From Wikipedia, the free encyclopedia
იბრაჰიმ რაისი (სპარს. سید ابراهیم رئیسی; დ. 14 დეკემბერი, 1960, მეშჰედი, ირანი — გ. 19 მაისი, 2024) — ირანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. გაიმარჯვა 2021 წლის 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 61,95 %.[3]
იბრაჰიმ რაისი | |
---|---|
სპარს. ابراهیم رئیسی | |
დაბადების თარიღი | 14 დეკემბერი, 1960 |
დაბადების ადგილი | მეშჰედი |
გარდაცვალების თარიღი | 19 მაისი, 2024[1] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Bakrabad Rural District, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი |
მოქალაქეობა |
ფეჰლევიანთა ირანი ირანი |
განათლება | Shahid Motahari University და Qom Seminary |
მეუღლე/ები | ჯამილე ალამოლჰოდა |
ჯილდოები | Time 100[2] და ისლამური რევოლუციის ორდენი |
raisi.ir | |
დაიბადა 1960 წლის 14 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში. 1980 წელს მიიღო რელიგიური განათლება. 1985 წელს საცხოვრებლად გადავიდა თეირანში, სადაც დანიშნეს ქალაქის პროკურორის მოადგილედ. ამ დროს პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო (1988), ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად“.[4] 1989-1994 წლებში კი ეკავა პროკურორის თანამდებობა. 2004 წელს დანიშნეს ირანის პროკურორის მოადგილედ, 2014 წელს კი გახდა ირანის გენერალური პროკურორი.
ირანის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2017 წელს და დამარცხდა შედარებით ზომიერ ჰასან რუჰანისთან. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობა აუკრძალეს იბრაჰიმ რაისის ყველა პოტენციურად მნიშვნელოვან ოპონენტს, მან ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე, ხმების 62%-ით გაიმარჯვა. ეს ირანის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. მისი პრეზიდენტობის დროს ირანის მოსახლეობაში მკეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების და ადამიანის, განსაკუთრებით ქალების უფლებების უხეშად დარღვევის გამო. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ. პრეზიდენტობისას ურთიერთობები გააღრმავა ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც ირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს.[4]
დაიღუპა 2024 წლის 19 მაისს, ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. მასთან ერთად დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი პირი (აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი, დაცვის სამსახურის თანამშრომელი, 2 პილოტი და ტექნიკოსი). რაისიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად გახსნა ახალი კაშხალი და უკან ბრუნდებოდა. კატასტროფის მიზეზად უამინდობა დასახელდა. დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.