ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“ (ინგლ. Star Wars: The Rise of Skywalker, იგივე „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX — სკაიუოკერის აღზევება“) — 2019 წლის ამერიკული ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერი, სცენარის თანაავტორი და რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი. Lucasfilm-ის და აბრამსის Bad Robot Productions-ის მიერ წარმოებული, Walt Disney Studios Motion Pictures-ის დისტრიბუციით გამოშვებული ეს ფილმი არის რიგით მესამე „ვარსკვლავური ომების“ გაგრძელების ტრილოგიაში, „ძალის გამოღვიძების“ (2015) და „უკანასკნელი ჯედაის“ (2017) შემდეგ, ისევე, როგორც ცხრა ფილმისგან შემდგარი „სკაიუოკერების საგის“ დასასრული.[georgian 1] ფილმში მონაწილეობენ კერი ფიშერი[georgian 2], მარკ ჰემილი, ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ენტონი დენიელზი, ნაომი ეკი, დონალ გლისონი, რიჩარდ ე. გრანტი, ლუპიტა ნიონგ’ო, კერი რასელი, იონას სუოტამო, კელი მარი ტრანი, იენ მაკ-დერმიდი და ბილი დი უილიამსი. „უკანასკნელი ჯედაის“ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ „სკაიუოკერის აღზევებაში“ ასახულია რეის, ფინის და პო დემერონის წინააღმდეგობის მეთაურების სახით ბრძოლა უზენაეს მეთაურ კაილო რენის და პირველი ორდენის ძალებთან, რომლებსაც ეხმარება დაბრუნებული გალაქტიკური იმპერატორი, პალპატინი.
„ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“ | |
---|---|
ფილმის კინოპოსტერი | |
რეჟისორი | ჯეი ჯეი აბრამსი |
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება |
„ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟები — ჯორჯ ლუკასი |
ისტორია |
|
როლებში |
|
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | დენ მინდელი |
მონტაჟი |
|
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 142 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 416 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 1.077 მილიარდი აშშ დოლარი[3] |
მას შემდეგ, რაც 2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ „უკანასკნელი ჯედაის“ რეჟისორი რაიან ჯონსონი დაინიშნა „IX ეპიზოდის“ სცენარისტად, კოლინ ტრევოროუს და მასთან ხშირად მომუშავე დერეკ კონოლის დაევალათ მუშაობა სცენარზე. ამ სცენარში აგრეთვე წვლილი შეიტანეს როგორც აბრამსმა, ასევე კრის ტერიომ. 2017 წლის სექტემბერში ტრევოროუმ პროექტი დატოვა პროდიუსერ კეთლინ კენედისთან შემოქმედებითი უთანხმოებების გამო, ხოლო აბრამსი დაბრუნდა როგორც რეჟისორი. ფრანშიზის კინოფილმებში საბოლოო დიდი წვლილის შესატანად აგრეთვე დაბრუნდა ჯონ უილიამსი, წინა რვა ეპიზოდური ფილმის მუსიკის ავტორი.[6] ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2018 წლის აგვისტოდან, ინგლისის Pinewood Studios-ში და დასრულდა 2019 წლის თებერვალში. 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა გადაღებების შემდგომი სამუშაო. 416 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტით, „სკაიუოკერის აღზევება“ ყველა დროის ყველაზე ძვირი ფილმების სიაში მესამე ადგილს იკავებს.
„სკაიუოკერის აღზევების“ პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 2019 წლის 16 დეკემბერს. აშშ-ში იგი გამოვიდა 20 დეკემბერს. კრიტიკოსებმა იგი არაერთგვაროვნად შეაფასეს, ხოლო მსოფლიო გაქირავებაში ფილმის შემოსავალმა სულ 1.077 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში მეშვიდე ადგილი მოუპოვა. ამასთან, იგი გაგრძელების ტრილოგიის ფილმებიდან კომერიცულად ყველაზე წარუმატებელი იყო.[7] ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე ფილმმა იგი წარდგენილი იყო სამ ნომინაციაში (საუკეთესო მუსიკა, საუკეთესო ვიზუალური ეფექტები და საუკეთესო ხმა) ისევე, როგორც სამში — BAFTA-ს 73-ე დაჯილდოებაზე (საუკეთესო ვიზუალური ეფექტები, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა და საუკეთესო ხმა). სატურნის 46-ე დაჯილდოებაზე „სკაიუოკერის აღზევებამ“ მიიღო ხუთი ჯილდო, მათ შორის — საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმისთვის.