From Wikipedia, the free encyclopedia
ჰასან რუჰანი (სპარს. حسن روحانی, ასევე ტრანსლიტერირდება რუჰანი, როჰანი, როუჰანი; სახელი დაბადებისას: ჰასან ფერიდონი; დ. თარიღი 12 ნოემბერი 1948) — ირანელი პოლიტიკოსი, შიიტი მუჯთაჰიდი (შარიათის სამართალმცოდნე),[2] იურისტი,[3] აკადემიკოსი და დიპლომატი, ირანის პრეზიდენტი 2013 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 3 აგვისტომდე (ორი ვადით). 1999 წლიდან იყო ექსპერტთა საბჭოს წევრი,[4] 1991 წლიდან მიზანშეწონილობის საბჭოს წევრი,[5] 1989 წლიდან ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წევრი [6] და 1992 წლიდან სტრატეგიული კვლევების პრეზიდენტი[7].
ჰასან რუჰანი حسن روحانی | |
ირანის მე-7 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 აგვისტო, 2013 – 3 აგვისტო, 2021 | |
წინამორბედი | მაჰმუდ აჰმადინეჟადი |
მემკვიდრე | იბრაჰიმ რაისი |
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი 1989 – 15 აგვისტო 2005 | |
პრეზიდენტი | აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, მოჰამედ ხათამი |
მემკვიდრე | ალი ლარჯანი |
სტრატეგიული კვლევების ცენტრის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აგვისტო 1992 – დღემდე | |
წინამორბედი | მოჰამედ მოუსავი ხოეინიჰა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მაისი 1980 – 26 მაისი 2000 | |
დაბადებული | 12 ნოემბერი, 1948 სორხეჰი, სემნანი, ირანი |
მოქალაქეობა | ირანი |
ეროვნება | ირანელი |
პოლიტიკური პარტია | მებრძოლი სასულიერო ასოციაცია (1987–2013)[1] |
განათლება | გლაზგოს კალედონიური უნივერსიტეტი, თეირანის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | ისლამი, შიიზმი |
რუჰანი ასევე მე-4 და მე-5 ვადის ისლამური საკონსულტაციო საბჭოს (მეჯლისის) სპიკერის მოადგილე და 1989-2005 წლებში ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო[7]. ახლო წარსულში, ის ასევე ირანის ყოფილი ბირთვული მოლაპარაკების გუნდის ხელმძღვანელი და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამ წევრ ქვეყანასთან გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ქვეყნის პირველი მომლაპარაკებელი იყო[8]:138.
2013 წლის 7 მაისს რუჰანი საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა, რომელიც 2013 წლის 14 ივნისს ჩატარდა[9][10]. მან განაცხადა, რომ თუ მას აირჩევდნენ , ის მოამზადებდა „მოქალაქეთა უფლებების ქარტიას“, ასევე აღადგენდა ეკონომიკას და განაახლებდა გაქვავებულ ურთიერთობებს დასავლეთთან[11][12][13]. როგორც კი დაიწყო არჩევნების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება, ცხადი გახდა რომ რუჰანი დიდი უპირატესობით უსწრებდა თავის კონკურენტებს[14]. რუჰანი ირანის პრეზიდენტად, მისი მთავარი კონკურენტის მოჰამედ ბაგერ გალიბაფის დამარცხების შემდეგ, 15 ივნისს გამოცხადდა[15][16]. ჰასან რუჰანი თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2013 წლის 3 აგვისტოდან შეუდგა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.