მდე ინტერნეტპროვაიდერი, 263 980 ჰოსტი და ინტერნეტქსელის 200300 აქტიური მომხმარებელია.
ისლანდიურ კულტურას მრავალსაუკუნოვან სკანდინავიურ წიაღში აქვს ფესვები გადგმული. ყველაზე ცნობილ ისლანდიურ კლასიკურ ნაწარმოებებად საგები ანუ პროზაული ეპოსები მიიჩნევა, რომლებიც კუნძულის დასახლების დროინდელია. ბიბლიის მშვენიერი თარგმანი ისლანდიურ ენაზე XIV საუკუნეში გამოქვეყნდა. უკანასკნელი ხანების ალბათ ყველაზე ცნობილ მწერლად შეგვიძლია ჰალდოურ კილიან ლაქსნესი მივიჩნიოთ, რომელმაც 1955 წელს ნობელის პრემია მიიღო.
ისლანდიის სამზარეულო მეტად განსაკუთრებულია და ძირითადად, თევზსა და ცხვრის ხორცს ემყარება. ადგილობრივ დელიკატესებს ტორამატური - „þorramatur“ ჰქვია. უამრავი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ გეოთერმულ სათბურებში. ყველაზე უბრალო კერძია გრაფლაქსი - „graflax“ (ჩადებული ორაგული კამით). ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძი კი ჰაუკარლია - hákarl (ზვიგენის გამომშრალი ხორცი). დაჭერილ ზვიგენს ნახევარი წლით ქვიშაში ფლავენ, რათა გახრწნის გარკვეულ დონეს მიაღწიონ. ამის შემდგომ ამოთხრიან, კიდევ გარკვეული პერიოდი თოკებზე კიდებენ, მერე კი, მზა სახით, არაყთან ერთად მიირთმევენ. ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე თხელ პურს აცხობენ, რომელსაც ლჲოივაბრიოზს - laufabrauð უწოდებენ, აქვე მზადდება „ვულკანური პურიც“.
ისლანდიაში ძირითადად ყავას სვამენ. ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ. ლუდი, ღვინო და სხვა სხეობის სპირტიანი სასმელები შედარებით ძვირია: მაგალითად, ლუდის მოზრდილი კათხა 8$ ღირს, პატარა 5$. 1989 წლამდე ისლანდიაში მთელი 75 წლის განმავლობაში ლუდის სმა საერთოდ აკრძალული იყო. ისლანდიური არაყი ბრენივინი კარტოფილისგან მზადდება და ტმინით არის არომატმიცემული. ქვეყანაში ბევრია რესტორნები, სადაც ეროვნულ კერძებთან ერთად, ევროპულ საკვებსაც მიირთმევს მსურველი. რესტორნებში სადილის საშუალო ფასი 20-50 დოლარია. ოფიციანტისთვის „ფეხის ქირის“ მიცემა არ არის რეკომენდებული.
გეიზერების ცნობილი ველი, ეროვნული მუზეუმი, XVIII ს-ის ტაძრები რეიკიავიკსა და ჰოულარში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.